სამინისტროში შესაბამისი თანამდებობის პირებთან მოქალაქეთა მიღება: მინისტრი: ხუთშაბათი 15:00 - 17:00 სთ;

ტელეფონი: 2 23 02 03,მისამართი: თბილისი 0134, ჩოლოყაშვილის გამზ. 9;

საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა და ზედამხედველობა. ტელეფონი 2 35 09 97, მეილი: n.udesiani@msy.gov.ge

გულშემატკივრის გამოკითხვა ico
სიახლეების კალენდარი ico
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
        01 02 03
04 05 06 07 08 09 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30  

მინისტრმა ჭაბუკ ძიუდოისტთა ნაკრებს მსოფლიო ჩემპიონატზე მოპოვებული წარმატება მიულოცა

თარიღი: 2017 აგვისტო 17



17 აგვისტოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი, მოადგილე შალვა გოგოლაძესთან და ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტ დავით ქევხიშვილთან ერთად, მსოფლიოს ჩემპიონატიდან დაბრუნებულ ჭაბუკ ძიუდოისტთა ნაკრების წევრებს, მწვრთნელებსა და ოჯახის წევრებს შეხვდა და ჩილეში მოპოვებული წარმატება მიულოცა.

"ჩვენი ძიუდოისტების წარმატება მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატებზე უკვე ტრადიციად იქცა. განსაკუთრებით მახარებს ის ფაქტი, რომ ევროპის ჩემპიონატზე მოპოვებული გამარჯვების შემდეგ, საქართველოს ჭაბუკთა ნაკრების წევრებმა დანაპირები შეასრულეს და მსოფლიოს ჩემპიონატზეც მოიპოვეს ოქროს, ვერცხლისა და ბრინჯაოს მედლები. ასევე სასიხარულოა, რომ პირველად ძიუდოს ისტორიაში, გოგონათა და ჭაბუკთა ნაკრებებმა გაერთიანებული გუნდებით იასპარეზეს და საქართველოს ნაკრები დებიუტზე ბრინჯაოს მედლების მფლობელი გახდა, გამოვყოფდი იაპონიასთან მოპოვებულ ისტორიული წარმატებასაც, სასიხარულოა, რომ ქართულ ძიუდოს ასეთი წარმატებული, ნიჭიერი და ძლიერი მომავალი თაობა ეზრდება." - აღნიშნა ტარიელ ხეჩიკაშვილმა.

საქართველოს ჭაბუკ ძიუდოისტთა ნაკრებმა 9-13 აგვისტოს ჩილეს დედაქალაქ სანტიაგოში გამართულ მსოფლიოს ჩემპიონატზე 5 მედალი მოიპოვა. ლაშა ბექაური (-73კგ) ჩემპიონი გახდა, სოფიო სომხიშვილმა (+70 კგ) და ლუკა კაპანაძე (-55კგ) ვერცხლი მოიპოვეს, ხოლო მარიამ ჭანტურია (-63კგ) ბრინჯაო.

გუნდურ შეჯიბრში ბრინჯაოს მედალი დაისაკუთრა საქართველოს ნაკრებმაც. ძიუდოს ისტორიაში პირველად, ბიჭებისა და გოგონების გაერთიანებული გუნდებით გამართულ ჩემპიონატზე, საქართველოს ნაკრებმა ბრინჯაოს მედლებისთვის ბრძოლაში გერმანიის გუნდი 4:3 დაამარცხა.საქართველოს ნაკრების ძიუდოისტებმა მერვედფინალში იტალიას 6:2 სძლიეს, მეოთხედფინალში ურთულესი შეხვედრა მოუგეს იაპონიას 4:4 (32:25 ქულებით), როდესაც 0:3 ჩამორჩენის შემდეგ შეძლეს წონასწორობის აღდგენა და გაამარჯვება, ნახევარფინალური დაპირისპირება კი მომავალ ჩემპიონ, რუსეთის ნაკრებთან 2:6 დათმეს.



გუნდურ შეჯიბრში, საქართველოს ნაკრებმა ასეთი შემადგენლობით იასპარეზა: ლუკა კაპანაძე, მიხეილ ბახბახაშვილი, ვლადიმერ ახალკაცი, ალექსი სვიანიძე, ლევან ჭელიძე, ეკატერინე ტატუნაშვილი, მარიამ ჭანტურია, სოფიო სომხიშვილი. გუნდური ჩემპიონატის ფინალში, რუსეთის ნაკრებმა ბრაზილია 5:3 დაამარცხა, ბრინჯაოს მედლები კი საქართველოსთან ერთად, იაპონიის ნაკრებმაც მოიპოვა, იაპონელებმა საპრიზო ადგილისთვის შეხვედრაში უზბეკეთს 8:0 სძლიეს.

ჯამში, საქართველოს ძიუდოს ჭაბუკთა ნაკრებმა მსოფლიოს ჩემპიონატზე გამოსვლა 1 ოქროს, 2 ვერცხლისა და 2 ბრინჯაოს მედლით დაასრულა. გუნდურ ჩემპიონატში მონაწილეობა ჯამში 18-მა ნაკრებმა მიიღო, ინდივიდუალურ შეჯიბრში კი მედლებისთვის მსოფლიოს 64 ქვეყნის 428 სპორტსმენი იბრძოდა. 

მსოფლიოს ჩემპიონატი ჭაბუკებს შორისსანტიაგო (ჩილე)

9-13 
აგვისტო 2017

ოქრო
 - ლაშა ბექაური (-73კგ)
ვერცხლი - სოფიო სომხიშვილი (+70 კგ)
ვერცხლი - ლუკა კაპანაძე (-55კგ)
ბრინჯაო - მარიამ ჭანტურია (-63კგ)
ბრინჯაო - გუნდური





სამინისტროს პრესსამსახური

სხვა ახალი ამბები
კატეგორია : სამინისტროს სიახლეები თარიღი : 2018 თებერვალი 23
საქართველოს ნაკრებმა საღამოს ვარჯიში მაიკლ დიქსონთან ერთად ჩაატარა. ამერიკელი მწვრთნელებმა ბოლოდე დატვირთეს და ცხადია კომბინაციების დამუშავების დროსაც მას გამორჩეული ადგილი ეკავა - დიქსონი ხვალინდელ შეხვედრაში ეროვნული გუნდის უმთავრესი იმედია.საქართველოს ნაკრების "შხვეხატ არენაზე"მისვლის შედეგ მოედანი დატოვა ავსტრიის ნაკრებმა.  
კატეგორია : სამინისტროს სიახლეები თარიღი : 2018 თებერვალი 22
23-25 თებერვალს, საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრები ძიუდოში, გერმანიის ქალაქ დიუსელდორფის პრესტიჟულ საერთაშორისო ტურნირზე - დიუსელდორფის გრან სლემზე მიიღებენ მონაწილეობას. დიუსელდორფის გრან სლემზე, მედლებისთვის მსოფლიოს 71 ქვეყნის 500 ძიუდოისტი იბრძოლებს მამაკაცთა და ქალთა შორის. 23, 24 და 25 თებერვალს წინასწარი შეხვედრები 3 ტატამზე თბილისის დროით 13:00 საათიდან დაიწყება, ფინალური ბლოკი კი 20:00 საათიდან აიღებს სტარტს.
კატეგორია : სამინისტროს სიახლეები თარიღი : 2018 თებერვალი 22
საქართველოს ნაკრები ავსტრიასთან მატჩისთვის მზადებას განაგძობს. ეროვნულმა გუნდმა "შვეხატ არენაზე" მეორე ვარჯიში გამართა. საწვრთნელ პროცესში ინტენსიურად არის ჩართული ზუროსის თანაშემწე - გიორგიოს ლიმნიატისი, რომელიც მოთამაშეებთან ინდივიდუალურად მუშაობს.  
კატეგორია : სამინისტროს სიახლეები თარიღი : 2018 თებერვალი 22
საქართველოს კალათბურთელთა ნაკრებმა ვენაში პირველი ვარჯიში გამართა. ილიას ზუროსის გუნდი "შვეხატ არენაზე" 1 საათის და 15 წუთის განმავლობაში დაიტვირთა. ბერძენმა სპეციალისტმა გუნდი კომბინაციებზე ავარჯიშა. დიდი ყურადღება დაეთმო დაცვაში თამაშს და სხვადასხვა ტაქტიკური მონახაზის დამუშავებას. ნაკრების 12-ივე კალათბურთელი თავს კარგად გრძნობს. ერთადერთი ვისაც ტრამვის პრობლემა ჰქონდა, ეს გამოცდილი გამთამაშებელი გიორგი ცინცაძეა, რომელმაც ნაკრების ექიმის თემურ ხვედელიძის განცხადებით რეაბილიტაციის პროცესი წარმატებით გაიარა და 23 თებერვლის მატჩისთვის მზად იქნება. ეროვნულმა გუნდმა ვენაში ერთ-ერთი ლიდერის მაიკლ დიქსონის გარეშე ივარჯიშა. დიქსონი გუნდს ხვალ შეუერთდება და საწვრთნელ პროცესში ჩაერთვება. ზუროსი გუნდს 22 თებერვალს ორჯერ ავარჯიშებს - დილას და საღამოს.  
კატეგორია : სამინისტროს სიახლეები თარიღი : 2018 თებერვალი 21
საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრები ჩარტერული რეისით ავსტრიის დედაქალაქ ვენაში ჩაფრინდა და სასტუმრო "ქორთიარდ მერიოტში" დაბინავდა.