სამინისტროში შესაბამისი თანამდებობის პირებთან მოქალაქეთა მიღება: მინისტრი: ხუთშაბათი 15:00 - 17:00 სთ;

ტელეფონი: 2 23 02 03,მისამართი: თბილისი 0134, ჩოლოყაშვილის გამზ. 9;

საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა და ზედამხედველობა. ტელეფონი 2 35 09 97, მეილი: n.udesiani@msy.gov.ge

გულშემატკივრის გამოკითხვა ico
სიახლეების კალენდარი ico
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
            01
02 03 04 05 06 07 08
09 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31          

კიკეთში ქუჩის სავარჯიშო მოწყობილობები დამონტაჟდა

თარიღი: 2017 ოქტომბერი 27

27 ოქტომბერს, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი და მინისტრის პირველი მოადგილე რევაზ ჯაველიძე დაბა კიკეთს ესტუმრნენ და ქუჩის სავარჯიშო მოწყობილობები მოინახულეს, რომელიც კიკეთში სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარების ფარგლებში დამონტაჟდა. მინისტრი და მინისტრის მოადგილე ადგილობრივ მოსახლეობას ესაუბრნენ და სპორტული ინვენტარი გადასცეს. უახლოეს პერიოდში დაგეგმილია ადგილობრივი ფეხბურთის სპეციალისტის გადამზადება, რომელიც კიკეთში მცხოვრებ ბავშვებს მოამზადებს. 

პროექტი 2013 წელს დაიწყო და ამ დრომდე თბილისში და საქართველოს რეგიონებში 67 ქუჩის მოწყობილობა დამონტაჟდა, საიდანაც 10 წლეულს გაიხსნა. თითოეულ სავარჯიში მოწყობილობის მონტაჟზე 14 ათასი ლარი დაიხარჯა, ჯამში დახარჯულია 900 ათას ლარზე მეტი.

სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარების 2015-2020  წლების სამოქმედო გეგმის ფარგლებში, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს დაფინანსებით  თელავში, გორსა და ბათუმში მულტიფუნქციური, ორდარბაზიანი სპორტის სასახლეების მშენებლობა მიმდინარეობს, ხოლო  თბილისსა და ქუთაისში 10 სარაგბო და საფეხბურთო მოედანი შენდება.  აღნიშნული, ინფრასტრუქტურული პროექტები წლის ბოლოს დასრულდება.

პარალელურად სპორტულ ინფრასტრუქტურას საქართველოს სხვადასხვა რეგიონში დამოუკიდებლად აშენებენ ადგილობრივი მუნიციპალიტეტები, მუნიციპალური და რეგიონალური განვითარების ფონდები, ასევე სხვადასხვა სპორტული ფედერაციები. 

ფოტო - თამუნა ყულუმბეგაშვილი
სამინისტროს პრესსამსახური 

სხვა ახალი ამბები
კატეგორია : სამინისტროს სიახლეები თარიღი : 2018 თებერვალი 23
საქართველოს ნაკრებმა საღამოს ვარჯიში მაიკლ დიქსონთან ერთად ჩაატარა. ამერიკელი მწვრთნელებმა ბოლოდე დატვირთეს და ცხადია კომბინაციების დამუშავების დროსაც მას გამორჩეული ადგილი ეკავა - დიქსონი ხვალინდელ შეხვედრაში ეროვნული გუნდის უმთავრესი იმედია.საქართველოს ნაკრების "შხვეხატ არენაზე"მისვლის შედეგ მოედანი დატოვა ავსტრიის ნაკრებმა.  
კატეგორია : სამინისტროს სიახლეები თარიღი : 2018 თებერვალი 22
23-25 თებერვალს, საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრები ძიუდოში, გერმანიის ქალაქ დიუსელდორფის პრესტიჟულ საერთაშორისო ტურნირზე - დიუსელდორფის გრან სლემზე მიიღებენ მონაწილეობას. დიუსელდორფის გრან სლემზე, მედლებისთვის მსოფლიოს 71 ქვეყნის 500 ძიუდოისტი იბრძოლებს მამაკაცთა და ქალთა შორის. 23, 24 და 25 თებერვალს წინასწარი შეხვედრები 3 ტატამზე თბილისის დროით 13:00 საათიდან დაიწყება, ფინალური ბლოკი კი 20:00 საათიდან აიღებს სტარტს.
კატეგორია : სამინისტროს სიახლეები თარიღი : 2018 თებერვალი 22
საქართველოს ნაკრები ავსტრიასთან მატჩისთვის მზადებას განაგძობს. ეროვნულმა გუნდმა "შვეხატ არენაზე" მეორე ვარჯიში გამართა. საწვრთნელ პროცესში ინტენსიურად არის ჩართული ზუროსის თანაშემწე - გიორგიოს ლიმნიატისი, რომელიც მოთამაშეებთან ინდივიდუალურად მუშაობს.  
კატეგორია : სამინისტროს სიახლეები თარიღი : 2018 თებერვალი 22
საქართველოს კალათბურთელთა ნაკრებმა ვენაში პირველი ვარჯიში გამართა. ილიას ზუროსის გუნდი "შვეხატ არენაზე" 1 საათის და 15 წუთის განმავლობაში დაიტვირთა. ბერძენმა სპეციალისტმა გუნდი კომბინაციებზე ავარჯიშა. დიდი ყურადღება დაეთმო დაცვაში თამაშს და სხვადასხვა ტაქტიკური მონახაზის დამუშავებას. ნაკრების 12-ივე კალათბურთელი თავს კარგად გრძნობს. ერთადერთი ვისაც ტრამვის პრობლემა ჰქონდა, ეს გამოცდილი გამთამაშებელი გიორგი ცინცაძეა, რომელმაც ნაკრების ექიმის თემურ ხვედელიძის განცხადებით რეაბილიტაციის პროცესი წარმატებით გაიარა და 23 თებერვლის მატჩისთვის მზად იქნება. ეროვნულმა გუნდმა ვენაში ერთ-ერთი ლიდერის მაიკლ დიქსონის გარეშე ივარჯიშა. დიქსონი გუნდს ხვალ შეუერთდება და საწვრთნელ პროცესში ჩაერთვება. ზუროსი გუნდს 22 თებერვალს ორჯერ ავარჯიშებს - დილას და საღამოს.  
კატეგორია : სამინისტროს სიახლეები თარიღი : 2018 თებერვალი 21
საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრები ჩარტერული რეისით ავსტრიის დედაქალაქ ვენაში ჩაფრინდა და სასტუმრო "ქორთიარდ მერიოტში" დაბინავდა.