სამინისტროში შესაბამისი თანამდებობის პირებთან მოქალაქეთა მიღება: მინისტრი: ხუთშაბათი 15:00 - 17:00 სთ;

ტელეფონი: 2 23 02 03,მისამართი: თბილისი 0134, ჩოლოყაშვილის გამზ. 9;

საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა და ზედამხედველობა. ტელეფონი 2 35 09 97, მეილი: n.udesiani@msy.gov.ge

გულშემატკივრის გამოკითხვა ico
სიახლეების კალენდარი ico
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
        02 03
08 09 10
13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31

თბილისი სპორტული ტურიზმის კონფერენციას მასპინძლობს

თარიღი: 2017 სექტემბერი 27



სასტუმრო ჰუალინგში დღეს ორდღიანი კონფერენცია გაიხსნა, რომელიც საქართველოს კორპორატიული სპორტის ფედერაციის მიერაა ორგანიზებული.

კონფერენციის ფარგლებში მონაწილეები განიხილავენ ისეთ თემებს, როგორიცაა მოვლენათა გავლენა რეგიონის ეკონომიკაზე, ტერიტორიული მარკეტინგი, რეგიონის განვითარება მოვლენათა შექმნის საშუალებით, ბრენდირებული მოვლენების შექმნა და განვითარება, მცირე და საშუალო ბიზნესის ინტეგრაცია სპორტული და სხვა სახის მოვლენების ორგანიზებაში.

კონფერენციის მხარდამჭერები არიან საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია, საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაცია, დედაქალაქის მერია, საქართველოს პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტი.

სპეციალური მიწვევით კონფერენციაზე სიტყვით გამოვიდა სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი, რომელმაც განაცხადა: „ქალბატონებო და ბატონებო, ძვირფასო სტუმრებო! მადლობას გიხდით ჩვენს ქვეყანაში ჩამობრძანებისთვის. ჩვენი ქალაქი მასპინძლობს ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვან ღონისძიებას. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ქვეყანაში განვითარდეს სპორტული ტურიზმი. ამისთვის ხელისუფლებამ დიდი შრომა გაწია და შედეგი სახეზეა - 2017 წელს სახელმწიფოს მხარდაჭერით, Check in Georgia Sport-ის ფარგლებში, საქართველომ 13 საერთაშორისო-სპორტულ ღონისძიებას  უმასპინძლა, რაც უპრეცედენტო შემთხვევაა ქართული სპორტის ისტორიაში. მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატები, საერთაშორისო ტურნირები იმაზე მეტყველებს, რომ საერთაშორისო სპორტულ რუკაზე საქართველო თავის ადგილს იმკვიდრებს. ყველა ეს ღონისძიება თუ ასპარეზობა იმავე მიზანს ემსახურება, რასაც Check in  Georgia - მეტი ადამიანი ჩამოვიდეს ჩვენს ქვეყანაში, გაატაროს საუკეთესო დრო, მიიღოს პროფესიული გამოცდილება, დაისვენოს  და  მონიშნოს საკუთარი ყოფნა საქართველოში მსოფლიო რუკაზე. წელს, მხოლოდ სპორტული ღონისძიებების ფარგლებში საქართველოს ასამდე ქვეყნის უამრავ ვიზიტორი ეწვია.  აქვე მინდა აღვნიშნო, რომ პირველი ადამიანი, რომელმაც 2017 წელს Check in Georgia Sport-ის ფარგლებში საქართველოში საკუთარი ყოფნა მონიშნა, იყო ჰაინც კინიგადნერი, ფონდ Wings for Life-ის დამფუძნებელი... მოგეხსენებათ, საქართველომ წელსაც (7 მაისი) უმასპინძლა მსოფლიო რბენას, სადაც 5 000 მონაწილე იყო დარეგისტრირებული. მსოფლიოს 25 ქვეყანაში წელს 100 ათასმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა მსოფლიო რბენაში... პროექტ Check in Georgia Sport-ს კომპლექსური დატვირთვა აქვს ტურიზმის ზრდის თვალსაზრისით. ის ხელს უწყობს საქართველოში სპორტული  ტურიზმის ზრდას და განვითარებას. ამასთან, ის მნიშვნელოვან როლს ასრულებს საქართველოში ტურისტული სეზონის გახანგრძლივებისა და ზოგადად, ჩვენი ქვეყნის ცნობადობის ზრდის მიმართულებით. საქართველო მსოფლიო ტურისტულ რუკაზე წელს კიდევ ერთხელ დაფიქსირდა, როგორც საერთაშორისო სტანდარტის სპორტული და კულტურული ღონისძიებების ჩატარების ადგილი".

დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართეს პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ მიხეილ ყაველაშვილმა, დედაქალაქის მერმა დავით ნარმანიამ და კორპორატიული სპორტის ფედერაციის პრეზიდენტმა პაატა ცივაძემ. კონფერენცია, რომელშიც უცხოელი სტუმრებიც მონაწილეობენ, ხვალ დასრულდება.


სამინისტროს პრესსამსახური

სხვა ახალი ამბები
კატეგორია : სამინისტროს სიახლეები თარიღი : 2017 დეკემბერი 12
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი 2017 წლის მსოფლიოს ჩემპიონებს - ძალოსან ლაშა ტალახაძეს და თავისუფალი სტილით მოჭიდავეებს - გენო პეტრიაშვილს და ზურაბ იაკობიშვილს შეხვდა.
კატეგორია : სამინისტროს სიახლეები თარიღი : 2017 ნოემბერი 30
30 ნოემბერს, გლდანში მდებარე "დკდ"-ს დარბაზში, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი და მინისტრის მოადგილე შალვა გოგოლაძე შეხვდნენ კრივის მწვრთნელებს, რომლებიც კრივის მსოფლიოს ფედერაციის მიერ ორგანიზებულ სემინარში მონაწილეობენ.     
კატეგორია : სამინისტროს სიახლეები თარიღი : 2017 ნოემბერი 29
29 ნოემბერს, ბიზნესისა და ტექნოლოგიის უნივერსიტეტში სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი შეხვდა სტუდენეტებს და ქალ და ვაჟ მოჭადრაკეთა ეროვნული ნაკრების წევრებს.  
კატეგორია : სამინისტროს სიახლეები თარიღი : 2017 ნოემბერი 28
სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი, თბილისის მერ კახი კალაძესთან, ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტ ლევან კობიაშვილთან და ვითიბი ბანკის გენერალური დირექტორ არჩილ კონცელიძესთან ერთად, სასკოლო სპორტული ოლიმპიადის მიმდინარე სეზონის ფუტსალის ფინალურ მატჩს და ახალი, 2018 წლის სეზონის გახსნის ცერემონიას დაესწრო.
კატეგორია : სამინისტროს სიახლეები თარიღი : 2017 ნოემბერი 24
24 ნოემბერს, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა ტარიელ ხეჩიკაშვილმა უმასპინძლა თანამედროვე ხუთჭიდის საერთაშორისო კავშირის პრეზიდენტს - დოქტორ კლაუს შორმანს.