სამინისტროში შესაბამისი თანამდებობის პირებთან მოქალაქეთა მიღება: მინისტრი: ხუთშაბათი 15:00 - 17:00 სთ;

ტელეფონი: 2 23 02 03,მისამართი: თბილისი 0134, ჩოლოყაშვილის გამზ. 9;

საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა და ზედამხედველობა. ტელეფონი 2 35 09 97, მეილი: n.udesiani@msy.gov.ge

გულშემატკივრის გამოკითხვა ico
სიახლეების კალენდარი ico
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
            01
07 08
10 14 15
18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31          

ჭაბუკ მოჭიდავეთა ნაკრების 12 მედალი ევროპის ჩემპიონატზე

თარიღი: 2017 აგვისტო 01

1 აგვისტოს, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა ტარიელ ხეჩიკაშვილმა სამინისტროში უმასპინძლა ევროპის ჩემპიონატიდან დაბრუნებულ თავისუფალ და ბერძნულ რომაული სტილით მოჭიდავე ჭაბუკთა ნაკრებებს. პატარა მოჭიდავეებმა წარმატებით იასპარეზეს 24-30 ივლისს, სარაევოში გამართულ ჭაბუკ მოჭიდავეთა ევროპის ჩემპიონატზე. საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა 2 ოქროს, 1 ვერცხლის და 2 ბრინჯაოს მედალი მოიპოვა და მე-4 გუნდური ადგილი დაიკავა.

კიდევ უფრო შთამბეჭდავი იყო ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრების შედეგი - 2 ოქრო, 1 ვერცხლი, 4 ბრინჯაო და 1 გუნდური ადგილი. აღსანიშნავია, მარიამ კარელიძის (40 კგ) ბრინჯაოს მედალი, რომელმაც საქართველოს ისტორიული მედალი მოუტანა - ამ დრომდე მოჭიდავეებს გოგონათა შორის ევროპის ჩემპიონატზე მედალი არ ქონიათ. მოჭიდავეებთან შეხვედრას დაესწრო მინისტრის მოადგილე შალვა გოგოლაძე. ტარიელ ხეჩიკაშვილმა მოჭიდავეებს და ნაკრების მწვრთნელებს მადლობა გადაუხადა და ევროპირველობაზე მოპოვებული წარმატება მიულოცა.

ბოსნია; სარაევო; 24-30 ივლისი; ჭაბუკ მოჭიდავეთა ევროპის ჩემპიონატი

თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრები
გიორგი გეგელაშვილი (46 კგ) - ოქრო
გიორგი ჭოლაძე (42 კგ) - ოქრო
ვლადიმერ გამყრელიძე (54 კგ) - ვერცხლი
თორნიკე ქათამაძე (58 კგ)  - ბრინჯაო

მე-4 გუნდური ადგილი

ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრები
ბექა გურული (54 კგ) - ოქრო
გიორგი შოთაძე (58 კგ) - ოქრო
გიორგი ცოფურაშვილი (76 კგ) - ვერცხლი
აკაკი ოსიაშვილი (50 კგ) - ბრინჯაო
ოთარ აბულაძე (63 კგ) - ბრინჯაო
დავით სოლოღაშვილი (69 კგ) - ბრინჯაო

1 გუნდური ადგილი

ქალები
მარიამ კარელიძე (40 კგ) - ბრინჯაო

სამინისტროს პრესსამსახური

სხვა ახალი ამბები
კატეგორია : სამინისტროს სიახლეები თარიღი : 2017 ოქტომბერი 17
ბათუმის საჭადრაკო კლუბი "ნონა" თურქეთში, ქალაქ ანტალიაში გამართული ევროპის საკლუბო ჩემპიონატის გამარჯვებული გახდა და საუკეთესო გუნდის ტიტული მესამედ მოიპოვა.
კატეგორია : სამინისტროს სიახლეები თარიღი : 2017 ოქტომბერი 16
სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს სსიპ ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდის დაფინანსებით არასამთავრობო ორგანიზაციამ დემოკრატიის განვითარების სააგენტო  თბილისში საწარმო: ,,სოციალური სამყარო'' გახსნა.
კატეგორია : სამინისტროს სიახლეები თარიღი : 2017 ოქტომბერი 11
სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროსა და თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის ფინანსური მხარდაჭერით და საუნივერსიტეტო სპორტის ფედერაციის და ჯომარდობის ეროვნული ფედერაციის ორგანიზებით.  
კატეგორია : სამინისტროს სიახლეები თარიღი : 2017 სექტემბერი 28
1 ოქტომბერს, დიღმის ჭალებში მდებარე „ახალი თბილისის" ტერიტორიაზე, ვაჟა კაჭარავას სახელობის ფრენბურთის დარბაზში, კონტაქტურ კარატეში ტრადიციული საერთაშორისო ტურნირი „კავკასიის თასი 2017" გაიმართება. ამის შესახებ დღეს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადეს. 
კატეგორია : სამინისტროს სიახლეები თარიღი : 2017 სექტემბერი 28
სასტუმრო ჰუალინგში დღეს ორდღიანი კონფერენცია გაიხსნა, რომელიც საქართველოს კორპორატიული სპორტის ფედერაციის მიერაა ორგანიზებული.