სამინისტროში შესაბამისი თანამდებობის პირებთან მოქალაქეთა მიღება: მინისტრი: ხუთშაბათი 15:00 - 17:00 სთ;

ტელეფონი: 2 23 02 03,მისამართი: თბილისი 0134, ჩოლოყაშვილის გამზ. 9;

საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა და ზედამხედველობა. ტელეფონი 2 35 09 97, მეილი: n.udesiani@msy.gov.ge

გულშემატკივრის გამოკითხვა ico
სიახლეების კალენდარი ico
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
01 02 05 06 07
08 09 12 13 14
15 16 17 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 31        

მაგიდის ჩოგბურთის ექსპერტმა ალექსეი ეფიმოვმა ქართველ მწვრთნელებს სემინარი ჩაუტარა

თარიღი: 2017 სექტემბერი 12

სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა ტარიელ ხეჩიკაშვილმა მსოფლიო მაგიდის ჩოგბურთის ფედერაციის ექსპერტს ალექსეი ეფიმოვს უმასპინძლა. შეხვედრას ესწრებოდა საქართველოს მაგიდის ჩოგბურთის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი გურამ გოგოლაძე. შეხვედრის ძირითადი ნაწილი დაეთმო თბილისში გამართულ მწვრთნელთა გადამზადების კურსის შეჯამებას.

მინისტრმა ისაუბრა კურსის მნიშვნელობაზე და ხაზი გაუსვა მის როლს ქართული მაგიდის ჩოგბურთის განვითარებაში. თავის მხრივ, კურსი შეაჯამა ალექსეი ეფიმოვმა. მან აღნიშნა საქართველოს მაგიდის ჩოგბურთის ეროვნული ფედერაციის სწორი მუშაობა და იმედი გამოთქვა, რომ კურსი ხელს შეუწყობს საქართველოში მაგიდის ჩოგბურთის განვითარებას.

აღნიშნული კურსი 7-11 სექტემბერს სამინისტროსა და ფედერაციის ორგანიზებით ჩატარდა. (Level 1 , ITTF- PTT) სპორტკომპლექს არენაში 1-ში მიმდინარე სემინარებს უძღვებოდა მაგიდის ჩოგბურთის ფედერაციის ექსპერტი ალექსეი ეფიმოვი. მწვრთნელებმა გაიარეს თეორიული და პრაქტიკული კურსები. მნიშვნელოვანი ნაწილი დაეთმო პარა-მაგიდის ჩოგბურთთან დაკავშირებული საკითხების განხილვას. კურსის მიზანი ქართული მაგიდის ჩოგბურთის განვითარების ხელშეწყობა და პოპულარიზაციაა.   

ფოტო - თამუნა ყულუმბეგაშვილი
სამინისტროს პრესსამსახური

სხვა ახალი ამბები
კატეგორია : სამინისტროს სიახლეები თარიღი : 2018 იანვარი 18
საქართველო მსოფლიოს 43-ე საჭადრაკო ოლიმპიადისთვის ემზადება. ოლიმპიადა ბათუმში 23 სექტემბიდან 6 ოქტომბის ჩათვლით გაიმართება და მასში მონაწილეობას მიიღებს 180-ზე მეტი ქვეყნის 4 000-მდე მოჭადრაკე და ოფიციალური პირი.     
კატეგორია : სამინისტროს სიახლეები თარიღი : 2017 დეკემბერი 25
თბილისის პარასპორტის განვითარების ცენტრში ქართველ პარასპორტსმენებსა და საქართველოს პარლამენტის წევრებს შორის მეგობრული ტურნირი ჩატარდა. სპორტსმენები და კანონმდებლები ერთმანეთს მჯდომარე ფრენბურთში, ეტლით კალათბურთსა და უსინათლოთა ფეხბურთში შეეჯიბრნენ.    
კატეგორია : სამინისტროს სიახლეები თარიღი : 2017 დეკემბერი 25
  თბილისის პარასპორტის განვითარების ცენტრში ქართველ პარასპორტსმენებსა და საქართველოს პარლამენტის წევრებს შორის მეგობრული ტურნირი ჩატარდა. სპორტსმენები და კანონმდებლები ერთმანეთს მჯდომარე ფრენბურთში, ეტლით კალათბურთსა და უსინათლოთა ფეხბურთში შეეჯიბრნენ.    
კატეგორია : სამინისტროს სიახლეები თარიღი : 2017 დეკემბერი 12
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი 2017 წლის მსოფლიოს ჩემპიონებს - ძალოსან ლაშა ტალახაძეს და თავისუფალი სტილით მოჭიდავეებს - გენო პეტრიაშვილს და ზურაბ იაკობიშვილს შეხვდა.
კატეგორია : სამინისტროს სიახლეები თარიღი : 2017 ნოემბერი 30
30 ნოემბერს, გლდანში მდებარე "დკდ"-ს დარბაზში, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი და მინისტრის მოადგილე შალვა გოგოლაძე შეხვდნენ კრივის მწვრთნელებს, რომლებიც კრივის მსოფლიოს ფედერაციის მიერ ორგანიზებულ სემინარში მონაწილეობენ.