სამინისტროში შესაბამისი თანამდებობის პირებთან მოქალაქეთა მიღება: მინისტრი: ხუთშაბათი 15:00 - 17:00 სთ;

ტელეფონი: 2 23 02 03,მისამართი: თბილისი 0134, ჩოლოყაშვილის გამზ. 9;

საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა და ზედამხედველობა. ტელეფონი 2 35 09 97, მეილი: n.udesiani@msy.gov.ge

გულშემატკივრის გამოკითხვა ico
სიახლეების კალენდარი ico
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
        02 03
08 09 10
13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31

სპორტული ტელეკომპანია სეტანტა საქართველოში მნიშვნელოვან პროექტებს ახორციელებს

თარიღი: 2017 სექტემბერი 26



26 სექტემბერს, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი, გავლენიანი სპორტული ტელეკომპანიისა და მედია-ჰოლდინგის - „სეტანტას"  ხელმძღვანელ პირებს - „სეტანტა სპორტ ჯგუფის" დამფუძნებელს, მაიკლ ოროურკს და "სეტანტა სპორტ-ევრაზიას" გენერალურ დირექტორ დუაიერ მაკქოლის, ასევე „სეტანტა სპორტ-ჯორჯიას" დამფუძნებელს, ლაშა მაჭავარიანს სამინისტროში შეხვდა.

პოპულარული ირლანდიური სპორტული მედია-ჰოლდინგის წარმომადგენლები საქართველოში სამუშაო ვიზიტით იმყოფებიან. „სეტანტა სპორტ ჯორჯია" საქართველოში 2017 წლის იანვრიდან ქართულ ენაზე წარმატებით მაუწყებლობს და მაყურებელს სხვადასხვა სპორტული სახეობების ტელე-ტრანსლაციებს სთავაზობს.



მნიშვნელოვანია, რომ გაფორმებულია ახალი კონტრაქტები სპორტის სხვადასხვა სახეობების ჩემპიონატებისა და ლიგების ჩვენებასთან დაკავშირებით. მათ შორის საფრანგეთის Rugby Top 14-თან, რის შედეგადაც მაყურებელს საშუალებააქვს 3 წლის მანძილზე უყუროს წარმატებული ქართველი მორაგბეების საკლუბო ასპარეზობას. ქართულმა ტელეკომპანიამ ექსკლუზიური უფლება ბუნდესლიგის ტრანსლაციაზეც მოიპოვა, ასევე მიმდინარეობს იტალიის სერია ა-სა და საფრანგეთის საფეხბურთო ჩემპიონატების ჩვენება.

არხი მაყურებელს მსოფლიოს საფეხბურთო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მატჩებს, ამერიკის ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის - „NBA"-ს ტრანსლაციებს, ასევე ფორმულა 1-ს, კრივს, ჰოკეის (NHL)  და  სპორტის სხვადასხვა სახეობებს შესთავაზებს.

მნიშვნელოვანია, რომ სპორტული ტელეარხის წარმომადგენლებს სერიოზული გეგმები აქვთ სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროსთან და ფეხბურთის ფედერაციასთან სამომავლო თანამშრომლობის კუთხით. იგეგმება უწყებებთან მემორანდუმების გაფორმება, საქართველოს საფეხბურთო ჩემპიონატის გაშუქება და სხვადასხვა მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელება.

აღსანიშნავია, რომ „სეტანტა სპორტ ჯორჯია" ქართულ ენაზე ტელემაუწყებლობასთან ერთად, თავის მომხმარებელს აქტიურ სოციალურ კამპანიას სთავაზობს - ვებ-საიტის და სხვადასხვა გადაცემების სახით, რაც არხის მაუწყებლობას კიდევ უფრო ეფექტურს ხდის.



ფოტო: თამუნა ყულუმბეგაშვილი
სამინისტროს პრესსამსახური

სხვა ახალი ამბები
კატეგორია : სამინისტროს სიახლეები თარიღი : 2017 დეკემბერი 12
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი 2017 წლის მსოფლიოს ჩემპიონებს - ძალოსან ლაშა ტალახაძეს და თავისუფალი სტილით მოჭიდავეებს - გენო პეტრიაშვილს და ზურაბ იაკობიშვილს შეხვდა.
კატეგორია : სამინისტროს სიახლეები თარიღი : 2017 ნოემბერი 30
30 ნოემბერს, გლდანში მდებარე "დკდ"-ს დარბაზში, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი და მინისტრის მოადგილე შალვა გოგოლაძე შეხვდნენ კრივის მწვრთნელებს, რომლებიც კრივის მსოფლიოს ფედერაციის მიერ ორგანიზებულ სემინარში მონაწილეობენ.     
კატეგორია : სამინისტროს სიახლეები თარიღი : 2017 ნოემბერი 29
29 ნოემბერს, ბიზნესისა და ტექნოლოგიის უნივერსიტეტში სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი შეხვდა სტუდენეტებს და ქალ და ვაჟ მოჭადრაკეთა ეროვნული ნაკრების წევრებს.  
კატეგორია : სამინისტროს სიახლეები თარიღი : 2017 ნოემბერი 28
სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი, თბილისის მერ კახი კალაძესთან, ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტ ლევან კობიაშვილთან და ვითიბი ბანკის გენერალური დირექტორ არჩილ კონცელიძესთან ერთად, სასკოლო სპორტული ოლიმპიადის მიმდინარე სეზონის ფუტსალის ფინალურ მატჩს და ახალი, 2018 წლის სეზონის გახსნის ცერემონიას დაესწრო.
კატეგორია : სამინისტროს სიახლეები თარიღი : 2017 ნოემბერი 24
24 ნოემბერს, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა ტარიელ ხეჩიკაშვილმა უმასპინძლა თანამედროვე ხუთჭიდის საერთაშორისო კავშირის პრეზიდენტს - დოქტორ კლაუს შორმანს.