სამინისტროში შესაბამისი თანამდებობის პირებთან მოქალაქეთა მიღება: მინისტრი: ხუთშაბათი 15:00 - 17:00 სთ;

ტელეფონი: 2 23 02 03,მისამართი: თბილისი 0134, ჩოლოყაშვილის გამზ. 9;

საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა და ზედამხედველობა. ტელეფონი 2 35 09 97, მეილი: n.udesiani@msy.gov.ge

გულშემატკივრის გამოკითხვა ico
სიახლეების კალენდარი ico
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
      01 02 03 04
05 06 07 08 09 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31  

მინისტრმა კლუბ ნონას მოჭადრაკეებს ევროპის საკლუბო ჩემპიონატზე გამარჯვება მიულოცა

თარიღი: 2017 ოქტომბერი 17



ბათუმის საჭადრაკო კლუბი "ნონა" თურქეთში, ქალაქ ანტალიაში გამართული ევროპის საკლუბო ჩემპიონატის გამარჯვებული გახდა და საუკეთესო გუნდის ტიტული მესამედ მოიპოვა.

თურქეთიდან დაბრუნების შემდეგ, კლუბ „ნონას" მოჭადრაკეებს, ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტ გიორგი გიორგაძესთან და კლუბ „ნონას" პრეზიდენტ გიორგი ჭანტურიასთან ერთად, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი სამინისტროში შეხვდა და მოპოვებული წარმატება მიულოცა. მოჭადრაკეებთან შეხვედრას მინისტრის მოადგილე მუხრან შამათავა დაესწრო.



ევროპის საკლუბო ჩემპიონატში 12 კლუბი მონაწილეობდა. გუნდ „ნონას"  მოჭადრაკეებმა 7 შეხვედრიდან  11 ქულა დააგროვეს და პირველი ადგილი დამატებითი მაჩვენებლის წყალობით დაიკავეს. მე-2 ადგილზე აზერბაიჯანული კლუბი „ოლდარ ურდუ" გავიდა ასევე 11 ქულით, III-IV ადგილები კი 10-10 ქულით ბელორუსიის  და  რუსეთის კლუბებმა გაინაწილეს.  

„ნონას" შემადგენლობაში ასპარეზობდნენ საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრები - ნანა ძაგნიძე, ნინო ბაციაშვილი, ბელა ხოტენაშვილი, სალომე მელია და ასევე მოწვეული ლეგიონერი ინდოეთიდან დრონვალი ჰარიკა. გუნდის კაპიტანი მარიკა ჯაფარიძე გახლდათ, მწვრთნელი კი დავით ჯოჯუა.

ქართველი მოჭადრაკეებიდან პირად დაფებზე საუკეთესო შედეგები აჩვენეს და ოქროს მედლები მოიპოვეს ნანა ძაგნიძემ და ნინო ბაციაშვილმა, ბრინჯაოს მედალი აიღო ბელა ხოტენაშვილმა.

ვაჟთა კლუბებს შორის საუკეთესო შედეგი რუსეთის „გლობუსმა" აჩვენა, რომელიც მსოფლიოს უძიერესი მოჭადრაკეებით იყო დაკომპლექტებული. სულ ევროპის საკლუბო ჩემპიონატში ქალთა 12 და ვაჟთა 36 გუნდი მონაწილეობდა. აღსანიშნავია, რომ „ნონა" ორჯერ უკვე იყო ევროპის საკლუბო ჩემპიონატის გამარჯვებული - 2014 და 2015 წლებში, ხოლო 2016-ში  ქართული გუნდი ვერცხლის მედალს დასჯერდა.



სამინისტროს პრესსამსახური

სხვა ახალი ამბები
კატეგორია : სამინისტროს სიახლეები თარიღი : 2018 თებერვალი 23
საქართველოს ნაკრებმა საღამოს ვარჯიში მაიკლ დიქსონთან ერთად ჩაატარა. ამერიკელი მწვრთნელებმა ბოლოდე დატვირთეს და ცხადია კომბინაციების დამუშავების დროსაც მას გამორჩეული ადგილი ეკავა - დიქსონი ხვალინდელ შეხვედრაში ეროვნული გუნდის უმთავრესი იმედია.საქართველოს ნაკრების "შხვეხატ არენაზე"მისვლის შედეგ მოედანი დატოვა ავსტრიის ნაკრებმა.  
კატეგორია : სამინისტროს სიახლეები თარიღი : 2018 თებერვალი 22
23-25 თებერვალს, საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრები ძიუდოში, გერმანიის ქალაქ დიუსელდორფის პრესტიჟულ საერთაშორისო ტურნირზე - დიუსელდორფის გრან სლემზე მიიღებენ მონაწილეობას. დიუსელდორფის გრან სლემზე, მედლებისთვის მსოფლიოს 71 ქვეყნის 500 ძიუდოისტი იბრძოლებს მამაკაცთა და ქალთა შორის. 23, 24 და 25 თებერვალს წინასწარი შეხვედრები 3 ტატამზე თბილისის დროით 13:00 საათიდან დაიწყება, ფინალური ბლოკი კი 20:00 საათიდან აიღებს სტარტს.
კატეგორია : სამინისტროს სიახლეები თარიღი : 2018 თებერვალი 22
საქართველოს ნაკრები ავსტრიასთან მატჩისთვის მზადებას განაგძობს. ეროვნულმა გუნდმა "შვეხატ არენაზე" მეორე ვარჯიში გამართა. საწვრთნელ პროცესში ინტენსიურად არის ჩართული ზუროსის თანაშემწე - გიორგიოს ლიმნიატისი, რომელიც მოთამაშეებთან ინდივიდუალურად მუშაობს.  
კატეგორია : სამინისტროს სიახლეები თარიღი : 2018 თებერვალი 22
საქართველოს კალათბურთელთა ნაკრებმა ვენაში პირველი ვარჯიში გამართა. ილიას ზუროსის გუნდი "შვეხატ არენაზე" 1 საათის და 15 წუთის განმავლობაში დაიტვირთა. ბერძენმა სპეციალისტმა გუნდი კომბინაციებზე ავარჯიშა. დიდი ყურადღება დაეთმო დაცვაში თამაშს და სხვადასხვა ტაქტიკური მონახაზის დამუშავებას. ნაკრების 12-ივე კალათბურთელი თავს კარგად გრძნობს. ერთადერთი ვისაც ტრამვის პრობლემა ჰქონდა, ეს გამოცდილი გამთამაშებელი გიორგი ცინცაძეა, რომელმაც ნაკრების ექიმის თემურ ხვედელიძის განცხადებით რეაბილიტაციის პროცესი წარმატებით გაიარა და 23 თებერვლის მატჩისთვის მზად იქნება. ეროვნულმა გუნდმა ვენაში ერთ-ერთი ლიდერის მაიკლ დიქსონის გარეშე ივარჯიშა. დიქსონი გუნდს ხვალ შეუერთდება და საწვრთნელ პროცესში ჩაერთვება. ზუროსი გუნდს 22 თებერვალს ორჯერ ავარჯიშებს - დილას და საღამოს.  
კატეგორია : სამინისტროს სიახლეები თარიღი : 2018 თებერვალი 21
საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრები ჩარტერული რეისით ავსტრიის დედაქალაქ ვენაში ჩაფრინდა და სასტუმრო "ქორთიარდ მერიოტში" დაბინავდა.