სამინისტროში შესაბამისი თანამდებობის პირებთან მოქალაქეთა მიღება: მინისტრი: ხუთშაბათი 15:00 - 17:00 სთ;

ტელეფონი: 2 23 02 03,მისამართი: თბილისი 0134, ჩოლოყაშვილის გამზ. 9;

საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა და ზედამხედველობა. ტელეფონი 2 35 09 97, მეილი: n.udesiani@msy.gov.ge

გულშემატკივრის გამოკითხვა ico
სიახლეების კალენდარი ico
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
    04 05
16 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30      

წლის ბოლოს თელვში მულტიფუნქციური, ორდარბაზიანი სპორტის სასახლე გაიხსნება

თარიღი: 2017 სექტემბერი 05

სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა ტარიელ ხეჩიკაშვილმა კახეთის მხარის გუბერნატორთან ირაკლი ქადაგიშვილთან, თელავის მერ პლატონ კალმახელიძესთან და შპს „სპორტმშენსერვისის" დირექტორთან, ლევან ტარყაშვილთან ერთად თელავში მშენებარე სპორტის სასახლე მოინახულა.

მულტიფუნქციური, ორდარბაზიანი სპორტის სასახლე თელავში წლის ბოლოს გაიხსნება. დიდი დარბაზი 1 500 მაყურებელს დაიტევს, პატარა - 500. სპორტის სასახლის მიმდებარედ დასასვენებელი სკვერის მოწყობაც იგეგმება.  

სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარების სახელმწიფო მიზნობრივი პროგრამის ფარგლებში, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრომ თბილისსა და რეგიონებში  უპრეცედენტო მასშტაბის სპორტული ინფრასტრუქტურის მშენებლობა დაიწყო. თელავში, გორსა და ბათუმში 2017 წლის ბოლოს მულტიფუნქციური სპორტის სასახლეები გაიხსნება. სამივე პროექტის საერთო ღირებულება 33 775 000 დოლარია. პარალელურად, თბილისსა და ქუთაისში საფეხბურთო და სარაგბო 10 მოედნის მშენებლობა მიმდინარეობს. პროექტის ღირებულებაა 10 700 000 ლარი. საერთო ჯამში, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ყველა მშენებარე ობიექტზე დასაქმებულია 1 000-მდე ადამიანი.

დღესვე, მასობრივი სპორტის განვითარების ფარგლებში, მინისტრმა თელავის სპორტსკოლის აღსაზრდელებს საფეხბურთო, სარაგბო, საკალათბურთო და ხელბურთის ფორმები და ინვენტარი გადასცა.

სამინისტროს პრესსამსახური

სხვა ახალი ამბები
კატეგორია : სამინისტროს სიახლეები თარიღი : 2017 ნოემბერი 17
17 ნოემბერს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროში სპორტულ საზოგადოებასთან შეხვედრა გაიმართა. მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი  კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრ მიხეილ გიორგაძესთან ერთად სამინისტროს წარმომადგენლებს, ეროვნული ოლიმპიური კომიტეტისა და სპორტული ფედერაციების ხელმძღვანელებს შეხვდა.
კატეგორია : სამინისტროს სიახლეები თარიღი : 2017 ნოემბერი 17
სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს სტუმრობდა ჩეხეთის რესპუბლიკის განათლების, ახალგაზრდობისა და სპორტის სამინისტროს დელეგაცია. 
კატეგორია : სამინისტროს სიახლეები თარიღი : 2017 ნოემბერი 10
10 ნოემბერს, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინიტრმა ტარიელ ხეჩიკაშვილმა სამინისტროში უმასპინძლა იაპონიის სრულუფლებიან ელჩს, მის აღმატებულებას ბატონ ტადაჰარუ უეჰარას.  
კატეგორია : სამინისტროს სიახლეები თარიღი : 2017 ნოემბერი 06
გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფელ ფხვენისში ფეხბურთის მოედნის კეთილმწოყობა იგეგმება.  
კატეგორია : სამინისტროს სიახლეები თარიღი : 2017 ოქტომბერი 30
30 ოქტომბერს, სამინისტროში, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა ტარიელ ხეჩიკაშვილმა და მინისტრის მოადგილემ შალვა გოგოლაძემ უმასპინძლეს კრივის ფედერაციის ხელმძღვანელობას და საქართველოს მოკრივეთა ახალგაზრდულ ნაკრებს, რომელმაც ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა.