სამინისტროში შესაბამისი თანამდებობის პირებთან მოქალაქეთა მიღება: მინისტრი: ხუთშაბათი 15:00 - 17:00 სთ;

ტელეფონი: 2 23 02 03,მისამართი: თბილისი 0134, ჩოლოყაშვილის გამზ. 9;

საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა და ზედამხედველობა. ტელეფონი 2 35 09 97, მეილი: n.udesiani@msy.gov.ge

გულშემატკივრის გამოკითხვა ico
სიახლეების კალენდარი ico
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
        02 03
08 09 10
13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31

ჯომარდობაში ახალგაზრდული ჩემპიონატის გამარჯვებული ფოთის “ფაზისი“ გახდა

თარიღი: 2017 ოქტომბერი 11

სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროსა და თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის ფინანსური მხარდაჭერით და საუნივერსიტეტო სპორტის ფედერაციის და ჯომარდობის ეროვნული ფედერაციის ორგანიზებით. ჩემპიონატი 29 ივლისიდან 4 ოქტომბრის ჩათვლით ჩატარდა. შეჯიბრში მონაწილეობა მიიღო 18-დან 29 -წლამდე ასაკის 6000-მდე სტუდენტმა და ახალგაზრდამ, თბილისიდან და საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან . პროექტის ძირითადი მიზანი იყო ახალგაზრდებში ცხოვრების ჯანსაღი წესის პოპულარიზაცია და მასობრივ სპორტულ ღონისძიებებში ჩართულობის ხელშეწყობა, მასობრივი ახალგაზრდული და სპორტული სერვისების განვითარება, ახალგაზრდებისთვის სხვადასხვა სპორტული სერვისების ხელმისაწვდომობის გაზრდა. ლოკაციასთან ახლოს მდებარე რეგიონებში მცხოვრები ახალგაზრდებისთვის პროექტის ხანგრძლივობა იყო 1 დღე, ხოლო საქართველოს მაღალმთიანი რეგიონებისა და მოშორებით მდებარე მუნიციპალიტეტების ახალგაზრდებისთვის - 2 დღე. ჩემპიონატი რამდენიმე ეტაპად გაიმართა, თითო საშეჯიბრო დღეს ჩემპიონატში მონაწილეობდა 32 გუნდი. მონაწილეთა კვება, მგზავრობა და საჭიროების შემთხვევაში განთავსება სრულად დაფინანსებული იყო  სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს  და თბილისის მერიის განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის მიერ. შერჩევისას გათვალისწინებული იყო ახალგაზრდების ჯანმრთელობის მდგომარეობა და მოტივაცია. ჩემპიონატის ფინალური ტური გაიმართა 4 ოქტომბერს. გამარჯვებულებს გადაეცათ სხვადასხვა სახის საჩუქრები და სიმბოლური პრიზები. თბილისის მერიის განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახური მომავალშიც აქტიურად შეუწყობს ხელს სპორტის სხვადასხვა სახეობის განვითარებას და ახალგაზრდებში ცხოვრების ჯანსაღი წესის პოპულარიზაციას.

სამინისტროს პრესსამსახური

 

 

სხვა ახალი ამბები
კატეგორია : სამინისტროს სიახლეები თარიღი : 2017 დეკემბერი 12
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი 2017 წლის მსოფლიოს ჩემპიონებს - ძალოსან ლაშა ტალახაძეს და თავისუფალი სტილით მოჭიდავეებს - გენო პეტრიაშვილს და ზურაბ იაკობიშვილს შეხვდა.
კატეგორია : სამინისტროს სიახლეები თარიღი : 2017 ნოემბერი 30
30 ნოემბერს, გლდანში მდებარე "დკდ"-ს დარბაზში, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი და მინისტრის მოადგილე შალვა გოგოლაძე შეხვდნენ კრივის მწვრთნელებს, რომლებიც კრივის მსოფლიოს ფედერაციის მიერ ორგანიზებულ სემინარში მონაწილეობენ.     
კატეგორია : სამინისტროს სიახლეები თარიღი : 2017 ნოემბერი 29
29 ნოემბერს, ბიზნესისა და ტექნოლოგიის უნივერსიტეტში სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი შეხვდა სტუდენეტებს და ქალ და ვაჟ მოჭადრაკეთა ეროვნული ნაკრების წევრებს.  
კატეგორია : სამინისტროს სიახლეები თარიღი : 2017 ნოემბერი 28
სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი, თბილისის მერ კახი კალაძესთან, ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტ ლევან კობიაშვილთან და ვითიბი ბანკის გენერალური დირექტორ არჩილ კონცელიძესთან ერთად, სასკოლო სპორტული ოლიმპიადის მიმდინარე სეზონის ფუტსალის ფინალურ მატჩს და ახალი, 2018 წლის სეზონის გახსნის ცერემონიას დაესწრო.
კატეგორია : სამინისტროს სიახლეები თარიღი : 2017 ნოემბერი 24
24 ნოემბერს, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა ტარიელ ხეჩიკაშვილმა უმასპინძლა თანამედროვე ხუთჭიდის საერთაშორისო კავშირის პრეზიდენტს - დოქტორ კლაუს შორმანს.