სამინისტროში შესაბამისი თანამდებობის პირებთან მოქალაქეთა მიღება: მინისტრი: ხუთშაბათი 15:00 - 17:00 სთ;

ტელეფონი: 2 23 02 03,მისამართი: თბილისი 0134, ჩოლოყაშვილის გამზ. 9;

საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა და ზედამხედველობა. ტელეფონი 2 35 09 97, მეილი: n.udesiani@msy.gov.ge

გულშემატკივრის გამოკითხვა ico
სიახლეების კალენდარი ico
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
    04 05
16 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30      

ტაეკვონდოს კორეელი სპეციალისტები ქართველ სპორტსმენებს მოამზადებენ (ვიდეო)

თარიღი: 2017 ივლისი 13

13 ივლისს, სპორტულ კომპლექს "არენა 1-ში" გაიმართა ტაეკვონდოს კორეელი სპეციალისტების თეორიული და პრაქტიკული სემინარი, რომელსაც კორეელი მწვრთნელები ქართველი სპორტსმენებისთვის ატარებენ. ღონისძიებას დაესწრო სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი და მინისტრის მოადგილე შალვა გოგოლაძე. მინისტრს და მინისტრის მოადგილეს ტაეკვონდოს ფედერაციის პრეზიდენტმა სულხან ბაბუაძემ უმასპინძლა.

4 კორეელი სპეციალისტი საქართველოს ტაეკვონდოს ფედერაციამ მსოფლიოს ტაეკვონდოს ფედერაციის დახმარებით ჩამოიყვანა. კორეელი სპეციალისტები საქართველოში 40 დღე დარჩებიან და ქართველ სპორტსმენებს თეორიულ და პრაქტიკულ მეცადინეობებს ჩაუტარებენ. მოწვეული სტუმრები თბილისის შემდეგ საქართველოს რეგიონებში გადაინაცვლებენ - ჯერ ბახმაროში ჩავლენ, სადაც საქართველოს ნაკრები ფიზიკურ მომზადებას გადის.



კორეელები ჩვენ სპორტსმენებს 12 დღის განმავლობაში გამოცდილებას გაუზიარებენ. ეროვნული გუნდი ევროპის ჩემპიონატისთვის ემზადება, რომელსაც სექტემბერში მინსკი უმასპინძლებს. მოგვიანებით კი ქობულეთს ესტუმრებიან და საქართველოს კადეტთა ნაკრებს 13 დღის განმავლობაში მოამზადებენ. 

ფოტო - თამუნა ყულუმბეგაშვილი
სამინისტროს პრესსამსახური

სხვა ახალი ამბები
კატეგორია : სამინისტროს სიახლეები თარიღი : 2017 ნოემბერი 17
17 ნოემბერს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროში სპორტულ საზოგადოებასთან შეხვედრა გაიმართა. მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი  კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრ მიხეილ გიორგაძესთან ერთად სამინისტროს წარმომადგენლებს, ეროვნული ოლიმპიური კომიტეტისა და სპორტული ფედერაციების ხელმძღვანელებს შეხვდა.
კატეგორია : სამინისტროს სიახლეები თარიღი : 2017 ნოემბერი 17
სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს სტუმრობდა ჩეხეთის რესპუბლიკის განათლების, ახალგაზრდობისა და სპორტის სამინისტროს დელეგაცია. 
კატეგორია : სამინისტროს სიახლეები თარიღი : 2017 ნოემბერი 10
10 ნოემბერს, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინიტრმა ტარიელ ხეჩიკაშვილმა სამინისტროში უმასპინძლა იაპონიის სრულუფლებიან ელჩს, მის აღმატებულებას ბატონ ტადაჰარუ უეჰარას.  
კატეგორია : სამინისტროს სიახლეები თარიღი : 2017 ნოემბერი 06
გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფელ ფხვენისში ფეხბურთის მოედნის კეთილმწოყობა იგეგმება.  
კატეგორია : სამინისტროს სიახლეები თარიღი : 2017 ოქტომბერი 30
30 ოქტომბერს, სამინისტროში, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა ტარიელ ხეჩიკაშვილმა და მინისტრის მოადგილემ შალვა გოგოლაძემ უმასპინძლეს კრივის ფედერაციის ხელმძღვანელობას და საქართველოს მოკრივეთა ახალგაზრდულ ნაკრებს, რომელმაც ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა.