სამინისტროში შესაბამისი თანამდებობის პირებთან მოქალაქეთა მიღება: მინისტრი: ხუთშაბათი 15:00 - 17:00 სთ;

ტელეფონი: 2 23 02 03,მისამართი: თბილისი 0134, ჩოლოყაშვილის გამზ. 9;

საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა და ზედამხედველობა. ტელეფონი 2 35 09 97, მეილი: n.udesiani@msy.gov.ge

გულშემატკივრის გამოკითხვა ico
სიახლეების კალენდარი ico
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
01 02 05 06 07
08 09 12 13 14
15 16 17 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 31        

ძიუდოისტთა ნაკრების 1 ოქროს და 2 ბრინჯაოს მედალი მსოფლიოს ჩემპიონატიდან

თარიღი: 2017 ოქტომბერი 24

24 ოქტომბერს, სამინისტროში, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა ტარიელ ხეჩიკაშვილმა უმასპინძლა მსოფლიოს ჩემპიონატიდან დაბრუნებულ საქართველოს ძიუდოისტთა ახალგაზრდულ ნაკრებს. ძიუდოისტებთან შეხვედრას ესწრებოდა მინისტრის მოადგილე შალვა გოგოლაძე.

18-22 ოქტომბერს ხორვატიის დედაქალაქ ზაგრებში ახალგაზრდა ძიუდოისტთა მსოფლიოს ჩემპიონატი გაიმართა, რომელშიც მსოფლიოს 83 ქვეყნის 590 ძიუდოისტმა მიიღო მონაწილეობა. საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები მსოფლიოს პირველობაზე წარმატებით გამოვიდა და ოქროს და 2 ბრინჯაოს მედალი მოიპოვა!

მსოფლიოს ჩემპიონი გახდა ჯაპა პაპინაშვილი (55 კგ), რომელმაც ფინალში აზერბაიჯანელი ნატიგ გურბანლი დაამარცხა, მანამდე კი ფრანგ, ბრაზილიელ, მონღოლ და ყაზახ მეტოქეებს სძლია. ბაგრატ ნინიაშვილმა (66 კგ) და ტატო გრიგალაშვილმა (73 კგ) კი ბრინჯაოს მელები მოიპოვეს.

ტარიელ ხეჩიკაშვილი:" მინდა მოგილოცოთ ჩვენი ძიუდოისტების კიდევ ერთი გამარჯვება, რომელიც ახალგაზრდა სპორტსმენებმა მსოფლიოს ჩემპიონატზე მოიპოვეს. ოქროს და 2 ბრინჯაოს მედალი არ არის ურიგო შედეგი, ცხადია ჩვენ ძიუდოისტებისგან ყოველთვის მეტს ველით, მაგრამ გასათვალისწინებელია ის უდიდესი კონკურენცია, რომელიც ასეთი მაღალი დონის ტურნირებზე გვხვდება. 3 მედალი რა დასამალია და გვეცოტავება, თუმცა ისიც კარგად გვესმის, რომ ყოველთვის ერთნაირი წარატებით გამოსვლა შეუძლებელია.

ნებისმიერ შემთხვევაში, გვეიმედება ამ ბიჭების და მჯერა  უახლოეს წლებში ეროვნული ნაკრების სახელითაც ისევე წარმატებით იჭიდავებენ, როგორც ამას დღეს ახერხებენ. ცხადია, ჩვენი მხარდაჭერა და დახმარება იქნება შეუქცევადი და კიდევ უფრო შთამბეჭდავი. ძიუდოს ფედერაცია ძალიან წარმატებულად მუშაობს. წლეულს საქართველოს მასშტაბით არაერთი ძიუდოს დარბაზი გაიხსა, სადაც ჩვენი მომავალი თაობა, ძლიერი სპეციალისტების მეთვალყურეობით კომფორტულ პირობებში ივარჯიშებენ. ასეთი დარბაზების მშენებლობა ხელს შეუწყობს მასობრიობის ზრდას, რაც თავისთავად, დადებითად აისახება შედეგებზე"

 

საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების შემადგენლობა
ვაჟები

-55კგ - ვანო ნინიაშვილი, ჯაბა პაპინაშვილი
-66კგ - ბაგრატ ნინიაშვილი
-73კგ - ტატო გრიგალაშვილი
-81კგ - ლუკა მაისურაძე, ტრისტან მოსახლიშვილი
-90კგ - იმედა გოგოლაძე, გიორგი ჩიქოვანი
-100კგ - ონისე სანებლიძე
+100კგ - გელა ზაალიშვილი

გოგონები

-57კგ - ეთერ ლიპარტელიანი
-63კგ - მარიამ ჭანტურია
+78კგ - სოფიო სომხიშვილი

მთავარი მწვრთნელი: ლაშა გუჯეჯიანი

ფოტო - თამუნა ყულუმბეგაშვილი
სამინისტროს პრესსამსახური

სხვა ახალი ამბები
კატეგორია : სამინისტროს სიახლეები თარიღი : 2018 იანვარი 18
საქართველო მსოფლიოს 43-ე საჭადრაკო ოლიმპიადისთვის ემზადება. ოლიმპიადა ბათუმში 23 სექტემბიდან 6 ოქტომბის ჩათვლით გაიმართება და მასში მონაწილეობას მიიღებს 180-ზე მეტი ქვეყნის 4 000-მდე მოჭადრაკე და ოფიციალური პირი.     
კატეგორია : სამინისტროს სიახლეები თარიღი : 2017 დეკემბერი 25
თბილისის პარასპორტის განვითარების ცენტრში ქართველ პარასპორტსმენებსა და საქართველოს პარლამენტის წევრებს შორის მეგობრული ტურნირი ჩატარდა. სპორტსმენები და კანონმდებლები ერთმანეთს მჯდომარე ფრენბურთში, ეტლით კალათბურთსა და უსინათლოთა ფეხბურთში შეეჯიბრნენ.    
კატეგორია : სამინისტროს სიახლეები თარიღი : 2017 დეკემბერი 25
  თბილისის პარასპორტის განვითარების ცენტრში ქართველ პარასპორტსმენებსა და საქართველოს პარლამენტის წევრებს შორის მეგობრული ტურნირი ჩატარდა. სპორტსმენები და კანონმდებლები ერთმანეთს მჯდომარე ფრენბურთში, ეტლით კალათბურთსა და უსინათლოთა ფეხბურთში შეეჯიბრნენ.    
კატეგორია : სამინისტროს სიახლეები თარიღი : 2017 დეკემბერი 12
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი 2017 წლის მსოფლიოს ჩემპიონებს - ძალოსან ლაშა ტალახაძეს და თავისუფალი სტილით მოჭიდავეებს - გენო პეტრიაშვილს და ზურაბ იაკობიშვილს შეხვდა.
კატეგორია : სამინისტროს სიახლეები თარიღი : 2017 ნოემბერი 30
30 ნოემბერს, გლდანში მდებარე "დკდ"-ს დარბაზში, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი და მინისტრის მოადგილე შალვა გოგოლაძე შეხვდნენ კრივის მწვრთნელებს, რომლებიც კრივის მსოფლიოს ფედერაციის მიერ ორგანიზებულ სემინარში მონაწილეობენ.