სამინისტროში შესაბამისი თანამდებობის პირებთან მოქალაქეთა მიღება: მინისტრი: ხუთშაბათი 15:00 - 17:00 სთ;

ტელეფონი: 2 23 02 03,მისამართი: თბილისი 0134, ჩოლოყაშვილის გამზ. 9;

საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა და ზედამხედველობა. ტელეფონი 2 35 09 97, მეილი: n.udesiani@msy.gov.ge

გულშემატკივრის გამოკითხვა ico
სიახლეების კალენდარი ico
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
01 02 05 06 07
08 09 12 13 14
15 16 17 19 20 21
22 23 25 26 27 28
29 30 31        

ტარიელ ხეჩიკაშვილისა და მიხეილ გიორგაძის შეხვედრა სპორტულ საზოგადოებასთან

თარიღი: 2017 ნოემბერი 17



17 ნოემბერს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროში სპორტულ საზოგადოებასთან შეხვედრა გაიმართა.

მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრ მიხეილ გიორგაძესთან ერთად, სამინისტროს წარმომადგენლებს, ეროვნული ოლიმპიური კომიტეტისა და სპორტული ფედერაციების ხელმძღვანელებს შეხვდა.

შეხვედრაზე საუბარი იყო იმ სამთავრობო სტრუქტურული რეფორმებისა და ცვლილებების შესახებ, რომლის თანახმადაც, კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს სპორტის კომპონენტი შეუერთდა და შედეგად ახალ სამინისტროდ ჩამოყალიბდა. 

სპორტულ ფედერაციებთან გამართული შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. საუბარი შეეხო სპორტის სფეროსთვის მნიშვნელოვან სხვადასხვა საკითხებს, ყურადღება გამახვილდა სამინისტროსა და სპორტულ ფედერაციებს შორის, ასევე სამინისტროსა და ოლიმპიურ კომიტეტს შორის სამომავლო ურთიერთობებზე და სპორტის სტრუქტურის ფუნქციაზე ახალ სამინისტროში.

ითქვა, რომ  სპორტულ ფედერაციებთან თანამშრომლობა აქტიურ სამუშაო და საქმიან რეჟიმში გაგრძელდება და სპორტის პრიორიტეტები ისეთივე მნიშვნელოვანი იქნება, როგორიც ეს ყოველივე სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს მუშაობის პერიოდში იყო, სპორტის სფეროს დაფინანსება კი დასახული გეგმისა და ბიუჯეტის მიხედვით გაგრძელდება.



 

სამინისტროს პრესსამსახური

სხვა ახალი ამბები
კატეგორია : სამინისტროს სიახლეები თარიღი : 2018 იანვარი 18
საქართველო მსოფლიოს 43-ე საჭადრაკო ოლიმპიადისთვის ემზადება. ოლიმპიადა ბათუმში 23 სექტემბიდან 6 ოქტომბის ჩათვლით გაიმართება და მასში მონაწილეობას მიიღებს 180-ზე მეტი ქვეყნის 4 000-მდე მოჭადრაკე და ოფიციალური პირი.     
კატეგორია : სამინისტროს სიახლეები თარიღი : 2017 დეკემბერი 25
თბილისის პარასპორტის განვითარების ცენტრში ქართველ პარასპორტსმენებსა და საქართველოს პარლამენტის წევრებს შორის მეგობრული ტურნირი ჩატარდა. სპორტსმენები და კანონმდებლები ერთმანეთს მჯდომარე ფრენბურთში, ეტლით კალათბურთსა და უსინათლოთა ფეხბურთში შეეჯიბრნენ.    
კატეგორია : სამინისტროს სიახლეები თარიღი : 2017 დეკემბერი 25
  თბილისის პარასპორტის განვითარების ცენტრში ქართველ პარასპორტსმენებსა და საქართველოს პარლამენტის წევრებს შორის მეგობრული ტურნირი ჩატარდა. სპორტსმენები და კანონმდებლები ერთმანეთს მჯდომარე ფრენბურთში, ეტლით კალათბურთსა და უსინათლოთა ფეხბურთში შეეჯიბრნენ.    
კატეგორია : სამინისტროს სიახლეები თარიღი : 2017 დეკემბერი 12
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი 2017 წლის მსოფლიოს ჩემპიონებს - ძალოსან ლაშა ტალახაძეს და თავისუფალი სტილით მოჭიდავეებს - გენო პეტრიაშვილს და ზურაბ იაკობიშვილს შეხვდა.
კატეგორია : სამინისტროს სიახლეები თარიღი : 2017 ნოემბერი 30
30 ნოემბერს, გლდანში მდებარე "დკდ"-ს დარბაზში, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი და მინისტრის მოადგილე შალვა გოგოლაძე შეხვდნენ კრივის მწვრთნელებს, რომლებიც კრივის მსოფლიოს ფედერაციის მიერ ორგანიზებულ სემინარში მონაწილეობენ.