სამინისტროში შესაბამისი თანამდებობის პირებთან მოქალაქეთა მიღება: მინისტრი: ხუთშაბათი 15:00 - 17:00 სთ;

ტელეფონი: 2 23 02 03,მისამართი: თბილისი 0134, ჩოლოყაშვილის გამზ. 9;

საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა და ზედამხედველობა. ტელეფონი 2 35 09 97, მეილი: n.udesiani@msy.gov.ge

გულშემატკივრის გამოკითხვა ico
სიახლეების კალენდარი ico
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
    04 05
16 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30      

კაიაკი და კანოე: მინისტრმა ზაზა ნადირაძეს უმასპინძლა

თარიღი: 2017 აგვისტო 29


სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა ტარიელ ხეჩიკაშვილმა დღეს მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონს, კანოისტს ზაზა ნადირაძეს უმასპინძლა. სამინისტროში გამართულ შეხვედრას მინისტრის მოადგილე აკაკი ლოდია, კანოეს ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი დავით ქაცარავა და ზაზას პირადი მწვრთნელიც დაესწრნენ.

ზაზა პირველი ქართველი კანოისტია, რომელმაც მსოფლიო ჩემპიონატის მედალი მოიგო. 23 წლის სპორტსმენმა ჩეხეთის ქალაქ რაჩიცეში ერთადგილიანი კანოეთი 200-მეტრიან დისტანციაზე მეორე ადგილი დაიკავა და ვერცხლის მედლით დაიმშვენა მკერდი. მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული ბელარუსმა არტიომ კოზირმა მოიპოვა. მან დისტანცია 38,161 წამში დაფარა. ზაზა გამარჯვებულს მცირედით ჩამორჩა - 38,439 წამი, მესამე ადგილი კი ირანელმა ადელ მოჯალალიმოჩადამიმ მოიგო - 38,605წმ.

„პირველ რიგში ვულოცავ ზაზას წარმატებას, მსოფლიო ჩემპიონატზე მეორე ადგილის მოპოვება უდავოდ გამარჯვებაა, მითუმეტეს, სპორტის ამ სახეობაში. ზაზას მედალმა კიდევ ერთხელ დაგვარწმუნა ყველა, რომ თუ სწორად და მიზანმიმართულად ვიშრომებთ, სასურველი შედეგი აუცილებლად მოვა. ზაზა ახალგაზრდა, მშრომისმოყვარე კაცია და მჯერა, მომავალში უფრო დიდ წარმატებას მიაღწევს და ოქროს მედლითაც გაგვახარებს. მას სწორედ ჩემპიონის ტიტულებს ვუსურვებ", - განაცხადა მინისტრმა ტარიელ ხეჩიკაშვილმა.

„მადლობა ბატონ ტარიელს და სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ყურადღებისთვის. მიხარია, რომ ჩვენს მიმართ ასეთ ყურადღებას იჩენენ. რაც შეეხება მსოფლიო ჩემპიონატს, ძალიან ცოტა დამაკლდა ჩემპიონობამდე და ვეცდები მომავალში როგორც საკუთარი შედეგი გავაუმჯობესო, ასევე მედლის ხარისხი", - განაცხადა ზაზა ნადირაძემ.

პირველ დიდ წარმატებას მცხეთელმა სპორტსმენმა 2014 წელს მიაღწია: გერმანიაში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე მე-10 ადგილი დაიკავა, იმავე წელს, უნგრეთში, 23-წლამდელთა ევროპირველობაზე კი მესამე ადგილზე გავიდა. მისი ეს ბრინჯაოს მედალი ქართველი კანოისტების პირველი ჯილდო გახლდათ დიდ საერთაშორისო შეჯიბრებებში. 2016 წელს ზაზამ კიდევ ერთი დიდი გამარჯვება იზეიმა: კიდევ ერთხელ მოიგო ბრინჯაო 23-წლამდელთა ევროპირველობაზე, წლეულს, ევროპის ჩემპიონატზე კი კვლავ მესამე იყო.

ჩეხეთში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე საქართველოს სახელით კიდევ ორმა სპორტსმენმა იასპარეზა. მარიამ ქერდიკაშვილმა და ნატო ჩხუტიაშვილმა ორადგილიანი კანოეთი 500 მეტრზე დისკვალიფიკაცია მიიღეს, ქერდიკაშვილმა კი ერთადგილიანით 200 მეტრზე საკვალიფიკაციო მე-7 ადგილზე დაასრულა და ნახევარფინალში გადასულმა ისევ მე-7 ადგილი დაიკავა.

სამინისტროს პრესსამსახური

სხვა ახალი ამბები
კატეგორია : სამინისტროს სიახლეები თარიღი : 2017 ნოემბერი 17
17 ნოემბერს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროში სპორტულ საზოგადოებასთან შეხვედრა გაიმართა. მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი  კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრ მიხეილ გიორგაძესთან ერთად სამინისტროს წარმომადგენლებს, ეროვნული ოლიმპიური კომიტეტისა და სპორტული ფედერაციების ხელმძღვანელებს შეხვდა.
კატეგორია : სამინისტროს სიახლეები თარიღი : 2017 ნოემბერი 17
სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს სტუმრობდა ჩეხეთის რესპუბლიკის განათლების, ახალგაზრდობისა და სპორტის სამინისტროს დელეგაცია. 
კატეგორია : სამინისტროს სიახლეები თარიღი : 2017 ნოემბერი 10
10 ნოემბერს, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინიტრმა ტარიელ ხეჩიკაშვილმა სამინისტროში უმასპინძლა იაპონიის სრულუფლებიან ელჩს, მის აღმატებულებას ბატონ ტადაჰარუ უეჰარას.  
კატეგორია : სამინისტროს სიახლეები თარიღი : 2017 ნოემბერი 06
გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფელ ფხვენისში ფეხბურთის მოედნის კეთილმწოყობა იგეგმება.  
კატეგორია : სამინისტროს სიახლეები თარიღი : 2017 ოქტომბერი 30
30 ოქტომბერს, სამინისტროში, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა ტარიელ ხეჩიკაშვილმა და მინისტრის მოადგილემ შალვა გოგოლაძემ უმასპინძლეს კრივის ფედერაციის ხელმძღვანელობას და საქართველოს მოკრივეთა ახალგაზრდულ ნაკრებს, რომელმაც ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა.