სამინისტროში შესაბამისი თანამდებობის პირებთან მოქალაქეთა მიღება: მინისტრი: ხუთშაბათი 15:00 - 17:00 სთ;

ტელეფონი: 2 23 02 03,მისამართი: თბილისი 0134, ჩოლოყაშვილის გამზ. 9;

საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა და ზედამხედველობა. ტელეფონი 2 35 09 97, მეილი: n.udesiani@msy.gov.ge

გულშემატკივრის გამოკითხვა ico
სიახლეების კალენდარი ico
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
       
10
17
22 23 24
25 26 27 28 29 30  

მინისტრმა ოთარ ერანოსიანს მოკრივეთა მსოფლიოს ჩემპიონატზე მოპოვებული ბრინჯაოს მედალი მიულოცა

თარიღი: 2017 სექტემბერი 06



გერმანიის ქალაქ ჰამბურგში დასრულებულ მოკრივეთა მსოფლიოს ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების წევრმა ოთარ ერანოსიანმა ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. აღსანიშნავია, რომ 8 წელია კრივის მსოფლიოს ჩემპიონატებზე საქართველოს მედალი არ ჰქონია. (2009 წელს ბრინჯაოს პრიზიორი კობა ფხაკაძე გახდა).

ჰამბურგიდან დაბრუნების შემდეგ, მსოფლიო ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორ ოთარ ერანოსიანს, კრივის ფედერაციის პრეზიდენტ დავით წიკლაურს, პირად მწვრთნელთან და ფედერაციის წარმომადგენლებთან ერთად, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი სამინისტროში შეხვდა და წარმატება მიულოცა. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ მინისტრის მოადგილე შალვა გოგოლაძე და სპორტის პოლიტიკისა და მართვის დეპარტამენტის უფროსი ირაკლი დოლაბერიძე.

მსოფლიოს ჩემპიონატზე, 60 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოასპარეზე ერანოსიანმა პირველი დაპირისპირება ყაზახ ადილეტ კურმეტოვს მოუგო, შემდეგ კი ინდოეთის წარმომადგენელი შივა ტაპა ჩამოიცილა გზიდან. მეოთხედფინალურ დაპირისპირებაში, ერანოსიანმა უზბეკი ელნურ აბდურაიმოვი დაამარცხა და ბრინჯაოს მედალი გაინაღდა, რადგან წესების მიხედვით ნახევარფინალში გასული მოკრივე წაგების შემთხვევაში მესამე ადგილზე გადის.

ერანოსიანმა ნახევარფინალური შეხვედრა მსოფლიოს ჩემპიონთან, კუბელ ლასარო ალვარესთან წააგო. 60 კილოგრამამდე წონით კატეგორიაში ფავორიტად შერაცხულ ლასაროსთან ქართველმა კარგად იასპარეზა და მეტოქეს ტოლი არ დაუდო, თუმცა მსაჯებმა უპირატესობა მსოფლიოს ჩემპიონ კუბელს მიანიჭეს.





სამინისტროს პრესსამსახური

სხვა ახალი ამბები
კატეგორია : სამინისტროს სიახლეები თარიღი : 2017 სექტემბერი 19
დიდ დიღომში, ოლიმპიური ქალაქის, "ახალი თბილისის" ტერიტორიაზე საფეხბურთო და სარაგბო მოედნების მშენებლობა ინტენსიურად მიმდინარეობს და წლის ბოლომდე დასრულდება.  
კატეგორია : სამინისტროს სიახლეები თარიღი : 2017 სექტემბერი 18
სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა კოლეგასთან, ქეთევან ციხელაშვილთან ერთად გორში გახსნილი სოციალური საწარმო მოინახულა. 
კატეგორია : სამინისტროს სიახლეები თარიღი : 2017 სექტემბერი 15
15 სექტემბერს, ერგნეთის საჯარო სკოლას, რომელიც შიდა ქართლში კონფლიქტის ზონის სოფელია და ცხინვალის მოსაზღვრედ მდებარეობს, ესტუმრნენ სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი და სახელმწიფო მინისტრი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში - ქეთევან ციხელაშვილი.  
კატეგორია : სამინისტროს სიახლეები თარიღი : 2017 სექტემბერი 12
სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროსა და სპორტის სფეროში ერთ-ერთი წამყვანი საერთაშორისო ორგანიზაციის - "Coaches Across Continents"-ის პარტნიორობის ფარგლებში, 100-მდე ადგილობრივი მწვრთნელისთვის ტრენინგები გაიმართა.  
კატეგორია : სამინისტროს სიახლეები თარიღი : 2017 სექტემბერი 12
სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა ტარიელ ხეჩიკაშვილმა მსოფლიო მაგიდის ჩოგბურთის ფედერაციის ექსპერტს ალექსეი ეფიმოვს უმასპინძლა.