სამინისტროში შესაბამისი თანამდებობის პირებთან მოქალაქეთა მიღება: მინისტრი: ხუთშაბათი 15:00 - 17:00 სთ;

ტელეფონი: 2 23 02 03,მისამართი: თბილისი 0134, ჩოლოყაშვილის გამზ. 9;

საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა და ზედამხედველობა. ტელეფონი 2 35 09 97, მეილი: n.udesiani@msy.gov.ge

გულშემატკივრის გამოკითხვა ico
სიახლეების კალენდარი ico
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
        02 03
08 09 10
12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31

ოლიმპიურ კომიტეტში ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის მედალოსნების მიღება გაიმართა

თარიღი: 2017 აგვისტო 02

2 აგვისტოს, ოლიმპიურ კომიტეტში გაიმართა უნგრეთის ქალაქ დიორში ჩატარებული 2017 წლის ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის მედალოსნების მიღება და ჯილდოების გადაცემის ცერემონია. ღონისძიებას დაესწრო სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი და ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტთან ლერი ხაბელოვთან ერთად ახალგაზრდა სპორტსმენებს დიორში გამართულ ფესტივალზე წარმატებით ასპარეზობა მიულოცა. დიორში გამართული ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი სპორტის 10 სახეობაში ჩატარდა. საქართველო ფესტივალზე სპორტის 7 სახეობაში 33 სპორტსმენით წარსდგა. საქართველოს ოლიმპიურმა დელეგაციამ მოიპოვა ოქროს 4, ვერცხლის 1 და ბრინჯაოს 4 მედალი და  საბოლოო ცხრილში მე-11 პოზიცია დაიკავა. აღსანიშნავია, რომ 9-დან 8 მედალი ჩვენი ძიუდოისტების ანგარიშზეა. 1 ბრინჯაო კი კანოეში გია გაბედავამ დაისაკუთრა. ახალგაზრდული ფესტივალის მედალოსნებს სამშენებლო კომპანია "სვეტის" წარმომადგენელმა ფულადი პრიზები გადასცა. ღონისძიებას აგრეთვე ესწრებოდნენ - საქართველოს პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის წევრები შოთა ხაბარელი და დავით ლორთქიფანიძე.  

2015 წელს თბილისში ჩატარებულ ახალგაზრდულ ფესტივალში 137 ქართველი სპორტსმენი გამოდიოდა სპორტის 9 სახეობაში. მათ ჯამში ოქროს 4 და ბრინჯაოს 6 მედალი აიღეს და გუნდური მე-10 ადგილი დაიკავეს (9 მედალი, მათ შორის - ოთხივე ოქრო ჩვენს ძიდოისტებს ერგოთ, 1  ბრინჯაო - სპორტულ ტანმოვარჯიშეს).

ტარიელ ხეჩიკაშვილი:" ევროპის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალზე ჩვენი სპორტსმენების, მომავალი თაობის წარატებით ასპარეზობა კიდევ ერთი დასტურია სამინისტროს, ოლიმპიური კომიტეტის და სპორტული ორგანიზაციების შეთანხმებული და კარგად დაგეგმილი მუშაობის. სასიხარულოა, რომ საქართველოს დელეგაციამ ასეთი შთამბეჭდავი შედეგი აჩვენა და მომავალი ტურნირების წინ განსაკუთრებული მოლოდინი გაგვიჩინა. ახალგაზრდულ ფესტივალზე მიღებული გამოცდილება აუცილებლად იქცევა წინაპირობად ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებზე წარმატებით გამოსვლის. ეს გოგო-ბიჭები, ნიჭიერი და ჯანსაღი თაობა, რომელიც აქედანვე განსაკუთრებული პასუხისმგებლობით ეკიდება საქართველოს დროშით ასპარეზობას, უახლოეს მომავალში არაერთხელ გვასახელებენ. მინდა, განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო, დელეგაციის თითოეულ წევრს, ყველას ვინც ასეთ მნიშვნელოვან ღონისძიებაში ჩართული იყო და წარმატების მოსაპოვებლად ყველაფერი გაიღო. მადლობა მედალოსნებს და მადლობა იმ სპორტსმემებს, რომლებიც ამჯერად უმედლოდ დარჩნენ, მაგრამ წარმატებისთვის ყველაფერი გაიღეს".

უნგრეთი; დიორი; 24-29 ივლისი; ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი
ძიუდო
გიორგი ჩიხელიძე (66 კგ) - ოქრო
მარიამ ჭანტურია  (63 კგ)  - ოქრო
მიხეილ ბექაური (90 კგ) - ოქრო
სოფიო სომხიშვილი (73 კგ) - ოქრო
ბექა წიფიანი (55კგ) - ვერცხლი
ვლადიმერ ახალკაცი (81 კგ) - ბრინჯაო
ლევან ჭელიძემ (+100 კგ) - ბრინჯაო
საქართველოს ძიუდოისტ ვაჟთა ნაკრებ - ბრინჯაო
კანო
გია გაბედავა  - ბრინჯაო

ფოტო - თამუნა ყულუმბეგაშვილი
სამინისტროს პრესსამსახური

სხვა ახალი ამბები
კატეგორია : სამინისტროს სიახლეები თარიღი : 2017 ნოემბერი 30
30 ნოემბერს, გლდანში მდებარე "დკდ"-ს დარბაზში, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი და მინისტრის მოადგილე შალვა გოგოლაძე შეხვდნენ კრივის მწვრთნელებს, რომლებიც კრივის მსოფლიოს ფედერაციის მიერ ორგანიზებულ სემინარში მონაწილეობენ.     
კატეგორია : სამინისტროს სიახლეები თარიღი : 2017 ნოემბერი 29
29 ნოემბერს, ბიზნესისა და ტექნოლოგიის უნივერსიტეტში სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი შეხვდა სტუდენეტებს და ქალ და ვაჟ მოჭადრაკეთა ეროვნული ნაკრების წევრებს.  
კატეგორია : სამინისტროს სიახლეები თარიღი : 2017 ნოემბერი 28
სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი, თბილისის მერ კახი კალაძესთან, ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტ ლევან კობიაშვილთან და ვითიბი ბანკის გენერალური დირექტორ არჩილ კონცელიძესთან ერთად, სასკოლო სპორტული ოლიმპიადის მიმდინარე სეზონის ფუტსალის ფინალურ მატჩს და ახალი, 2018 წლის სეზონის გახსნის ცერემონიას დაესწრო.
კატეგორია : სამინისტროს სიახლეები თარიღი : 2017 ნოემბერი 24
24 ნოემბერს, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა ტარიელ ხეჩიკაშვილმა უმასპინძლა თანამედროვე ხუთჭიდის საერთაშორისო კავშირის პრეზიდენტს - დოქტორ კლაუს შორმანს.  
კატეგორია : სამინისტროს სიახლეები თარიღი : 2017 ნოემბერი 20
შეხვედრაზე მინისტრმა, პარალიმპიური კომიტეტის პრეზიდენტთან ერთად მიმდინარე სპორტული სეზონი და ქართველი პარასპორტსმენების მიერ მოპოვებული წარმატებები შეაჯამა.