სამინისტროში შესაბამისი თანამდებობის პირებთან მოქალაქეთა მიღება: მინისტრი: ხუთშაბათი 15:00 - 17:00 სთ;

ტელეფონი: 2 23 02 03,მისამართი: თბილისი 0134, ჩოლოყაშვილის გამზ. 9;

საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა და ზედამხედველობა. ტელეფონი 2 35 09 97, მეილი: n.udesiani@msy.gov.ge

გულშემატკივრის გამოკითხვა ico
სიახლეების კალენდარი ico
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
        02 03
08 09 10
12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31

ახალი სტანდარტი საქართველოსგან - 20-წლამდელთა ჩემპიონატმა უმაღლესი შეფასება მიიღო (ვიდეო)

თარიღი: 2017 ივლისი 31

მსოფლიო რაგბის ფედერაციამ გამოაგზავნა წერილი, რომლის მიხედვითაც საქართველოში ჩატარებულმა 20-წლამდელთა მსოფლიოს პირველობამ უმაღლესი შეფასება მიიღო. სამინისტროში გამართულ პრესკონფერენციაზე სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა ტარიელ ხეჩიკაშვილმა და რაგბის კავშირის პრეზიდენტმა გოჩა სვანიძემ 20-წლამდელთა მსოფლიოს ჩემპიონატი ერთხელაც შეაჯამეს, ამასთან მადლობა გადაუხადეს ჩემპიონატის საორგანიზაციო კომიტეტის თითოეულ წევრს და საფეხბურთო გუნდების "ზესტაფონის" და "ტორპედოს", აგრეთვე კარლო მჭედლიძის საფეხბურთო აკადემიის წარმომადგენლებს. შეგახსენებთ, ამ გუნდების ბაზებზე ჩემპიონატის მონაწილე გუნდები ვარჯიშობდნენ, მატჩთა შორის პერიოდში საწვრთნელ ვარჯიშებს მართავდნენ. პრესკონფერენციას ესწრებოდნენ მინისტრის მოადგილე შალვა გოგოლაძე და 20-წლამდელთა ტურნირის დირექტორი ბაჩო ხურციძე. 

საქართველოში (ქუთაისსა და თბილისში) გამართულმა მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატმა, აქამდე გამართულ 10 ტურნირს შორის, ორგანიზატორებისა და მონაწილე გუნდებისგან უმაღლესი შფასება მიიღო. აქამდე მსგავსი ტურნირების ჯამური შეფასება 87% იყო (შარშან მანჩესტერში), საქართველოში ჩატარებული ჩემპიონატის მაჩვენებელმა კი 90%-ს მიაღწია.

"საქართველოს რაგბის კავშირმა ტურნირი ჩაატარა პროფესიულ დონეზე. პერსონალი სრულად იყო ჩართული საორგანიზაციო საქმიანობაში და მაქსიმალურად ცდილობდა მოსალოდნელზე მაღალი შედეგის მიღწევას. ქართველი ორგანიზატორების საქმისადმი სიყვარულმა და საკუთარი ქვეყნის საუკეთესო კუთხით წარმოჩენის სურვილმა, ტურნირის სტანდარტი საგრძნობლად აამაღლა" - წერია მსოფლიო რაგბის ოფიციალურ მოხსენებაში. ტურნირი მსოფლიო რაგბმა და 12-ივე მონაწილე ქვეყანამ დეტალურად შეაფასა და  საქართველოში გამართულმა ჩემპიონატმა წინამორბედებს ყველა მაჩვენებლით აჯობა. მისი რეიტინგი 97% იყო, ცერემონიები 96%-ით შეფასდა, ტურნირის მართვა - 94%. სულ 18 კრიტერიუმი შეფასდა და მათი საშუალო მაჩვენებელი 90%-ია.

"გუნდების მხრიდან ტურნირის 90%-იანი შეფასება ყველაზე მაღალია, რაც კი აქამდე გვქონია. ეს შესანიშნავი შედეგია. ტურნირი გაიმართა ჩემპიონატისთვის ზუსტად მორგებულ ორ სტადიონზე. თამაშებზე არაჩვეულებრივი ატმოსფერო სუფევდა (განსაკუთრებით როდესაც მოედანზე საქართველო იყო), რაც ხელს უწყობდა საზეიმო განწყობის შექმნას. გაგვაოცა ქუთაისელ გულშემატკივართა რაოდენობამ (ქუთაისში ხომ საქართველოს არ უთამაშია) და სარაგბო კულტურამ. ტრადიციული ქართული სტუმართმოყვარეობის წყალობით, ყველა გუნდს მაქსიმალურად კომფორტული პირობები შეექმნა. სრკ-ს თანამშრომელთა უმცირესი დეტალების მიმართ ყურადღებამ, ენთუზიაზმმა და პროფესიონალისზმა, სასტუმროებისა და ინფრასტრუქტურის შესანიშნავმა არჩევანმა, კარგად გამართულმა მომსახურებამ, ხელი შეუწყო არაჩვეულებრივი ტურნირის ჩატარებას, რომელმაც ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა" - ვკითხულობთ მსოფლიო რაგბის მოხსენებაში.

"ის, რომ ყველა მონაწილე გუნდმა ტურნირს 90% შეფასება მიანიჭა, იმაზე მეტყველებს, რომ ისინი საუცხოოდ გრძნობდნენ თავს საქართველოში. ეს შედეგები წინა წლებთან შედარებით ნამდვილად გამორჩეულია და ასახავს მასპინძელი რაგბის კავშირის მაღალ პროფესიონალიზმსა და სითბოს. საქართველოს რაგბის კავშირი, ქართული სარაგბო თემი, ქომაგები და მთელი ქვეყანა უნდა ამაყობდეს ამ შედეგით, ვინაიდან საქართველოში ჩატარებულმა ტურნირმა ერთი ასად ასწია მომავალი მსოფლიო რაგბის 20 წლამდელთა ჩემპიონატის თამასა" - განაცხადა მსოფლიო რაგბის ტურნირების დირექტორმან საიმონ ქიბლმა.

ტარიელ ხეჩიკაშვილი:" წლევანდელი წელი საერთაშორისო ტურნირების მასპინძლობის თვალსაზრისით გამორჩეულია - საქართველომ არაერთ მნიშვნელოვან შეჯიბრებას უმასპინძლა, ამასთან წინ კიდევ ბევრი გამოწვევაა. მნიშვნელოვანია, რომ ჩვენს მიერ ორგანიზებული უმაღლესი დონის ტურნირები საერთაშორისო ფედერაციებისგან მაღალ შეფასებას იღებს. სასიხარულოა, რომ ამ ჩამონათვალში მოხვდა საქართველოში (ქუთაისსა და თბილისში) გამართული მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატი, რომელმაც აქამდე გამართულ 10 ტურნირს შორის, ორგანიზატორებისა და მონაწილე გუნდებისგან უმაღლესი შეფასება მიიღო.

აქამდე მსგავსი ტურნირების ჯამური შეფასება 87% იყო (შარშან მანჩესტერში), საქართველოში ჩატარებული ჩემპიონატის მაჩვენებელმა კი 90%-ს მიაღწია. ეს ყველაფერი ერთის მხრივ სიხარულის საბაბს გვაძლევს, მეორეს მხრივ კი ერთი-ორად ზრდის ჩვენს შანსებს, რომ მსოფლიო რაგბის საერთაშორისო ფედერაციამ მაღალი დონის ტურნირების მასპინძლობის უფლება მომავალშიც მოგვანიჭოს. უმაღლეს დონეზე ჩატარებულმა შეჯიბრებამ შედეგი უკვე გამოიღო - საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრებს მომავალში ექვსი ერის გუნდებთან თამაში მოუწევს, რაც უდავოდ წინ გადადგმული ნაბიჯი და დიდი წარმატებაა.

მინდა, მივულოცო ეს წარმატება რაგბის კავშირს და სარაგბო საზოგადოებას. მადლობა გადავუხადო საორგანიზაციო ჯგუფის თითოეულ წევრს, რომელმაც დაუღალავად იშრომა იმისთვის, რომ საქართველოს 20-წლამდელთა მსოფლიოს თასისთვის ღირსეულად ემასპინძლა". 

გოჩა სვანიძე (რაგბის კავშირის პრეზიდენტი):" დიდი მადლობა მსოფლიო რაგბის საერთაშორისო ფედერაციას ასეთი მაღალი შეფასებისთვის. მადლობა სამინისტროს მხარდაჭერისთვის, რადგან ერთობლივი, დაუღალავი მუშაობის გარეშე ასეთ წარმატებას ნამდვილად ვერ მივაღწევდით. განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო საორგანიზაციო ჯგუფის თითოეულ წევრს, რომელთა გამორჩეული პროფესიონალიზმის და შრომისმოყვარეობის დამსახურებაა, ის უმაღლესი შეფასება, რომელიც მსოფლიო რაგბის ფედერაციისგან მივიღეთ. არ შემიძლია არ გამოვყო მოხალისეები, ადამიანები, რომლებმაც ძალიან ბევრი იმუშავეს და ტურნისი წარმატებით ჩატარებაში თავისი, სოლიდური წვლილი შეიტანეს.

ფოტო - თამუნა ყულუმბეგაშვილი
სამინისტროს პრესსამსახური

სხვა ახალი ამბები
კატეგორია : სამინისტროს სიახლეები თარიღი : 2017 ნოემბერი 30
30 ნოემბერს, გლდანში მდებარე "დკდ"-ს დარბაზში, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი და მინისტრის მოადგილე შალვა გოგოლაძე შეხვდნენ კრივის მწვრთნელებს, რომლებიც კრივის მსოფლიოს ფედერაციის მიერ ორგანიზებულ სემინარში მონაწილეობენ.     
კატეგორია : სამინისტროს სიახლეები თარიღი : 2017 ნოემბერი 29
29 ნოემბერს, ბიზნესისა და ტექნოლოგიის უნივერსიტეტში სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი შეხვდა სტუდენეტებს და ქალ და ვაჟ მოჭადრაკეთა ეროვნული ნაკრების წევრებს.  
კატეგორია : სამინისტროს სიახლეები თარიღი : 2017 ნოემბერი 28
სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი, თბილისის მერ კახი კალაძესთან, ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტ ლევან კობიაშვილთან და ვითიბი ბანკის გენერალური დირექტორ არჩილ კონცელიძესთან ერთად, სასკოლო სპორტული ოლიმპიადის მიმდინარე სეზონის ფუტსალის ფინალურ მატჩს და ახალი, 2018 წლის სეზონის გახსნის ცერემონიას დაესწრო.
კატეგორია : სამინისტროს სიახლეები თარიღი : 2017 ნოემბერი 24
24 ნოემბერს, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა ტარიელ ხეჩიკაშვილმა უმასპინძლა თანამედროვე ხუთჭიდის საერთაშორისო კავშირის პრეზიდენტს - დოქტორ კლაუს შორმანს.  
კატეგორია : სამინისტროს სიახლეები თარიღი : 2017 ნოემბერი 20
შეხვედრაზე მინისტრმა, პარალიმპიური კომიტეტის პრეზიდენტთან ერთად მიმდინარე სპორტული სეზონი და ქართველი პარასპორტსმენების მიერ მოპოვებული წარმატებები შეაჯამა.