სამინისტროში შესაბამისი თანამდებობის პირებთან მოქალაქეთა მიღება: მინისტრი: ხუთშაბათი 15:00 - 17:00 სთ;

ტელეფონი: 2 23 02 03,მისამართი: თბილისი 0134, ჩოლოყაშვილის გამზ. 9;

საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა და ზედამხედველობა. ტელეფონი 2 35 09 97, მეილი: n.udesiani@msy.gov.ge

გულშემატკივრის გამოკითხვა ico
სიახლეების კალენდარი ico
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
            01
02 03 04 05 06 07 08
09 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31          

მინისტრმა და თბილისის მერმა სასკოლო სპორტული ოლიმპიადის გამარჯვებულები დააჯილდოვეს

თარიღი: 2017 ნოემბერი 28



სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი, თბილისის მერ კახი კალაძესთან, ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტ ლევან კობიაშვილთან და ვითიბი ბანკის გენერალური დირექტორ არჩილ კონცელიძესთან ერთად, ოლიმპიურ პარკში მდებარე ფრენბურთის დარბაზში სასკოლო სპორტული ოლიმპიადის მიმდინარე სეზონის ფუტსალის ფინალურ მატჩს და ახალი, 2018 წლის სეზონის გახსნის ცერემონიას დაესწრო.

მინისტრმა კახი კალაძესთან ერთად ფუტსალის ფინალურ ტურნირში მონაწილე გუნდები დააჯილდოვა. ფუტსალის სასკოლო სპორტული ოლიმპიადის გამარჯვებული თბილისის 149-ე სკოლის გუნდი გახდა, რომელმაც ფინალში მე-2 სკოლის გუნდი 2:1 დაამარცხა და სასკოლო მსოფლიო ჩემპიონატზე თამაშის უფლება მოიპოვა. მომავალ წელს სასკოლო მსოფლიო ჩემპიონატებში ასევე ითამაშებენ  2017 წლის საქართველოს სასკოლო სპორტული ოლიმპიადის გამარჯვებული გუნდები მაგიდის ჩოგბურთში (90-ე საჯარო სკოლა), ბადმინტონში (98-ე საჯარო სკოლა) და გეზრბენში (120-ე საჯარო სკოლა).

სასკოლო სპორტული ოლიმპიადა, საქართველოს ბავშვთა და სასკოლო სპორტის ეროვნული ფედერაციის ორგანიზებით და ვითიბი ბანკის მხარდაჭერით ტარდება, რომელიც ფედერაციის გენერალური სპონსორია. სასკოლო ოლიმპიადა სკოლის მოსწავლეების ყველაზე მასშტაბური სპორტული შეჯიბრია, ის მთელი საქართველოს მასშტაბით 2015 წლიდან იმართება, მონაწილეთა რიცხვი კი ყოველ წელს იმატებს. წლეულს შეჯიბრში მონაწილეობას 1700 სკოლის ასი ათასამდე მოსწავლე იღებდა.

ოლიმპიადა სპორტის 7 სახეობას აერთიანებს, ფინალში გამარჯვებული მოსწავლეები კი სასკოლო მსოფლიო ჩემპიონატებზე მონაწილეობენ, რომელიც მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქში იმართება. 2017 წელს სასკოლო სპორტული ოლიმპიადას ქუთაისმა უმასპინძლა, 2018 წელს კი ეს საპატიო ფუნქცია თბილისს ერგო,

სასკოლო სპორტული ოლიმპიადა, საქართველოს ბავშვთა და სასკოლო სპორტის ეროვნული ფედერაციის ორგანიზებითა და  სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის დახმარებით ტარდება.

























ფოტო: ხატია ჯიჯეიშვილი
სამინისტროს პრესსამსახური

სხვა ახალი ამბები
კატეგორია : სამინისტროს სიახლეები თარიღი : 2018 თებერვალი 23
საქართველოს ნაკრებმა საღამოს ვარჯიში მაიკლ დიქსონთან ერთად ჩაატარა. ამერიკელი მწვრთნელებმა ბოლოდე დატვირთეს და ცხადია კომბინაციების დამუშავების დროსაც მას გამორჩეული ადგილი ეკავა - დიქსონი ხვალინდელ შეხვედრაში ეროვნული გუნდის უმთავრესი იმედია.საქართველოს ნაკრების "შხვეხატ არენაზე"მისვლის შედეგ მოედანი დატოვა ავსტრიის ნაკრებმა.  
კატეგორია : სამინისტროს სიახლეები თარიღი : 2018 თებერვალი 22
23-25 თებერვალს, საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრები ძიუდოში, გერმანიის ქალაქ დიუსელდორფის პრესტიჟულ საერთაშორისო ტურნირზე - დიუსელდორფის გრან სლემზე მიიღებენ მონაწილეობას. დიუსელდორფის გრან სლემზე, მედლებისთვის მსოფლიოს 71 ქვეყნის 500 ძიუდოისტი იბრძოლებს მამაკაცთა და ქალთა შორის. 23, 24 და 25 თებერვალს წინასწარი შეხვედრები 3 ტატამზე თბილისის დროით 13:00 საათიდან დაიწყება, ფინალური ბლოკი კი 20:00 საათიდან აიღებს სტარტს.
კატეგორია : სამინისტროს სიახლეები თარიღი : 2018 თებერვალი 22
საქართველოს ნაკრები ავსტრიასთან მატჩისთვის მზადებას განაგძობს. ეროვნულმა გუნდმა "შვეხატ არენაზე" მეორე ვარჯიში გამართა. საწვრთნელ პროცესში ინტენსიურად არის ჩართული ზუროსის თანაშემწე - გიორგიოს ლიმნიატისი, რომელიც მოთამაშეებთან ინდივიდუალურად მუშაობს.  
კატეგორია : სამინისტროს სიახლეები თარიღი : 2018 თებერვალი 22
საქართველოს კალათბურთელთა ნაკრებმა ვენაში პირველი ვარჯიში გამართა. ილიას ზუროსის გუნდი "შვეხატ არენაზე" 1 საათის და 15 წუთის განმავლობაში დაიტვირთა. ბერძენმა სპეციალისტმა გუნდი კომბინაციებზე ავარჯიშა. დიდი ყურადღება დაეთმო დაცვაში თამაშს და სხვადასხვა ტაქტიკური მონახაზის დამუშავებას. ნაკრების 12-ივე კალათბურთელი თავს კარგად გრძნობს. ერთადერთი ვისაც ტრამვის პრობლემა ჰქონდა, ეს გამოცდილი გამთამაშებელი გიორგი ცინცაძეა, რომელმაც ნაკრების ექიმის თემურ ხვედელიძის განცხადებით რეაბილიტაციის პროცესი წარმატებით გაიარა და 23 თებერვლის მატჩისთვის მზად იქნება. ეროვნულმა გუნდმა ვენაში ერთ-ერთი ლიდერის მაიკლ დიქსონის გარეშე ივარჯიშა. დიქსონი გუნდს ხვალ შეუერთდება და საწვრთნელ პროცესში ჩაერთვება. ზუროსი გუნდს 22 თებერვალს ორჯერ ავარჯიშებს - დილას და საღამოს.  
კატეგორია : სამინისტროს სიახლეები თარიღი : 2018 თებერვალი 21
საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრები ჩარტერული რეისით ავსტრიის დედაქალაქ ვენაში ჩაფრინდა და სასტუმრო "ქორთიარდ მერიოტში" დაბინავდა.