სამინისტროში შესაბამისი თანამდებობის პირებთან მოქალაქეთა მიღება: მინისტრი: ხუთშაბათი 15:00 - 17:00 სთ;

ტელეფონი: 2 23 02 03,მისამართი: თბილისი 0134, ჩოლოყაშვილის გამზ. 9;

საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა და ზედამხედველობა. ტელეფონი 2 35 09 97, მეილი: n.udesiani@msy.gov.ge

გულშემატკივრის გამოკითხვა ico
სიახლეების კალენდარი ico
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
01 02 03 04 05 06 07
08 09 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 31        

მინისტრმა პარასპორტსმენებთან ერთად მიმდინარე სეზონი შეაჯამა

თარიღი: 2017 ნოემბერი 20



სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი, საქართველოს პარალიმპიური კომიტეტის პრეზიდენტთან, შალვა მაისურაძესთან და საქართველოს პარლამენტის წევრ რატი იონათამიშვილთან ერთად, თბილისის პარასპორტის განვითარების ცენტრში სხვადასხვა სპორტის სახებაში საქართველოს პარალიმპიური სპორტის წარმომადგენლებს და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე სპორტსმენებს შეხვდა.

შეხვედრაზე მინისტრმა, პარალიმპიური კომიტეტის პრეზიდენტთან ერთად მიმდინარე სპორტული სეზონი და ქართველი პარასპორტსმენების მიერ მოპოვებული წარმატებები შეაჯამა. სამინისტროს მხარდაჭერით, პარალიმპიური კომიტეტის დაფინანსება წლიდან წლამდე გაიზარდა, რაც მიღწეულ შედეგებზეც აისახა, როგორც ინდივიდუალურ, ასევე სათამაშო სახეობებში.

აღსანიშნავია, რომ 2016 წელს რიო დე ჟანეიროს პარალიმპიურ თამაშებზე ძიუდოისტმა ზვიად გოგოჭურმა ოქროს მედლის მოპოვება შეძლო, 2017 წელს კი ეტლით მოფარიკავე ირმა ხეცურიანი მსოფლიოს ჩემპიონი გახდა, რაც ყველაზე დიდი მიღწევებია საქართველოს პარალიმპიური სპორტის ისტორიაში.



შეხვედრას პირველი ქართველი პარალიმპიელი, პეკინის 2008 წლის პარალიმპიური თამაშების მონაწილე იაგო გორგოძე, მსოფლიოს ჩემპიონი და არაერთი საერთაშორისო ტურნირის გამარჯვებული ეტლით ფარიკაობაში ირმა ხეცურიანი, ასევე სპორტის 10-მდე სახეობის პარასპორტსმენები - მოფარიკავეები, ძიუდოისტები, მშვილდოსნები, ფეხბურთელები, ჩოგბურთელები, მოცურავეები, ფრენბურთელები, კალათბურთელები და ძალოსნები ესწრებოდნენ მწვრთნელებთან და ფედერაციების წარმომადგნლებთან ერთად..

2017 წელს ქართველმა პარასპორტსმენებმა მონაწილეობა მიიღეს ფრენბურთისა და უსინათლოთა ფეხბურთის ევროპის ჩემპიონატებზე. პარაფრენბურთელთა ნაკრებმა, რომელიც ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლებსა და საერთაშორისო სამშვიდობო მისიებში დაშავებული ქართველი სამხედროებითაა დაკომპლექტებული, 2017 წელს დიდ წარმატებას მიაღწიეს. როდესაც კანადაში, ქალაქ ტორონტოში გამართული „ძლიერთა თამაშები 2017"-ის (Invictus Games) გამარჯვებულები გახდნენ.

2017 წელს პარასპორტსმენები რამდენიმე სახეობაში მსოფლიოს ჩემპიონატზე იასპარეზებენ, 2018 წლის დასაწყისში კი ქართველი პარალიმპიელების დებიუტი შედგება კორეაში გასამართ ზამთრის პარალიმპიურ თამაშებზე, სადაც საქართველო პირველად წარდგება 2 პარალიმპიელი სპორტსმენით.





სამინისტროს პრესსამსახური

სხვა ახალი ამბები
კატეგორია : სამინისტროს სიახლეები თარიღი : 2018 თებერვალი 23
საქართველოს ნაკრებმა საღამოს ვარჯიში მაიკლ დიქსონთან ერთად ჩაატარა. ამერიკელი მწვრთნელებმა ბოლოდე დატვირთეს და ცხადია კომბინაციების დამუშავების დროსაც მას გამორჩეული ადგილი ეკავა - დიქსონი ხვალინდელ შეხვედრაში ეროვნული გუნდის უმთავრესი იმედია.საქართველოს ნაკრების "შხვეხატ არენაზე"მისვლის შედეგ მოედანი დატოვა ავსტრიის ნაკრებმა.  
კატეგორია : სამინისტროს სიახლეები თარიღი : 2018 თებერვალი 22
23-25 თებერვალს, საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრები ძიუდოში, გერმანიის ქალაქ დიუსელდორფის პრესტიჟულ საერთაშორისო ტურნირზე - დიუსელდორფის გრან სლემზე მიიღებენ მონაწილეობას. დიუსელდორფის გრან სლემზე, მედლებისთვის მსოფლიოს 71 ქვეყნის 500 ძიუდოისტი იბრძოლებს მამაკაცთა და ქალთა შორის. 23, 24 და 25 თებერვალს წინასწარი შეხვედრები 3 ტატამზე თბილისის დროით 13:00 საათიდან დაიწყება, ფინალური ბლოკი კი 20:00 საათიდან აიღებს სტარტს.
კატეგორია : სამინისტროს სიახლეები თარიღი : 2018 თებერვალი 22
საქართველოს ნაკრები ავსტრიასთან მატჩისთვის მზადებას განაგძობს. ეროვნულმა გუნდმა "შვეხატ არენაზე" მეორე ვარჯიში გამართა. საწვრთნელ პროცესში ინტენსიურად არის ჩართული ზუროსის თანაშემწე - გიორგიოს ლიმნიატისი, რომელიც მოთამაშეებთან ინდივიდუალურად მუშაობს.  
კატეგორია : სამინისტროს სიახლეები თარიღი : 2018 თებერვალი 22
საქართველოს კალათბურთელთა ნაკრებმა ვენაში პირველი ვარჯიში გამართა. ილიას ზუროსის გუნდი "შვეხატ არენაზე" 1 საათის და 15 წუთის განმავლობაში დაიტვირთა. ბერძენმა სპეციალისტმა გუნდი კომბინაციებზე ავარჯიშა. დიდი ყურადღება დაეთმო დაცვაში თამაშს და სხვადასხვა ტაქტიკური მონახაზის დამუშავებას. ნაკრების 12-ივე კალათბურთელი თავს კარგად გრძნობს. ერთადერთი ვისაც ტრამვის პრობლემა ჰქონდა, ეს გამოცდილი გამთამაშებელი გიორგი ცინცაძეა, რომელმაც ნაკრების ექიმის თემურ ხვედელიძის განცხადებით რეაბილიტაციის პროცესი წარმატებით გაიარა და 23 თებერვლის მატჩისთვის მზად იქნება. ეროვნულმა გუნდმა ვენაში ერთ-ერთი ლიდერის მაიკლ დიქსონის გარეშე ივარჯიშა. დიქსონი გუნდს ხვალ შეუერთდება და საწვრთნელ პროცესში ჩაერთვება. ზუროსი გუნდს 22 თებერვალს ორჯერ ავარჯიშებს - დილას და საღამოს.  
კატეგორია : სამინისტროს სიახლეები თარიღი : 2018 თებერვალი 21
საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრები ჩარტერული რეისით ავსტრიის დედაქალაქ ვენაში ჩაფრინდა და სასტუმრო "ქორთიარდ მერიოტში" დაბინავდა.