სამინისტროში შესაბამისი თანამდებობის პირებთან მოქალაქეთა მიღება: მინისტრი: ხუთშაბათი 15:00 - 17:00 სთ;

ტელეფონი: 2 23 02 03,მისამართი: თბილისი 0134, ჩოლოყაშვილის გამზ. 9;

საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა და ზედამხედველობა. ტელეფონი 2 35 09 97, მეილი: n.udesiani@msy.gov.ge

გულშემატკივრის გამოკითხვა ico
სიახლეების კალენდარი ico
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
    04 05
16 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30      

ტარიელ ხეჩიკაშვილი ზაზა ფაჩულიას მადლობას უხდის

თარიღი: 2017 სექტემბერი 07



საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტანმა და ამერიკის ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის გუნდ „გოლდენ სტეიტ უორიორზის" ცენტრმა, 33 წლის ზაზა ფაჩულიამ სანაკრებო კარიერა დაასრულა.  ეროვნული ნაკრების კაპიტნის ოფიციალურ განცხადებას, საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი გამოეხმაურა, რომელმაც ზაზას კალათბურთის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის და ნაკრებში გატარებული 17-წლიანი კარიერისთვის მადლობა გადაუხადა.

ტარიელ ხეჩიკაშვილი: „პირველ რიგში, მსურს დიდი მადლობა გადავუხადო ზაზა ფაჩულიას მისი წარმატებული და განსაკუთრებული სპორტული კარიერისთვის როგორც სანაკრებო, ასევე საკლუბო დონეზე. ხანგრძლივი სანაკრებო კარიერის მანძილზე, ზაზა არაერთი გამარჯვების ავტორიც იყო, თანამონაწილეც, ლიდერიც და ვფიქრობ, რომ ის ყოველთვის დარჩება ჩვენი ნაკრების ლიდერად და საქართველოს ნაკრებს ყოველთვის გვერდში დაუდგება. რა თქმა უნდა, ყოველთვის სამწუხაროა, როდესაც ამ დონის კალათბურთელი გადაწყვეტს სანაკრებო კარიერის დასრულებას და მთელ მის ძალისხმევას მხოლოდ საკლუბო დონეზე მიმართავს. ეს რა თქმა უნდა, ყოველთვის მტკივნეულია ყველა დონის ნაკრებისთვის და მითუმეტეს საქართველოსთვის.

მჯერა, რომ მომავალში ზაზა აუცილებლად დარჩება ქართული კალათბურთის სამსახურში და სხვადასხვა ფორმით ყოველთვის იზრუნებს იმაზე, რომ ჩვენი კალათბურთი მაღალ დონეზე იყოს წარმოდგენილი როგორც ევროპის ისე მსოფლიოს მაშტაბით. კიდევ ერთხელ, მსურს დიდი მადლობა გადავუხადო ზაზას ღირსეული კაპიტნობისთვის და მინდა მას წარმატება ვუსურვო საკლუბო დონეზე ამერიკის ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში
." - განაცხადა ტარიელ ხეჩიკაშვილმა.



ზაზა ფაჩულია დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ყველაზე გამორჩეული კალათბურთელია. მისი კაპიტნობით ეროვნულმა ნაკრებმა ზედიზედ ოთხ ევროპის ჩემპიონატზე ითამაშა - 2011 წელს ლიტვაში, 2013 წელს სლოვენიაში, 2015 წელს ხორვატიაში და 2017 წელს ისრაელში. ფაჩულიამ ეროვნულ ნაკრებში თამაში 2000 წლიდან დაიწყო, 1999-2003 წლებში 211 სმ. სიმაღლის ქართველი ცენტრი სტამბულის „ულქერის" ღირსებას იცავდა, 2003 წლიდან კი საკლუბო კარიერა ამერიკის ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში გააგრძელა, სადაც 5 სხვადასხვა გუნდში ითამაშა (ორლანდო „მეჯიქი", მილუოკი „ბაქსი", ატლანტა „ჰოუქსი", დალას „მავერიქსი", გოლდენ სტეიტ „უორიორზი") და პირველი ქართველი კალათბურთელი გახდა, რომელმაც NBA-ს ჩემპიონის ტიტული მიპოვა - 2017 წელს „გოლდენ სტეიტთან" ერთად.

ზაზა ფაჩულიამ სანაკრებო კარიერის დასრულების შესახებ ოფიციალური განცხადება ისრაელში მიმდინარე ევროპის საკალათბურთო ჩემპიონატზე გააკეთა.

„ძალიან რთულია დატოვო ის რაც მრავალი წელი შენ ბიჭებთან ერთად მხრებით მოიტანე. B დივიზიონიდან ევროპამდე არ იყო მარტივი გზა დამეთახმებით.

17 წლის განმავლობაში იყო მრავალი წარმატება, წარუმატებლობაც, ყოველთვის უკეთესის მოლოდინი, მაგრამ ეს არის ის რაც ჩვენ გამოგვიდა და დანარჩენს დიდი იმედი მაქვს მომავალი თაობები გააგრძელებენ. ძალიან მინდოდა სხვანაირი დასასრული, მაგრამ სამწუხაროდ ტრავმამ მეტის საშუალება არ მომცა, მაგრამ სურვილი და გამარჯვების ჟინი არასდროს დამიშურებია.
ყველაზე ძალიან გული მწყდება გულშემატკივარზე, რომლის თანადგომას ეს ნაკრები ყოველთვის გრძნობდა და პირადად მე ჩემი კარიერის განმავლობაში.

მინდა ძალიან დიდი მადლობა გადაგიხადოთ თითოეულ თქვენგანს , თქვენ უფრო დიდ სიხარულს იმსახურებდით და კვლავ მომავლის იმედით . ახლა კი მშვიდობით ჩემო ნაკრებო და გულშემატკივარო კაპიტნის წასვლის დროც მოვიდა! ეს ოქროს წლები არასდროს დამავიწყდება. მადლობა"
- განაცხადა ზაზა ფაჩულიამ.

სამინისტროს პრესსამსახური

სხვა ახალი ამბები
კატეგორია : სამინისტროს სიახლეები თარიღი : 2017 ნოემბერი 17
17 ნოემბერს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროში სპორტულ საზოგადოებასთან შეხვედრა გაიმართა. მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი  კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრ მიხეილ გიორგაძესთან ერთად სამინისტროს წარმომადგენლებს, ეროვნული ოლიმპიური კომიტეტისა და სპორტული ფედერაციების ხელმძღვანელებს შეხვდა.
კატეგორია : სამინისტროს სიახლეები თარიღი : 2017 ნოემბერი 17
სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს სტუმრობდა ჩეხეთის რესპუბლიკის განათლების, ახალგაზრდობისა და სპორტის სამინისტროს დელეგაცია. 
კატეგორია : სამინისტროს სიახლეები თარიღი : 2017 ნოემბერი 10
10 ნოემბერს, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინიტრმა ტარიელ ხეჩიკაშვილმა სამინისტროში უმასპინძლა იაპონიის სრულუფლებიან ელჩს, მის აღმატებულებას ბატონ ტადაჰარუ უეჰარას.  
კატეგორია : სამინისტროს სიახლეები თარიღი : 2017 ნოემბერი 06
გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფელ ფხვენისში ფეხბურთის მოედნის კეთილმწოყობა იგეგმება.  
კატეგორია : სამინისტროს სიახლეები თარიღი : 2017 ოქტომბერი 30
30 ოქტომბერს, სამინისტროში, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა ტარიელ ხეჩიკაშვილმა და მინისტრის მოადგილემ შალვა გოგოლაძემ უმასპინძლეს კრივის ფედერაციის ხელმძღვანელობას და საქართველოს მოკრივეთა ახალგაზრდულ ნაკრებს, რომელმაც ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა.