სამინისტროში შესაბამისი თანამდებობის პირებთან მოქალაქეთა მიღება: მინისტრი: ხუთშაბათი 15:00 - 17:00 სთ;

ტელეფონი: 2 23 02 03,მისამართი: თბილისი 0134, ჩოლოყაშვილის გამზ. 9;

საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა და ზედამხედველობა. ტელეფონი 2 35 09 97, მეილი: n.udesiani@msy.gov.ge

გულშემატკივრის გამოკითხვა ico
სიახლეების კალენდარი ico
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
          01 02
07 09
15 16
22 23
26 27 28 29 30
31            

ოლიმპიურ სასახლეში მედია-ფესტივალი ბაჩოს თასი 2017 ჩატარდა

თარიღი: 2017 ივლისი 08



7 ივლისს, თბილისის ოლიმპიურ სასახლეში სპორტულ ჟურნალისტთა ტრადიციული მედია- ფესტივალი - ბაჩოს თასი 2017 გაიმართა. "ბაჩოს თასი 2017" მინი-ფეხბურთსა და 3/3-ზე კალათბურთში ჩატარდა, ტურნირში მონაწილეობა სხვადასხვა გუნდებში გადანაწილებულმა სპორტულმა ჟურნალისტებმა და ბაჩო სვანიძის მეგობრებმა მიიღეს.

იხილეთ ფოტოგალერეა


ბიჭებს შორის მინი-ფეხბურთის ტურნირის გამარჯვებული ზედიზედ მეოთხედ, ბაჩოს მეგობრების გუნდი გახდა, რომელმაც ფინალში, ტელე-მედიის გუნდი პენალტების სერიაში 3:2 (ძირითადი დრო 3:3) დაამარცხა, მე-3 ადგილისთვის შეხვედრაში კი სპორტული პრესის გუნდმა "სარბიელს" 4:3 აჯობა. საკალათბურთო ტურნირის გამარჯვებული სპორტული პრესის გუნდი გახდა, გოგონების საფეხბურთო მატჩში კი გამარჯვება გუნდმა "როზაურამ" მოიპოვა.

"ბაჩოს თასის" გამარჯვებული და პრიზიორი გუნდები, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა, ტარიელ ხეჩიკაშვილმა, ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა და ვიცე-პრეზიდენტმა კახა ჭუმბურიძემ, ასევე კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა მიხეილ გაბრიჩიძემ თასებით, მედლებით და სამახსოვრო პრიზებით დააჯილდოვეს. ფეხბურთის ტურნირის საუკეთესო მოთამაშედ "ბაჩოს მეგობრების" მეკარე კობა ხატისაშვილი დასახელდა, კალათბურთის ტურნირის საუკეთესო მოთამაშე კი სპორტული პრესის გუნდის წარმომადგენელი გიორგი კოროშენიძე გახდა.



საფეხბურთო ტურნირის საუკეთესო მოთამაშეს, წელს გარდაცვლილი ტელეკომენტატორის, ალეკო ჯიბლაძის სახელობის სპეციალური პრიზი გადაეცა, საუკეთესო კალათბურთელისთვის კი დაწესებული იყო ბურთი ეროვნული ნაკრების წევრების ხელმოწერებით.

სპორტული პროგრამის დასრულების შემდეგ, ოლიმპიურ სასახლეში საქართველოს სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციის ყოველწლიური პრემიების დაჯილდოების ცერემონია გაიმართა, სადაც ლაურეატებს ჯილდო ასოციაციის პრეზიდენტმა მიხეილ აბაიშვილმა გადასცა.

სპორტულ ჟურნალისტთა ტრადიციული მედია- ფესტივალი "ბაჩოს თასი" მეექვსედ ჩატარდა. ფესტივალი 2010 წელს, მძიმე ავადმყოფობის შედეგად გარდაცვლილი ახალგაზრდა სპორტული ჟურნალისტის, ბაჩო სვანიძის სახელს ატარებს, რომელმაც ჟურნალისტური კარიერის უკანასკნელი წლები სპორტულ გაზეთ "სარბიელში" გაატარა. ბაჩო სვანიძის ხსოვნის ტურნირი 2010 წლიდან სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციის ეგიდით ტარდება, მხარდამჭერები კი სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო, ფეხბურთის და კალათბურთის ფედერაციები და ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი არიან. წლევანდელ ტურნირზე "ბაჩოს თასის" პარტნიორები იყვნენ წვენების მწარმოებელი კომპანია "კამპა" და ნაყინის მწარმოებელი კომპანია "ლიდერი".





ფოტო: თამუნა ყულუმბეგაშვილი
სამინისტროს პრესსამსახური

სხვა ახალი ამბები
კატეგორია : სამინისტროს სიახლეები თარიღი : 2017 ივლისი 17
17 ივლისს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ რიყეში ძალოსნობის ახალი, რეაბილიტირებული დარბაზი გაიხსნა.
კატეგორია : სამინისტროს სიახლეები თარიღი : 2017 ივლისი 13
13 ივლისს, სპორტულ კომპლექს "არენა 1-ში" გაიმართა ტაეკვონდოს კორეელი სპეციალისტების თეორიული და პრაქტიკული სემინარი, რომელსაც კორეელი მწვრთნელები ქართველი სპორტსმენებისთვის ატარებენ. ღონისძიებას დაესწრო სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი და მინისტრის მოადგილე შალვა გოგოლაძე.  
კატეგორია : სამინისტროს სიახლეები თარიღი : 2017 ივლისი 06
6 ივლისს, სამინისტროში, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა ტარიელ ხეჩიკაშვილმა, მინისტრის პირველმა მოადგილემ აკაკი ლოდიამ, მინისტრის მოადგილემ შალვა გოგოლაძემ და სპორტის პოლიტიკისა და მართვის დეპარტამენტის უფროსმა ირაკლი დოლაბერიძემ უმასპინძლეს მსოფლიოს ჩემპიონატიდან დაბრუნებულ კონტაქტური კარატეს ეროვნულ ნაკრებს, რომელმაც მსოფლიოს პირველობაზე ისტორიული შედეგი აჩვენა  - ანდრეი ზინჩენკომ (65 კგ) ვერცხლის და მიხეილ წიკლაურმა (75 კგ) ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.   
კატეგორია : სამინისტროს სიახლეები თარიღი : 2017 ივლისი 05
5 ივლისს, ოლიმპიურ სასახლეში გაიმართა ევროპის ჩემპიონატიდან დაბრუნებული მოჭიდავეთა ახალგაზრდული ნაკრებების მიღება. ევროპირველობაზე წარმატებით გამოსულ მოჭიდავეებს და ჭიდაობის ფედერაციის ხელმძღვანელობას სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა ტარიელ ხეჩიკაშვილმა და მინისტრის მოადგილემ შალვა გოგოლაძემ უმასპინძლეს.   
კატეგორია : სამინისტროს სიახლეები თარიღი : 2017 ივლისი 04
"ზედაზენის" ოფისის ეზოში საგანგებოდ მოწყობილ სივრცეში, მინისტრს, ძიუდოს ფედერაციისა და სამინისტროს წარმომადგენლებს, სპორტსმენებსა და მწვრთნელებს კომპანიის დამფუძნებელმა ცეზარ ჩოჩელმა უმასპინძლა.