სამინისტროში შესაბამისი თანამდებობის პირებთან მოქალაქეთა მიღება: მინისტრი: ხუთშაბათი 15:00 - 17:00 სთ;

ტელეფონი: 2 23 02 03,მისამართი: თბილისი 0134, ჩოლოყაშვილის გამზ. 9;

საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა და ზედამხედველობა. ტელეფონი 2 35 09 97, მეილი: n.udesiani@msy.gov.ge

გულშემატკივრის გამოკითხვა ico
სიახლეების კალენდარი ico
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
       
10
17
21 22 23 24
25 26 27 28 29 30  

„Coaches Across Continents“-ის ტრენინგები ქართველი მწვრთნელებისთვის

თარიღი: 2017 სექტემბერი 04

4-8 სექტემბერს  საერთაშორისო ორგანიზაციის "Coaches Across Continents"-ის პარტნიორობის ფარგლებში, საქართველოში 100 ადგილობრივ მწვრთნელს ჩაუტარდება ტრენინგები.  „Coaches Across Continents" სპორტის სფეროში ერთ-ერთი წამყვანი საერთაშორისო ორგანიზაციაა. ტრენინგები 5 დღის განმავლობაში სპორტის სხვადასხვა სახეობაში უცხოელი მწვრთნელების მიერ ჩატარდება.  პროექტის მიზანია მწვრთნელებისთვის სპორტის სოციალური მნიშვნელობის შესახებ ინფორმაციის მიწოდება და მათი გადამზადება.

"Coaches Across Continents"-თან პარტნიორობის პირველ ეტაპზე სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო ყოველთიურად მიიღებს "სპორტი სოციალური ცვლილებებისთვის" სასწავლო გეგმას, რომელიც შემუშავებულია ორგანიზაციის ექსპერტების მიერ. ადგილობრივი მწვრთნელები იხელმძღვანელებენ საგანმანათლებლო პროგრამით სპორტულ მოედნებზე, ტრენინგის განმავლობაში მიიღებენ რჩევებს და საშუალება მიეცემათ ხელი შეუწყონ საქართველოში სპორტის სოციალური ფუნქციის განვითარებას სხვადასხვა  სახეობაში.  

"Coaches Across Continents"    საერთაშორისო ჯილდოს მფლობელი და "კლინტონის გლობალური ინიციატივის" წევრი არასამთავრობო ორგანიზაციაა. ორგანიზაციის მთავარი ამოცანა მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში სოციალური სამართლიანობის მხარდაჭერაა. დღესდღეობით, "Coaches Across Continents" 40-მდე ქვეყანაში არსებულ ადგილობრივ ხელისუფლებასთან, კორპორაციებთან  და  არასამთავრობო ორგანიზაციებთან თანამშრობლობს.  თანამშრობლობა ე.წ. "Hat-Trick Initiative"-ის ფარგლებში ხორციელდება.  

"Coaches Across Continents"-თვის პრიორიტეტულ სოციალურ მიმართულებებს წარმოადგენს გენდერული თანასწორობა, ქალთა და ბავშვთა უფლებები, ჯანმრთელობა და კეთილდღეობა, კონფლიქტის პრევენცია და სხვადასხვა სოციალური ჯგუფის აქტიური ჩართულობა. ორგანიზაციის პრიორიტეტები ეფუძნება გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მდგრადი განვითარების მიზნებს.

სამინისტროს პრესსამსახური

 

 

 

სხვა ახალი ამბები
კატეგორია : სამინისტროს სიახლეები თარიღი : 2017 სექტემბერი 19
დიდ დიღომში, ოლიმპიური ქალაქის, "ახალი თბილისის" ტერიტორიაზე საფეხბურთო და სარაგბო მოედნების მშენებლობა ინტენსიურად მიმდინარეობს და წლის ბოლომდე დასრულდება.  
კატეგორია : სამინისტროს სიახლეები თარიღი : 2017 სექტემბერი 18
სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა კოლეგასთან, ქეთევან ციხელაშვილთან ერთად გორში გახსნილი სოციალური საწარმო მოინახულა. 
კატეგორია : სამინისტროს სიახლეები თარიღი : 2017 სექტემბერი 15
15 სექტემბერს, ერგნეთის საჯარო სკოლას, რომელიც შიდა ქართლში კონფლიქტის ზონის სოფელია და ცხინვალის მოსაზღვრედ მდებარეობს, ესტუმრნენ სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი და სახელმწიფო მინისტრი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში - ქეთევან ციხელაშვილი.  
კატეგორია : სამინისტროს სიახლეები თარიღი : 2017 სექტემბერი 12
სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროსა და სპორტის სფეროში ერთ-ერთი წამყვანი საერთაშორისო ორგანიზაციის - "Coaches Across Continents"-ის პარტნიორობის ფარგლებში, 100-მდე ადგილობრივი მწვრთნელისთვის ტრენინგები გაიმართა.  
კატეგორია : სამინისტროს სიახლეები თარიღი : 2017 სექტემბერი 12
სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა ტარიელ ხეჩიკაშვილმა მსოფლიო მაგიდის ჩოგბურთის ფედერაციის ექსპერტს ალექსეი ეფიმოვს უმასპინძლა.