სამინისტროში შესაბამისი თანამდებობის პირებთან მოქალაქეთა მიღება: მინისტრი: ხუთშაბათი 15:00 - 17:00 სთ;

ტელეფონი: 2 23 02 03,მისამართი: თბილისი 0134, ჩოლოყაშვილის გამზ. 9;

საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა და ზედამხედველობა. ტელეფონი 2 35 09 97, მეილი: n.udesiani@msy.gov.ge

გულშემატკივრის გამოკითხვა ico
სიახლეების კალენდარი ico
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
    04 05
16 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30      

''ქორთიარდ მერიოტში'' ვლადიმერ ბოისას წიგნის პრეზენტაცია გაიმართა

თარიღი: 2017 აგვისტო 21

21 აგვისტოს, "ქორთიარდ მერიოტში" (თავისუფლების მოედანი) გაიმართა წიგნის პრეზენტაცია ვლადიმერ ბოისას შესახებ. წიგნის პრეზენტაციას დაესწრო სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი.

კალათბურთის ფედერაციის ხელმძღვანელობა, საქართველოს ეროვნული და 16-წლამდელთა ნაკრების წევრები, ჟურნალისტები და გულშემატკივრები. დამოუკიდებელი საქართველოს ერთ-ერთმა ყველაზე წარმატებულმა კალათბურთელმა, ეროვნული გუნდის ერთ-ერთმა ყოფილმა ლიდერმა და ამჟამად, კალათბურთის ეროვნული ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა, ვლადიმერ ბოისამ ავტობიოგრაფიული წიგნი გამოსცა. სპორტული ჟურნალისტის, ზურაბ თალაკვაძის წიგნის - "ბოისა - ჩემი გზა".

ვლადიმერ ბოისას არაერთი მეგობარი ჰყავს საქართველოს ეროვნულ ნაკრებში, რომლებიც პრეზენტაციას დაესწრნენ, მისი დასრულების შემდეგ კი გაიმართა ეროვნული გუნდის ევროპის ჩემპიონატზე გაცილება. საქართველოს ეროვნული ნაკრები 22 აგვისტოს, გამთენიისას, საბერძნეთში გაემგზავრება და  ევროპის ჩემპიონატის წინ  საერთაშორისო ტურნირში - „აკროპოლისის თასზე" მიიღებს მონაწილეობას. საბერძნეთიდან კი საქართველოს ნაკრები ისრაელში გაემგზავრება, სადაც 31 აგვისტოდან ევროპის ჩემპიონატში ჩაებმება.

ვლადიმერ ბოისას პრეზენტაციას დაესწრნენ  საქართველოს 16-წლამდელთა ნაკრების წევრები, რომლებიც თბილისში გუშინ გამარჯვებულები დაბრუნდნენ. ჩვენმა ნაკრებმა ბულგარეთში გამართულ ევროპის ჩემპიონატის B დივიზიონში მე-3 ადგილი დაიკავეს და კონტინენტის მომავალი წლის პირველობის ელიტარულ A დივიზიონში საგზური მოიპოვეს.

აღსანიშნავია, რომ ამ მოთამაშეების ძირითადი ნაწილი მომზადებას გადიოდა "სასკი ბასკონიას" მოსამზადებელ ცენტრში. სამი წლის წინ, 2001 წელს დაბადებულთა ნაკრებით ჩაერთო საქართველო პირველად ევროპის ახალგაზრდულ ლიგაში, სადაც სეზონის განმავლობაში 20-ამდე მატჩი გამართა.

ევროპულ სარბიელზე ეს ბიჭები პირველად ცნობილმა ქართველმა მწვრთნელმა, ნოდარ ქორქიამ და ირაკლი მაისურაძემ გაიყვანეს, რომელთა დიდი მონდომების ხარჯზე ახალგაზრდა ქართველებმა ბევრი საჭირო რამ შეითვისეს.

იმ პერიოდში ამოქმედდა საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციისა და ესპანეთის „სასკი ბასკონიას" ერთობლივი პროექტი, რომლის ფარგლებშიც დღეს გამარჯვებული ნაკრების წევრთა დიდი უმრავლესობა იმყოფებოდა ვიტორიაში, ევროპის ერთ-ერთ ყველაზე გამართულ კლუბ „ბასკონიაში", სადაც კლასი აიმაღლეს და დიდი გამოცდილება შეიძინეს. პრეზენტაციაზე მოსულ სტუმრებს საჩუქრად გადაეცათ ვლადიმერ ბოისას ავტობიოგრაფიული წიგნი.

ფოტო - თამუნა ყულუმბეგაშვილი
სამინისტროს პრესსამსახური

 

სხვა ახალი ამბები
კატეგორია : სამინისტროს სიახლეები თარიღი : 2017 ნოემბერი 17
17 ნოემბერს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროში სპორტულ საზოგადოებასთან შეხვედრა გაიმართა. მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი  კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრ მიხეილ გიორგაძესთან ერთად სამინისტროს წარმომადგენლებს, ეროვნული ოლიმპიური კომიტეტისა და სპორტული ფედერაციების ხელმძღვანელებს შეხვდა.
კატეგორია : სამინისტროს სიახლეები თარიღი : 2017 ნოემბერი 17
სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს სტუმრობდა ჩეხეთის რესპუბლიკის განათლების, ახალგაზრდობისა და სპორტის სამინისტროს დელეგაცია. 
კატეგორია : სამინისტროს სიახლეები თარიღი : 2017 ნოემბერი 10
10 ნოემბერს, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინიტრმა ტარიელ ხეჩიკაშვილმა სამინისტროში უმასპინძლა იაპონიის სრულუფლებიან ელჩს, მის აღმატებულებას ბატონ ტადაჰარუ უეჰარას.  
კატეგორია : სამინისტროს სიახლეები თარიღი : 2017 ნოემბერი 06
გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფელ ფხვენისში ფეხბურთის მოედნის კეთილმწოყობა იგეგმება.  
კატეგორია : სამინისტროს სიახლეები თარიღი : 2017 ოქტომბერი 30
30 ოქტომბერს, სამინისტროში, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა ტარიელ ხეჩიკაშვილმა და მინისტრის მოადგილემ შალვა გოგოლაძემ უმასპინძლეს კრივის ფედერაციის ხელმძღვანელობას და საქართველოს მოკრივეთა ახალგაზრდულ ნაკრებს, რომელმაც ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა.