სამინისტროში შესაბამისი თანამდებობის პირებთან მოქალაქეთა მიღება: მინისტრი: ხუთშაბათი 15:00 - 17:00 სთ;

ტელეფონი: 2 23 02 03,მისამართი: თბილისი 0134, ჩოლოყაშვილის გამზ. 9;

საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა და ზედამხედველობა. ტელეფონი 2 35 09 97, მეილი: n.udesiani@msy.gov.ge

გულშემატკივრის გამოკითხვა ico
სიახლეების კალენდარი ico
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
01 02 05 06 07
08 09 12 13 14
15 16 17 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 31        

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ რიყეში ძალოსნობის რეაბილიტირებული დარბაზი გაიხსნა

თარიღი: 2017 ივლისი 17



17 ივლისს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ რიყეში ძალოსნობის ახალი, რეაბილიტირებული დარბაზი გაიხსნა.

იხილეთ ფოტოგალერეა

დარბაზის გახსნას სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი, ტარიელ ხეჩიკაშვილი, სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული-გუბერნატორი ლევან შონია, ძალოსნობის ფედერაციის პრეზიდენტი, სამგზის ოლიმპიური ჩემპიონი კახი კახიაშვილი, ასევე ადგილობრივი მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები, მწვრთნელები და სპორტსმენები ესწრებოდნენ.

დარბაზის გახსნაზე იმყოფებოდნენ მსოფლიოს ჩემპიონი ახალგაზრდებს შორის გიორგი ჩხეიძე და მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონი ჭაბუკებს შორის ირაკლი ჩხეიძე, რომლებიც სწორედ ამ დარბაზში გაიზარდნენ.

სოფელ რიყეში, რომელიც ძალოსნობის დიდი ტრადიციებით გამოირჩევა, ძალოსნობის დარბაზი 1989 წელს აშენდა, თუმცა წლების მანძილზე დარბაზში სპორტსმენებისთვის სავარჯიშო პირობები არ არსებობდა.  დარბაზს სრული რეაბილიტაცია სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის დაპირების შედეგად, ადგილობირივ მუნიციპალიტეტის დახმარებით ჩაუტარდა, ძალოსნობის ფედერაციამ დარბაზი 100 000 ლარის ღირებულების თანამედროვე ინვენტარით და სავარჯიშო მოწყობილობებით აღჭურვა, დარბაზის რეაბილიტაცია კი 46 762 ლარი დაჯდა.



აღსანიშნავია, რომ ბოლო პერიოდის განმავლობაში, საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს და ძალოსნობის ეროვნული ფედერაციის, ასევე რეგიონული მუნიციპალიტეტების ერთობლივი თანამშრომლობის შედეგად, მთელი საქართველოს მასშტაბით 28 ახალი დარბაზი  განახლდა და კეთილმოეწყო. სპორტული ინფრასტრუქტურის მოწყობა მთელი ქვეყნის მასშტაბით გაგრძელდება.

ტარიელ ხეჩიკაშვილი: "ყველაზე ძალიან ის მიხარია, რომ ჩვენი დანაპირები ასრულდა და ვხედავთ, თუ როგორი ემოციებით დაგვხვდნენ ახალგაზრდები სოფელ რიყეში. მივესალმები ჩხეიძეების ოჯახის წარმომადგენლებს, ჩვენს ახალგაზრდა მსოფლიოს ჩემპიონებს, რომლებიც სწორედ ამ დარბაზში გაიზარდნენ. დარწმუნებული ვარ, რომ მომავალში, ამ დარბაზში აუცილებლად გაიზრდებიან ოლიმპიური, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონები.

ძალზე მნიშვნელოვანია ის ფაქტი, თუ ადრე რეგიონებში მხოლოდ 4 დარბაზი იყო სპორტსმენების განკარგულებაში, ახლა უკვე 28 დარბაზი გვაქვს და ეს აღმშენებლობა ძალოსნობის ფედერაციასთან და ადგილობრივ მუნიციპალიტეტებთან ერთად აუცილებლად გაგრძელდება როგორც სამეგრელოს, ასევე საქართველოს სხვა რეგიონებში. სპორტის სამინისტრო მაქსიმალურად ხელს შეუწყობს ძალოსნობის ფედერაციას, იმისათვის, რომ ძალოსნობა ყველასთვის ხელმისაწვდომი იყოს ჩვენს ქვეყანაში."





ფოტო: თამუნა ყულუმბეგაშვილი
სამინისტროს პრესსამსახური

სხვა ახალი ამბები
კატეგორია : სამინისტროს სიახლეები თარიღი : 2018 იანვარი 18
საქართველო მსოფლიოს 43-ე საჭადრაკო ოლიმპიადისთვის ემზადება. ოლიმპიადა ბათუმში 23 სექტემბიდან 6 ოქტომბის ჩათვლით გაიმართება და მასში მონაწილეობას მიიღებს 180-ზე მეტი ქვეყნის 4 000-მდე მოჭადრაკე და ოფიციალური პირი.     
კატეგორია : სამინისტროს სიახლეები თარიღი : 2017 დეკემბერი 25
თბილისის პარასპორტის განვითარების ცენტრში ქართველ პარასპორტსმენებსა და საქართველოს პარლამენტის წევრებს შორის მეგობრული ტურნირი ჩატარდა. სპორტსმენები და კანონმდებლები ერთმანეთს მჯდომარე ფრენბურთში, ეტლით კალათბურთსა და უსინათლოთა ფეხბურთში შეეჯიბრნენ.    
კატეგორია : სამინისტროს სიახლეები თარიღი : 2017 დეკემბერი 25
  თბილისის პარასპორტის განვითარების ცენტრში ქართველ პარასპორტსმენებსა და საქართველოს პარლამენტის წევრებს შორის მეგობრული ტურნირი ჩატარდა. სპორტსმენები და კანონმდებლები ერთმანეთს მჯდომარე ფრენბურთში, ეტლით კალათბურთსა და უსინათლოთა ფეხბურთში შეეჯიბრნენ.    
კატეგორია : სამინისტროს სიახლეები თარიღი : 2017 დეკემბერი 12
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი 2017 წლის მსოფლიოს ჩემპიონებს - ძალოსან ლაშა ტალახაძეს და თავისუფალი სტილით მოჭიდავეებს - გენო პეტრიაშვილს და ზურაბ იაკობიშვილს შეხვდა.
კატეგორია : სამინისტროს სიახლეები თარიღი : 2017 ნოემბერი 30
30 ნოემბერს, გლდანში მდებარე "დკდ"-ს დარბაზში, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი და მინისტრის მოადგილე შალვა გოგოლაძე შეხვდნენ კრივის მწვრთნელებს, რომლებიც კრივის მსოფლიოს ფედერაციის მიერ ორგანიზებულ სემინარში მონაწილეობენ.