სამინისტროში შესაბამისი თანამდებობის პირებთან მოქალაქეთა მიღება: მინისტრი: ხუთშაბათი 15:00 - 17:00 სთ;

ტელეფონი: 2 23 02 03,მისამართი: თბილისი 0134, ჩოლოყაშვილის გამზ. 9;

საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა და ზედამხედველობა. ტელეფონი 2 35 09 97, მეილი: n.udesiani@msy.gov.ge

გულშემატკივრის გამოკითხვა ico
სიახლეების კალენდარი ico
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
            01
02 03 04 05 06 07 08
09 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31          

სამინისტროს იაპონიის სრულუფლებიანი ელჩი ტადაჰარუ უეჰარა სტუმრობდა

თარიღი: 2017 ნოემბერი 10

 

10 ნოემბერს, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინიტრმა ტარიელ ხეჩიკაშვილმა სამინისტროში უმასპინძლა იაპონიის სრულუფლებიან ელჩს, მის აღმატებულებას ბატონ ტადაჰარუ უეჰარას. გაცნობითი ხასიათის შეხვედრას ესწრებოდნენ ელჩის პირველი მდივანი, ბატონი შინჯი სოიამა და ატაშე ბატონი იასუჰირო კოჯიმა. მხარეებმა ისაუბრეს ურთიერთთანამშრომლობის გაღრმავებაზე და გაცვლით პროგრამებზე, რომელიც ითვალისწინებს ქართველი სპორტსმენების იაპონიაში მომზადებას და პირიქით. შეხვედრაზე საუბარი შეეხო ორ უმნიშვნელოვანეს სპორტულ ღონისძიებას, რომელსაც უახლოეს წლებში იაპონია უმასპინძლებს - 2019 წლის რაგბის მსოფლიოს თასს და 2020 წლის ტოკიოს ოლიმპიურ და პარალიმპიურ თამაშებს.

საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა 2015 წელს, ბრიტანეთში გამართულ მსოფლიოს პირველობაზე მოიპოვა მსოფლიოს თასის საგზური და 2 წლის შემდეგ იაპონიაში მსოფლიოს თასზე ითამაშებს. ქართველი სპორტსმენები მომავალი წლიდან აქტიურად ჩაერთვებიან, სალიცენზიო ტურნირებზე და იბრძოლებენ ოლიმპიური თამაშების ლიცენზიების მოსაპოვებლად. ტარიელ ხეჩიკაშვილმა აღნიშნა, რომ იაპონია საქართველოს მეგობარი ქვეყანაა, რომელსაც სპორტული თვალსაზირისით დიდი წარმატებები აქვს და მათგან დიდი გამოცდილების მიღება შეიძლება. ქართველი და იაპონელი სპორტსმენები ერთობლივ მოსამზადებელ შეკრებებზე ერთმანეთს გამოცდილებას გაუზიარებენ.

ტარიელ ხეჩიკაშვილი:" დღეს ვუმასპინძლეთ იაპონიის სრულუფლებიან ელჩს, ბატონ ტადაჰარუ უეჰარას. ვისაუბრეთ სამომავლო თანამშრომლობის გეგმებზე - ორ უმნიშვნელოვანეს სპორტულ ფორუმზე, რომელსაც იაპონია უახლოეს წლებში უმასპინძლებს. იცით, რომ საქართველოს მორაგბეთა ნაკრები ითამაშებს 2019 წლის მსოფლიოს თასზე, ჩვენს სპორტსმენებს დაწყებული აქვთ მზადება ოლიმპიადის სალიცენზიო ტურნირებისთვის და ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ტოკიოში ჩვენი ოლიმპიური გუნდი დიდი დელეგაციით წარდგება. ჩვენი სპორტსმენმებისთვის, იაპონელ სპორტსმენებთან ერთობლივი მოსამზადებელი შეკრებები არის მნიშვნელოვანი და დიდი გამოცდილების მომტანი, რასაც მოუთმენლად ველოდებით".

ტადაჰარუ უეჰარა:" დიდი მადლობა მინისტრს მასპინძლობისთვის. საინტერესო, საქმიანი შეხვედრა გამოვიდა. ვისაუბრეთ ჩვენს ქვეყანაში გასამართ რაგბის მსოფლიოს თასზე, რომელიც 2019 წელს ჩატარდება და 2020 წელს გასამართ ოლიმპიურ და პარალიმპიურ თამაშებზე. ამ ორივე სპორტულ ღონისძიებას ჩვენთვის და მონაწილე სპორტსმენებისთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. ვიცი, რომ საქართველოს მორაგბეთა ნაკრები არის მსოფლიოს თასის მონაწილე, მინდა რომ წარმატება ვუსურვო თქვენს ნაკრებს და ასევე იმ ოლიმპიელებს, რომლებიც საქართველოს სახელით ტოკიოს თამაშებზე წარდგებიან".

ფოტო - ხატია ჯიჯეიშვილი
სამინისტროს პრესსამსახური

სხვა ახალი ამბები
კატეგორია : სამინისტროს სიახლეები თარიღი : 2018 თებერვალი 23
საქართველოს ნაკრებმა საღამოს ვარჯიში მაიკლ დიქსონთან ერთად ჩაატარა. ამერიკელი მწვრთნელებმა ბოლოდე დატვირთეს და ცხადია კომბინაციების დამუშავების დროსაც მას გამორჩეული ადგილი ეკავა - დიქსონი ხვალინდელ შეხვედრაში ეროვნული გუნდის უმთავრესი იმედია.საქართველოს ნაკრების "შხვეხატ არენაზე"მისვლის შედეგ მოედანი დატოვა ავსტრიის ნაკრებმა.  
კატეგორია : სამინისტროს სიახლეები თარიღი : 2018 თებერვალი 22
23-25 თებერვალს, საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრები ძიუდოში, გერმანიის ქალაქ დიუსელდორფის პრესტიჟულ საერთაშორისო ტურნირზე - დიუსელდორფის გრან სლემზე მიიღებენ მონაწილეობას. დიუსელდორფის გრან სლემზე, მედლებისთვის მსოფლიოს 71 ქვეყნის 500 ძიუდოისტი იბრძოლებს მამაკაცთა და ქალთა შორის. 23, 24 და 25 თებერვალს წინასწარი შეხვედრები 3 ტატამზე თბილისის დროით 13:00 საათიდან დაიწყება, ფინალური ბლოკი კი 20:00 საათიდან აიღებს სტარტს.
კატეგორია : სამინისტროს სიახლეები თარიღი : 2018 თებერვალი 22
საქართველოს ნაკრები ავსტრიასთან მატჩისთვის მზადებას განაგძობს. ეროვნულმა გუნდმა "შვეხატ არენაზე" მეორე ვარჯიში გამართა. საწვრთნელ პროცესში ინტენსიურად არის ჩართული ზუროსის თანაშემწე - გიორგიოს ლიმნიატისი, რომელიც მოთამაშეებთან ინდივიდუალურად მუშაობს.  
კატეგორია : სამინისტროს სიახლეები თარიღი : 2018 თებერვალი 22
საქართველოს კალათბურთელთა ნაკრებმა ვენაში პირველი ვარჯიში გამართა. ილიას ზუროსის გუნდი "შვეხატ არენაზე" 1 საათის და 15 წუთის განმავლობაში დაიტვირთა. ბერძენმა სპეციალისტმა გუნდი კომბინაციებზე ავარჯიშა. დიდი ყურადღება დაეთმო დაცვაში თამაშს და სხვადასხვა ტაქტიკური მონახაზის დამუშავებას. ნაკრების 12-ივე კალათბურთელი თავს კარგად გრძნობს. ერთადერთი ვისაც ტრამვის პრობლემა ჰქონდა, ეს გამოცდილი გამთამაშებელი გიორგი ცინცაძეა, რომელმაც ნაკრების ექიმის თემურ ხვედელიძის განცხადებით რეაბილიტაციის პროცესი წარმატებით გაიარა და 23 თებერვლის მატჩისთვის მზად იქნება. ეროვნულმა გუნდმა ვენაში ერთ-ერთი ლიდერის მაიკლ დიქსონის გარეშე ივარჯიშა. დიქსონი გუნდს ხვალ შეუერთდება და საწვრთნელ პროცესში ჩაერთვება. ზუროსი გუნდს 22 თებერვალს ორჯერ ავარჯიშებს - დილას და საღამოს.  
კატეგორია : სამინისტროს სიახლეები თარიღი : 2018 თებერვალი 21
საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრები ჩარტერული რეისით ავსტრიის დედაქალაქ ვენაში ჩაფრინდა და სასტუმრო "ქორთიარდ მერიოტში" დაბინავდა.