სამინისტროში შესაბამისი თანამდებობის პირებთან მოქალაქეთა მიღება: მინისტრი: ხუთშაბათი 15:00 - 17:00 სთ;

ტელეფონი: 2 23 02 03,მისამართი: თბილისი 0134, ჩოლოყაშვილის გამზ. 9;

საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა და ზედამხედველობა. ტელეფონი 2 35 09 97, მეილი: n.udesiani@msy.gov.ge

გულშემატკივრის გამოკითხვა ico
სიახლეების კალენდარი ico
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
        02 03
08 09 10
13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31

ახალგაზრდა მოჭიდავეთა 3 მედალი მსოფლიოს ჩემპიონატიდან

თარიღი: 2017 აგვისტო 09

სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა ტარიელ ხეჩიკაშვილმა მსოფლიოს ჩემპიონატიდან დაბრუნებულ ახალგაზრდა მოჭიდავეებს და ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტს გეგა გეგეშიძეს უმასპინძლა. საქართველოს თავისუფალი და ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრებებმა , 1-6 აგვისტოს ფინეთის ქალაქ ტამპერეში გამართულ ახალგაზრდა მოჭიდავეთა მსოფლიოს ჩემპიონატზე 3 მედალი მოიპოვეს. საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ახალგაზრდული ნაკრების წევრი ზვიად პატარიძე (120 კგ) მსოფლიოს 5-გზის ჩემპიონი გახდა.

ქართველმა მძიმეწონოსანმა გადამწყვეტ ბრძოლაში ყირგიზი კიმ რომანის სძლია 6:2. ფინალის გზაზე ზვიად პატარიძემ ოთხი მეტოქე ჩამოიშორა. პატარიძეს სრული საჭიდაო დრო მხოლოდ მეოთხედფინალში დასჭირდა, ირანელ ამინ მირზაზადესთან (4:1). იქამდე იაპონელი იცუკი შოჯის 47 წამში მოუგო (8:0). რუმინელ ლენარდ იშტვან ბერეის 17 წამში (8:0), ნახევარფინალში რუსეთის ნაკრების წევრ გიორგი გაჯინოვს კი 4 წუთში  (9:0). საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ახალგაზრდული ნაკრების შედეგი ორი მედალია - გივი მაჭარაშვილმა (96 კგ) ვერცხლი, ხოლო ივერიკო ჯულაყიძემ (66 კგ) ბრინჯაო მოიპოვა.

1-6 აგვისტო. ტამპერე, ფინეთი. ჭიდაობა. ახალგაზრდული მსოფლიოს ჩემპიონატი

ბერძნულ- რომაული სტილით ჭიდაობა
ზვიად პატარიძე (120 კგ) - ოქრო

თავისუფალი სტილით ჭიდაობა
გივი მაჭარაშვილი (96 კგ) - ვერცხლი
ივერიკო ჯულაყიძე (66 კგ) - ბრინჯაო

ფოტო - თამუნა ყულუმბეგაშვილი
სამინისტროს პრესსამსახური

სხვა ახალი ამბები
კატეგორია : სამინისტროს სიახლეები თარიღი : 2017 დეკემბერი 12
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი 2017 წლის მსოფლიოს ჩემპიონებს - ძალოსან ლაშა ტალახაძეს და თავისუფალი სტილით მოჭიდავეებს - გენო პეტრიაშვილს და ზურაბ იაკობიშვილს შეხვდა.
კატეგორია : სამინისტროს სიახლეები თარიღი : 2017 ნოემბერი 30
30 ნოემბერს, გლდანში მდებარე "დკდ"-ს დარბაზში, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი და მინისტრის მოადგილე შალვა გოგოლაძე შეხვდნენ კრივის მწვრთნელებს, რომლებიც კრივის მსოფლიოს ფედერაციის მიერ ორგანიზებულ სემინარში მონაწილეობენ.     
კატეგორია : სამინისტროს სიახლეები თარიღი : 2017 ნოემბერი 29
29 ნოემბერს, ბიზნესისა და ტექნოლოგიის უნივერსიტეტში სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი შეხვდა სტუდენეტებს და ქალ და ვაჟ მოჭადრაკეთა ეროვნული ნაკრების წევრებს.  
კატეგორია : სამინისტროს სიახლეები თარიღი : 2017 ნოემბერი 28
სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი, თბილისის მერ კახი კალაძესთან, ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტ ლევან კობიაშვილთან და ვითიბი ბანკის გენერალური დირექტორ არჩილ კონცელიძესთან ერთად, სასკოლო სპორტული ოლიმპიადის მიმდინარე სეზონის ფუტსალის ფინალურ მატჩს და ახალი, 2018 წლის სეზონის გახსნის ცერემონიას დაესწრო.
კატეგორია : სამინისტროს სიახლეები თარიღი : 2017 ნოემბერი 24
24 ნოემბერს, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა ტარიელ ხეჩიკაშვილმა უმასპინძლა თანამედროვე ხუთჭიდის საერთაშორისო კავშირის პრეზიდენტს - დოქტორ კლაუს შორმანს.