სამინისტროში შესაბამისი თანამდებობის პირებთან მოქალაქეთა მიღება: მინისტრი: ხუთშაბათი 15:00 - 17:00 სთ;

ტელეფონი: 2 23 02 03,მისამართი: თბილისი 0134, ჩოლოყაშვილის გამზ. 9;

საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა და ზედამხედველობა. ტელეფონი 2 35 09 97, მეილი: n.udesiani@msy.gov.ge

გულშემატკივრის გამოკითხვა ico
სიახლეების კალენდარი ico
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
        02 03
08 09 10
12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31

ერგნეთის საჯარო სკოლაში ახალი სასწავლო წელი დაიწყო

თარიღი: 2017 სექტემბერი 15

15 სექტემბერს, ერგნეთის საჯარო სკოლას, რომელიც შიდა ქართლში კონფლიქტის ზონის სოფელია და ცხინვალის მოსაზღვრედ მდებარეობს,  ესტუმრნენ სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი და სახელმწიფო მინისტრი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში - ქეთევან ციხელაშვილი. მინისტრებს ერგნეთში შიდა ქართლის გუბერნატორმა კახა სამხარაძემ უმასპინძლა.

ხეჩიკაშვილმა და ციხელაშვილმა პედაგოგებს და ადგილობრივ მოსახლეობას მადლობა გადაუხადეს და თანადგომას დაპირდნენ. ტარიელ ხეჩიკაშვილმა საჯარო სკოლას სპორტული ინვენტარი - ფეხბურთის, კალათბურთის ბურთები და ფორმები, ასევე ფრენურთის  და ფეხბურთის კარის ბადე გადასცა. მოგვიანებით, მინისტრები ერგნეთის რეაბილიტირებულ საფეხბურთო მოედანს ესტუმრნენ და შიდა ქართლის ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელობას და მწვრთნელებს გაესაუბრნენ.

ტარიელ ხეჩიკაშვილი:" უღრმესი მადლობა თითოეულ მოსწავლეს და პედაგოგს, მშობლებს, რომლებიც მართლაც გმირობის ფასად ახერხებენ, აქ კონფლიქტის პირას მდებარე სოფელში ცხოვრებას. ეს ადამიანები ზრდიან ჯანსაღ, განათლებულ თაობას, უნიჭიერეს ახალგაზრდებს, რომლებიც დანარჩენ საქართველოს საოცარი გამბედაობის და მიზანდასახულობის მაგალითს აძლევენ.

თქვენი დახმარებით, ჩვენი თანადგომით, ერთობლივი ძალისხმევით შევძლებთ, რომ მშვიდობიანი გზით მოვახერხოთ ჩვენს ძმებთან, ოსებთან თანაცხოვრება და განვითარება. დღევანდელი ჩვენი სტუმრობის მიზანი და მთავარი გზავნილიც სწორედ ეს არის. მჯერა, რომ აუცილებლად მოვახერხებთ ამ პრობლემის გადაჭრას და მშვიდობიან თანაცხოვრებას. გილოცავთ ახალი სასწავლო წლის დაწყებას და წარმატებებს გისურვებთ".

ქეთევან ციხელაშვილი:"განთლება, მომავალ თაობაზე ზრუნვა არის გზა უკეთესი, წარმატებული, ერთიანი მომავლისკენ. ძალიან ამაღელვებელია ჩვენთვის დღეს თქვენთან ერთად ყოფნა. მინდა, განსაკუთრებით მივულოცო დღევანდელი დღე ბარბარეს, ელენეს, ნონას და გერას, პირველკლასელებს, რომლებიც ეხლა იწყებენ სწავლას. სკოლა არის ადგილი, სადაც ადამიანი ყალიბდება პიროვნებად და მე მჯერა, რომ თქვენ, პედაგოგები, რომლებიც უმნიშვნელოვანეს საქმეს ასრულებთ, ღირსეულ მოქალაქეებს აღზრდით.

სახელმწიფო კი გააგრძელებს ყველა ძალისხმევის გამოყენებას, რომ თქვენ მაქსიმალური მხარდაჭერა იგრძნოთ, შეგიქმნათ ღირსეული პირობები, რათა აქ, თქვენს მშობლიურ სოფელში იცხოვროთ, იმუშაოთ, ისწავლოთ და მომავალ წლებში უფრო და უფრო მეტი პირველკლასელი ჰყავდეს ამ სკოლას. მე დარწმუნებული ვარ,  ამ სკოლის კედლებში დღეს მყოფი მოსწავლეები არიან ის თაობა, რომელიც გამყოფი ხაზის მიღმა მცხოვრებ თანატოლებთან ხიდებს საბოლოოდ აღადგენს. ჩვენ ერთად მივაღწევთ მშვიდობიან, ერთიან, ევროპულ სახელმწიფოში თანაცხოვრების მიზანს, სადაც თითოეული ახალგაზრდა შეძლებს თავისი ნიჭის და შესაძლებლობების რეალიზებას".

ფოტო - თამუნა ყულუმბეგაშვილი
სამინისტროს პრესსამსახური

სხვა ახალი ამბები
კატეგორია : სამინისტროს სიახლეები თარიღი : 2017 ნოემბერი 30
30 ნოემბერს, გლდანში მდებარე "დკდ"-ს დარბაზში, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი და მინისტრის მოადგილე შალვა გოგოლაძე შეხვდნენ კრივის მწვრთნელებს, რომლებიც კრივის მსოფლიოს ფედერაციის მიერ ორგანიზებულ სემინარში მონაწილეობენ.     
კატეგორია : სამინისტროს სიახლეები თარიღი : 2017 ნოემბერი 29
29 ნოემბერს, ბიზნესისა და ტექნოლოგიის უნივერსიტეტში სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი შეხვდა სტუდენეტებს და ქალ და ვაჟ მოჭადრაკეთა ეროვნული ნაკრების წევრებს.  
კატეგორია : სამინისტროს სიახლეები თარიღი : 2017 ნოემბერი 28
სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი, თბილისის მერ კახი კალაძესთან, ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტ ლევან კობიაშვილთან და ვითიბი ბანკის გენერალური დირექტორ არჩილ კონცელიძესთან ერთად, სასკოლო სპორტული ოლიმპიადის მიმდინარე სეზონის ფუტსალის ფინალურ მატჩს და ახალი, 2018 წლის სეზონის გახსნის ცერემონიას დაესწრო.
კატეგორია : სამინისტროს სიახლეები თარიღი : 2017 ნოემბერი 24
24 ნოემბერს, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა ტარიელ ხეჩიკაშვილმა უმასპინძლა თანამედროვე ხუთჭიდის საერთაშორისო კავშირის პრეზიდენტს - დოქტორ კლაუს შორმანს.  
კატეგორია : სამინისტროს სიახლეები თარიღი : 2017 ნოემბერი 20
შეხვედრაზე მინისტრმა, პარალიმპიური კომიტეტის პრეზიდენტთან ერთად მიმდინარე სპორტული სეზონი და ქართველი პარასპორტსმენების მიერ მოპოვებული წარმატებები შეაჯამა.