სამინისტროში შესაბამისი თანამდებობის პირებთან მოქალაქეთა მიღება: მინისტრი: ხუთშაბათი 15:00 - 17:00 სთ;

ტელეფონი: 2 23 02 03,მისამართი: თბილისი 0134, ჩოლოყაშვილის გამზ. 9;

საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა და ზედამხედველობა. ტელეფონი 2 35 09 97, მეილი: n.udesiani@msy.gov.ge

გულშემატკივრის გამოკითხვა ico
სიახლეების კალენდარი ico
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
        01 02 03
04 05 06 07 08 09 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30  

შალვა გოგოლაძე სპორტის საკითხებში უნგრეთის სახელმწიფო მინისტრს ტუნდე საბოს შეხვდა

თარიღი: 2017 ივლისი 28

26 ივლისს, ბუდაპეშტში გაიმართა საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის მოადგილის შალვა გოგოლაძისა და საქართველოს საწყლოსნო სახეობათა ფედერაციის პრეზიდენტის დავით რურუას შეხვედრა სპორტის საკითხებში უნგრეთის სახელმწიფო მინისტრთან ტუნდე საბოსთან.

შეხვედრაზე განხილულ იქნა ორმხრივი თანამშრომლობის განვითარების პერსპექტივები, კერძოდ, ხაზი გაესვა ორი ქვეყნის სპორტულ ფედერაციებს შორის თანამშრომლობის გაღრმავებას და გამოცდილების გაზიარების მნიშვნელობას სხვადასხვა მიმართულებებით, მათ შორის განიხილეს უნგრეთის ეროვნულ ჩემპიონატში საქართველოს წყალბურთის ეროვნული ნაკრების მონაწილეობის, ცხოვრების ჯანსაღი წესის პოპულარიზაციის მიზნით სკოლებში სპორტული განათლების გაძლიერების ხელშეწყობის და ასევე მასშტაბური სპორტული ღონისძიებების ორგანიზების საკითხები.

ამ მიზნით, ქართულმა მხარემ უნგრულ მხარეს შესთავაზა ორი ქვეყნის სპორტის სამინისტროებს შორის თანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმება. ტუნდე საბოს განცხადებით, უნგრული მხარე ღიაა თანამშრომლობისათვის და მაქსიმალურად შეუწყობს ხელს ორმხრივი ურთიერთობების შემდგომ განმტკიცებას.

შალვა გოგოლაძემ ტუნდე საბო საქართველოში 2018 წლის სექტემბერში დაგეგმილ EPAS-ის მინისტერიალზე მიიწვია, ამ ღონისძიებამდე კი, ქართული მხარის შეთავაზებითა და მოწვევით ტუნდე საბო ოფიციალური ვიზიტით ეწვევა თბილისს, რომლის ფარგლებშიც ხელი მოეწერება ზემოხსენებულ თანამშრომლობის მემორანდუმს.

სამინისტროს პრესსამსახური

 

სხვა ახალი ამბები
კატეგორია : სამინისტროს სიახლეები თარიღი : 2018 თებერვალი 23
საქართველოს ნაკრებმა საღამოს ვარჯიში მაიკლ დიქსონთან ერთად ჩაატარა. ამერიკელი მწვრთნელებმა ბოლოდე დატვირთეს და ცხადია კომბინაციების დამუშავების დროსაც მას გამორჩეული ადგილი ეკავა - დიქსონი ხვალინდელ შეხვედრაში ეროვნული გუნდის უმთავრესი იმედია.საქართველოს ნაკრების "შხვეხატ არენაზე"მისვლის შედეგ მოედანი დატოვა ავსტრიის ნაკრებმა.  
კატეგორია : სამინისტროს სიახლეები თარიღი : 2018 თებერვალი 22
23-25 თებერვალს, საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრები ძიუდოში, გერმანიის ქალაქ დიუსელდორფის პრესტიჟულ საერთაშორისო ტურნირზე - დიუსელდორფის გრან სლემზე მიიღებენ მონაწილეობას. დიუსელდორფის გრან სლემზე, მედლებისთვის მსოფლიოს 71 ქვეყნის 500 ძიუდოისტი იბრძოლებს მამაკაცთა და ქალთა შორის. 23, 24 და 25 თებერვალს წინასწარი შეხვედრები 3 ტატამზე თბილისის დროით 13:00 საათიდან დაიწყება, ფინალური ბლოკი კი 20:00 საათიდან აიღებს სტარტს.
კატეგორია : სამინისტროს სიახლეები თარიღი : 2018 თებერვალი 22
საქართველოს ნაკრები ავსტრიასთან მატჩისთვის მზადებას განაგძობს. ეროვნულმა გუნდმა "შვეხატ არენაზე" მეორე ვარჯიში გამართა. საწვრთნელ პროცესში ინტენსიურად არის ჩართული ზუროსის თანაშემწე - გიორგიოს ლიმნიატისი, რომელიც მოთამაშეებთან ინდივიდუალურად მუშაობს.  
კატეგორია : სამინისტროს სიახლეები თარიღი : 2018 თებერვალი 22
საქართველოს კალათბურთელთა ნაკრებმა ვენაში პირველი ვარჯიში გამართა. ილიას ზუროსის გუნდი "შვეხატ არენაზე" 1 საათის და 15 წუთის განმავლობაში დაიტვირთა. ბერძენმა სპეციალისტმა გუნდი კომბინაციებზე ავარჯიშა. დიდი ყურადღება დაეთმო დაცვაში თამაშს და სხვადასხვა ტაქტიკური მონახაზის დამუშავებას. ნაკრების 12-ივე კალათბურთელი თავს კარგად გრძნობს. ერთადერთი ვისაც ტრამვის პრობლემა ჰქონდა, ეს გამოცდილი გამთამაშებელი გიორგი ცინცაძეა, რომელმაც ნაკრების ექიმის თემურ ხვედელიძის განცხადებით რეაბილიტაციის პროცესი წარმატებით გაიარა და 23 თებერვლის მატჩისთვის მზად იქნება. ეროვნულმა გუნდმა ვენაში ერთ-ერთი ლიდერის მაიკლ დიქსონის გარეშე ივარჯიშა. დიქსონი გუნდს ხვალ შეუერთდება და საწვრთნელ პროცესში ჩაერთვება. ზუროსი გუნდს 22 თებერვალს ორჯერ ავარჯიშებს - დილას და საღამოს.  
კატეგორია : სამინისტროს სიახლეები თარიღი : 2018 თებერვალი 21
საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრები ჩარტერული რეისით ავსტრიის დედაქალაქ ვენაში ჩაფრინდა და სასტუმრო "ქორთიარდ მერიოტში" დაბინავდა.