სამინისტროში შესაბამისი თანამდებობის პირებთან მოქალაქეთა მიღება: მინისტრი: ხუთშაბათი 15:00 - 17:00 სთ;

ტელეფონი: 2 23 02 03,მისამართი: თბილისი 0134, ჩოლოყაშვილის გამზ. 9;

საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა და ზედამხედველობა. ტელეფონი 2 35 09 97, მეილი: n.udesiani@msy.gov.ge

გულშემატკივრის გამოკითხვა ico
სიახლეების კალენდარი ico
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
    04 05
16 18 19
21 22 23 24 25 26
27 28 29 30      

მოკრივეთა ახალგაზრდული ნაკრების 1 ოქრო და 2 ბრინჯაო ევროპირველობიდან

თარიღი: 2017 ოქტომბერი 30

30 ოქტომბერს, სამინისტროში, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა ტარიელ ხეჩიკაშვილმა და მინისტრის მოადგილემ შალვა გოგოლაძემ უმასპინძლეს კრივის ფედერაციის ხელმძღვანელობას და საქართველოს მოკრივეთა ახალგაზრდულ ნაკრებს, რომელმაც ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა.  20-29 ოქტომბერს, თურქეთის ქალაქ ანტალიაში გამართულ ახალგაზრდა მოკრივეთა ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები წარმატებით გამოვიდა და 1 ოქროს და 2 ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

ევროპის ჩემიონი გახდა სახილ ალახვერდოვი (49 კგ), ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს - ოთარ ნავერიანმა და  (60კგ) ბადრი ხუციშვილმა (64 კგ). აღსანიშნავია, რომ კრივის ფედერაციას წარმატებული სეზონი გამოუვიდა - ქართველმა მოკრივეებმა მედლები მოიპოვეს მსოფლიოს ჩემპიონატზე, ევროპის ახალგაზრდულ და ჭაბუკთა ევროპის ჩემპიონატებზე.

20-29 ოქტომბერ. ანტალია. ევროპის ჩემპიონატი.
სახილ ალახვერდოვი (49 კგ) - ოქრო
ოთარ ნავერიანი (60 კგ) - ბრინჯაო
ბადრი ხუციშვილი (64 კგ) - ბრინჯაო
მსოფლიოს ჩემპიონატი (დიდები)
ოთარ ერანოსიანი (60 კგ) - ბრინჯაო
ევროპის ჩემპიონატი  - 22-წლამდელები
ესკერხან მადიევი (69 კგ)  - ოქრო
ლაშა გურული (64 კგ) - ვერცხლი
ევროპის ჩემპიონატი - ჭაბუკები
ლუკა კუბლაშვილი (46 კგ)  - ვერცხლი
ბაკურ ჩიქოვანი (57 კგ) - ვერცხლი
მამუკა აბულაძე (52 კგ) - ბრინჯაო

სამინისტროს პრესსამსახური

სხვა ახალი ამბები
კატეგორია : სამინისტროს სიახლეები თარიღი : 2017 ნოემბერი 17
17 ნოემბერს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროში სპორტულ საზოგადოებასთან შეხვედრა გაიმართა. მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი  კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრ მიხეილ გიორგაძესთან ერთად სამინისტროს წარმომადგენლებს, ეროვნული ოლიმპიური კომიტეტისა და სპორტული ფედერაციების ხელმძღვანელებს შეხვდა.
კატეგორია : სამინისტროს სიახლეები თარიღი : 2017 ნოემბერი 17
სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს სტუმრობდა ჩეხეთის რესპუბლიკის განათლების, ახალგაზრდობისა და სპორტის სამინისტროს დელეგაცია. 
კატეგორია : სამინისტროს სიახლეები თარიღი : 2017 ნოემბერი 10
10 ნოემბერს, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინიტრმა ტარიელ ხეჩიკაშვილმა სამინისტროში უმასპინძლა იაპონიის სრულუფლებიან ელჩს, მის აღმატებულებას ბატონ ტადაჰარუ უეჰარას.  
კატეგორია : სამინისტროს სიახლეები თარიღი : 2017 ნოემბერი 06
გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფელ ფხვენისში ფეხბურთის მოედნის კეთილმწოყობა იგეგმება.  
კატეგორია : სამინისტროს სიახლეები თარიღი : 2017 ოქტომბერი 27
27 ოქტომბერს, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი და მინისტრის პირველი მოადგილე რევაზ ჯაველიძე დაბა კიკეთს ესტუმრნენ და ქუჩის სავარჯიშო მოწყობილობები მოინახულეს, რომელიც კიკეთში სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარების ფარგლებში დამონტაჟდა. მინისტრი და მინისტრის მოადგილე ადგილობრივ მოსახლეობას ესაუბრნენ და სპორტული ინვენტარი გადასცეს.