სამინისტროში შესაბამისი თანამდებობის პირებთან მოქალაქეთა მიღება: მინისტრი: ხუთშაბათი 15:00 - 17:00 სთ;

ტელეფონი: 2 23 02 03,მისამართი: თბილისი 0134, ჩოლოყაშვილის გამზ. 9;

საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა და ზედამხედველობა. ტელეფონი 2 35 09 97, მეილი: n.udesiani@msy.gov.ge

გულშემატკივრის გამოკითხვა ico
სიახლეების კალენდარი ico
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
          01 02
03 04 05 06 07 08 09
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30

გორის სოციალურ საწარმოში 34 ბენეფიციარი მუშაობს

თარიღი: 2017 სექტემბერი 18

სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა ტარიელ ხეჩიკაშვილმა კოლეგასთან, ქეთევან ციხელაშვილთან ერთად გორში გახსნილი სოციალური საწარმო მოინახულა. საწარმო  სსიპ ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდის დაფინანსებით ერთი წლის წინ ამოქმედდა და წარმატებით მუშაობს. საწარმო ეტლით მოსარგებლე ქალბატონმა დააფუძნა და იქ ახლა 34 ბენეფიციარია დაკავებული, მათ შორის უმეტესობა შშმპ-ია.

პროექტი ითვალისწინებდა შიდა ქართლში მცხოვრები ახალგაზრდებისთვის პროფესიული უნარების განვითარებას სხვადასხვა სფეროში - ჭრა-კერვა, თიხის დამუშავება, ტიხრული მინანქარი, უსინათლოთათვის ბრაილის შრიფტის სწავლებას და მათ შემდგომ დასაქმებას სოციალურ საწარმოში.  დღეისათვის საწარმო სრული დატვირთვით მუშაობს, გაგრძელდა როგორც სასწავლო, ისე საწარმოო და სარეალიზაციო პროცესიც.

სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრომ 2013-2017 წლებში 249 ახალგაზრდული იდეა დააფინანსა, მათ შორის 60 სოციალური საწარმო, დასაქმდა 1 000-მდე ახალგაზრდა და შშმ პირი, აქედან 200-ზე მეტი დასაქმებულია ამოქმედებულ სოციალურ საწარმოებში. პროექტების უმეტესობა განხორციელებულია რეგიონებში, მაღალმთიან და საზღვრისპირა სოფლებში და საოკუპაციო ხაზთან. დაფინანსებული პროექტების საერთო ბიუჯეტი 4 მლნ ლარს აღწევს.

გორის სოციალურ საწარმოში შეხვედრას შიდა ქართლის გუბერნატორი კახა სამხარაძე და ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდის დირექტორი ირაკლი ჟორჟოლიანიც ესწრებოდნენ. 

სამინისტროს პრესსამსახური

სხვა ახალი ამბები
კატეგორია : სამინისტროს სიახლეები თარიღი : 2018 თებერვალი 23
საქართველოს ნაკრებმა საღამოს ვარჯიში მაიკლ დიქსონთან ერთად ჩაატარა. ამერიკელი მწვრთნელებმა ბოლოდე დატვირთეს და ცხადია კომბინაციების დამუშავების დროსაც მას გამორჩეული ადგილი ეკავა - დიქსონი ხვალინდელ შეხვედრაში ეროვნული გუნდის უმთავრესი იმედია.საქართველოს ნაკრების "შხვეხატ არენაზე"მისვლის შედეგ მოედანი დატოვა ავსტრიის ნაკრებმა.  
კატეგორია : სამინისტროს სიახლეები თარიღი : 2018 თებერვალი 22
23-25 თებერვალს, საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრები ძიუდოში, გერმანიის ქალაქ დიუსელდორფის პრესტიჟულ საერთაშორისო ტურნირზე - დიუსელდორფის გრან სლემზე მიიღებენ მონაწილეობას. დიუსელდორფის გრან სლემზე, მედლებისთვის მსოფლიოს 71 ქვეყნის 500 ძიუდოისტი იბრძოლებს მამაკაცთა და ქალთა შორის. 23, 24 და 25 თებერვალს წინასწარი შეხვედრები 3 ტატამზე თბილისის დროით 13:00 საათიდან დაიწყება, ფინალური ბლოკი კი 20:00 საათიდან აიღებს სტარტს.
კატეგორია : სამინისტროს სიახლეები თარიღი : 2018 თებერვალი 22
საქართველოს ნაკრები ავსტრიასთან მატჩისთვის მზადებას განაგძობს. ეროვნულმა გუნდმა "შვეხატ არენაზე" მეორე ვარჯიში გამართა. საწვრთნელ პროცესში ინტენსიურად არის ჩართული ზუროსის თანაშემწე - გიორგიოს ლიმნიატისი, რომელიც მოთამაშეებთან ინდივიდუალურად მუშაობს.  
კატეგორია : სამინისტროს სიახლეები თარიღი : 2018 თებერვალი 22
საქართველოს კალათბურთელთა ნაკრებმა ვენაში პირველი ვარჯიში გამართა. ილიას ზუროსის გუნდი "შვეხატ არენაზე" 1 საათის და 15 წუთის განმავლობაში დაიტვირთა. ბერძენმა სპეციალისტმა გუნდი კომბინაციებზე ავარჯიშა. დიდი ყურადღება დაეთმო დაცვაში თამაშს და სხვადასხვა ტაქტიკური მონახაზის დამუშავებას. ნაკრების 12-ივე კალათბურთელი თავს კარგად გრძნობს. ერთადერთი ვისაც ტრამვის პრობლემა ჰქონდა, ეს გამოცდილი გამთამაშებელი გიორგი ცინცაძეა, რომელმაც ნაკრების ექიმის თემურ ხვედელიძის განცხადებით რეაბილიტაციის პროცესი წარმატებით გაიარა და 23 თებერვლის მატჩისთვის მზად იქნება. ეროვნულმა გუნდმა ვენაში ერთ-ერთი ლიდერის მაიკლ დიქსონის გარეშე ივარჯიშა. დიქსონი გუნდს ხვალ შეუერთდება და საწვრთნელ პროცესში ჩაერთვება. ზუროსი გუნდს 22 თებერვალს ორჯერ ავარჯიშებს - დილას და საღამოს.  
კატეგორია : სამინისტროს სიახლეები თარიღი : 2018 თებერვალი 21
საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრები ჩარტერული რეისით ავსტრიის დედაქალაქ ვენაში ჩაფრინდა და სასტუმრო "ქორთიარდ მერიოტში" დაბინავდა.