სამინისტროში შესაბამისი თანამდებობის პირებთან მოქალაქეთა მიღება: მინისტრი: ხუთშაბათი 15:00 - 17:00 სთ;

ტელეფონი: 2 23 02 03,მისამართი: თბილისი 0134, ჩოლოყაშვილის გამზ. 9;

საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა და ზედამხედველობა. ტელეფონი 2 35 09 97, მეილი: n.udesiani@msy.gov.ge

გულშემატკივრის გამოკითხვა ico
სიახლეების კალენდარი ico
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
            01
07 08
10 14 15
17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31          

ოლიმპიური სოფლის ტერიტორიაზე სარაგბო და საფეხბურთო მოედნების მშენებლობა მიმდინარეობს

თარიღი: 2017 სექტემბერი 19

დიდ დიღომში, ოლიმპიური ქალაქის, "ახალი თბილისის" ტერიტორიაზე საფეხბურთო და სარაგბო მოედნების მშენებლობა ინტენსიურად მიმდინარეობს და წლის ბოლომდე დასრულდება. ახალი თბილისის ტერიტორიაზე სულ 7 მოედანი მოეწყობა - 4 საფეხბურთო და 3 სარაგბო.

მშენებლობის პროცესი სპორტისა და ახალაგაზრდობის საქმეთა მინისტრმა ტარიელ ხეჩიკაშვილმა, მოადგილესთან შალვა გოგოლაძესთან, სპორტის პოლიტიკისა და მართვის დეპარტამენტის უფროსთან ირაკლი დოლაბერიძესთან და საქართველოს პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარესთან მიხეილ ყაველაშვილთან ერთად მოინახულა.

მოედნების მშენებლობა ზუსტად ერთი წლის წინ დაიწყო, მაშინ სიმბოლური კაფსულა ჩაუშვა უეფას ახლად არჩეულმა პრეზიდენტმა ალექსანდ ჩეფერინიმ, მინისტრ ტარიელ ხეჩიკაშვილთან ერთად. სტადიონები "სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარების სახელმწიფო მიზნობრივი პროგრამის" ფარგლებში შენდება და თბილისში და ქუთაისში 10 საფეხბურთო და სარაგბო მოედნის მოწყობას ითვალისწინებს.

პროექტის საერთო ღირებულება  10 700 000 ლარია. გარდა ამისა, თელავში, გორში და ბათუმში წლის ბოლომდე მულტიფუნქციური სპორტის სასახლეები გაიხსნება. სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ყველა მშენებარე ობიექტზე 1000-მდე ადამიანია დასაქმებული.  

ტარიელ ხეჩიკაშვილი:" ბოლო წლების განმავლობაში სპორტული ინფრასტრუქტურის მშენებლობის კუთხით გამორჩეული პერიოდი გვაქვს. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ეს ყველაფერი საფეხბურთო და სარაგბო მოედნების მშენებლობის თვალსაზრისით. თუ სარაგბო ინფრასტრუქტურის განვითარების მხირვ ფონდი "ქართუს" მიერ ვართ განებივრებულები, ფეხბურთის ინფრასტრუქტურა განადგურებულია და ეს არის პირველი პრეცედენტი, როცა ამ მასშტაბის მშენებლობა მიმდინარეობს.

სიმბოლურია, რომ კაფსულა ჩავაგდეთ უეფას პრეზიდენტთან ერთად, მაშინ ის მისი პირველი ვიზიტი იყო, პრეზიდენტად არჩევის შემდეგ. ჩვენ გულშემატკივარს დავპირდით, რომ მშენებლობას წლის ბოლომდე დავასრულებდით, ამის მოედნები სამართავად გადაეცემა ფეხბურთის ფედერაციას, რომელიც უმაღლესი დონის, საერთაშორისო სტანდარტების მოედნებს საკლუბო თუ სანაკრებო დონეზე გამოიყენებს. მსგავსი პროექტები გაგრძელდება და სპორტსმენებს და გულშემატკივრებს არაერთ უმაღლესი დონის სპორტულ ბაზას ვაჩუქებთ, რაც გახდება საწინდარი ჩვენი შემდგომი გამარჯვებების".

მიხეილ ყაველაშვილი:" სასიამოვნოა, რომ ასეთი ინფრასტრუქტურა შენდება, რისი მსგავსიც ბოლო წლებში არ გვქონია. პირიქით, ბოლო წლებში წინა ხელისუფლების დროს, ძალიან ბევრი სტადიონი გადანდგურდა და ეს არის ჩვენი პასუხი ამ ყველაფერზე - მშენებლობა და განვითარება. მსგავსი მასშტაბის მშენებლობა საფეხბურთო ინფრასტრუქტურის მიმართულებით არ გვქონია. აქ ძალიან ბევრი მოზარდი ივარჯიშებს და გაიზრდება".

ფოტო - თამუნა ყულუმბეგაშვილი
სამინისტროს პრესსამსახური

სხვა ახალი ამბები
კატეგორია : სამინისტროს სიახლეები თარიღი : 2017 ოქტომბერი 16
სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს სსიპ ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდის დაფინანსებით არასამთავრობო ორგანიზაციამ დემოკრატიის განვითარების სააგენტო  თბილისში საწარმო: ,,სოციალური სამყარო'' გახსნა.
კატეგორია : სამინისტროს სიახლეები თარიღი : 2017 ოქტომბერი 11
სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროსა და თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის ფინანსური მხარდაჭერით და საუნივერსიტეტო სპორტის ფედერაციის და ჯომარდობის ეროვნული ფედერაციის ორგანიზებით.  
კატეგორია : სამინისტროს სიახლეები თარიღი : 2017 სექტემბერი 28
1 ოქტომბერს, დიღმის ჭალებში მდებარე „ახალი თბილისის" ტერიტორიაზე, ვაჟა კაჭარავას სახელობის ფრენბურთის დარბაზში, კონტაქტურ კარატეში ტრადიციული საერთაშორისო ტურნირი „კავკასიის თასი 2017" გაიმართება. ამის შესახებ დღეს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადეს. 
კატეგორია : სამინისტროს სიახლეები თარიღი : 2017 სექტემბერი 28
სასტუმრო ჰუალინგში დღეს ორდღიანი კონფერენცია გაიხსნა, რომელიც საქართველოს კორპორატიული სპორტის ფედერაციის მიერაა ორგანიზებული.
კატეგორია : სამინისტროს სიახლეები თარიღი : 2017 სექტემბერი 26
26 სექტემბერს, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი, გავლენიანი სპორტული ტელეკომპანიისა და მედია-ჰოლდინგის - „სეტანტას"  ხელმძღვანელ პირებს შეხვდა.