სამინისტროში შესაბამისი თანამდებობის პირებთან მოქალაქეთა მიღება: მინისტრი: ხუთშაბათი 15:00 - 17:00 სთ;

ტელეფონი: 2 23 02 03,მისამართი: თბილისი 0134, ჩოლოყაშვილის გამზ. 9;

საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა და ზედამხედველობა. ტელეფონი 2 35 09 97, მეილი: n.udesiani@msy.gov.ge

გულშემატკივრის გამოკითხვა ico
სიახლეების კალენდარი ico
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
01 02 05 06 07
08 09 12 13 14
15 16 17 19 20 21
22 23 25 26 27 28
29 30 31        

მზადება სწრაფი ჭადრაკის მსოფლიოს ჩემპიონატისთვის

თარიღი: 2017 ნოემბერი 29

29 ნოემბერს, ბიზნესისა და ტექნოლოგიის უნივერსიტეტში სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი შეხვდა სტუდენეტებს და ქალ და ვაჟ მოჭადრაკეთა ეროვნული ნაკრების წევრებს. ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტსა და საქართველოს ჭადრაკის ფედერაციას შორის მიღწეული შეთანხმების საფუძველზე, საქართველოს ქალთა და ვაჟთა ეროვნული ნაკრების მოჭადრაკეები BTU-ში შექმნილ მაღალტექნოლოგიურ ბაზაზე მოემზადებიან.

მზადება სწრაფ ჭადრაკში მსოფლიო ჩემპიონატისთვის გაიმართება, რომელიც საუდის არაბეთში 2017 წლის დეკემბერში ჩატარდება. ეროვნული ნაკრების წევრების მომზადება, უნივერსიტეტში არსებული ბოლო თაობის HP-ს უმძლავრეს, 32 ბირთვიან Z840 მოდელის კომპიუტერების და ვირტუალური რეალობის გამოყენებით მოხდება. შეგახსენებთ, რომ ჩვენი გუნდები ემზადებიან 2018 წლის საჭადრაკო ოლიმპიადისთვისაც, რომელსაც მომავალ წელს საქართველო უმასპინძლებს. 

მინისტრისა და სტუდენტების შეხვედრას დაესწრნენ  - ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტი გია გიორგაძე; ბიზნესისა და ტექნოლოგიის უნივერსიტეტის რექტორი მიხეილ ბატიაშვილი, ზურაბ აზმაიფარაშვილი ევროპის საჭადრაკო კავშირის პრეზიდენტი და ვეტერანი მოჭადრაკე ნონა გაფრინდაშვილი, რომელიც სტუდენტებს ჭადრაკს ეთამაშა.

ტარიელ ხეჩიკაშვილი:" ჭადრაკის ფედერაციას და ტექნოლოგიურ უნივერსიტეტს წარმატებულ, ნაყოფიერ თანამშრომლობას ვუსურვებ. მოჭადრაკეებს შედეგიანი წელი გამოუვიდათ, თუმცა საშეჯიბრო სეზონი გრძელდება და დეკემბერში ორივე ნაკრებს სწრაფ ჭადრაკში მსოფლიოს ჩემპიონატი ელის, რომელიც საუდის არაბეთში ჩატარდება. დიდი იმედი მაქვს, რომ ჩვენი მოჭადრაკეები ამჯერადაც გაგვახარებენ, მითუმეტეს რომ ეროვნული ნაკრების წევრების მომზადება, უნივერსიტეტში არსებული ბოლო თაობის HP-ს უმძლავრესი, კომპიუტერების და ვირტუალური რეალობის გამოყენებით მოხდება.

ჭადრაკის ფედერაციას მომავალ წელს უმნიშვნელოვანესი გამოწვევა ელოდება - ჭადრაკის ოლიმპიადა, რომლის ღირსეულად ჩატარებისთვის უდიდესი სამუშაო შესრულდა. დარწმუნებული ვარ, რომ ეს ღონისძიება, მსგავსად იმ დიდი საერთაშორისო ტურნირებისა, რომელსაც საქართველომ უმასპინძლა უმაღლეს დონეზე ჩაივლის".

ფოტო - ხატია ჯიჯეიშვილი
სამინისტროს პრესსამსახური

 

სხვა ახალი ამბები
კატეგორია : სამინისტროს სიახლეები თარიღი : 2018 იანვარი 18
საქართველო მსოფლიოს 43-ე საჭადრაკო ოლიმპიადისთვის ემზადება. ოლიმპიადა ბათუმში 23 სექტემბიდან 6 ოქტომბის ჩათვლით გაიმართება და მასში მონაწილეობას მიიღებს 180-ზე მეტი ქვეყნის 4 000-მდე მოჭადრაკე და ოფიციალური პირი.     
კატეგორია : სამინისტროს სიახლეები თარიღი : 2017 დეკემბერი 25
თბილისის პარასპორტის განვითარების ცენტრში ქართველ პარასპორტსმენებსა და საქართველოს პარლამენტის წევრებს შორის მეგობრული ტურნირი ჩატარდა. სპორტსმენები და კანონმდებლები ერთმანეთს მჯდომარე ფრენბურთში, ეტლით კალათბურთსა და უსინათლოთა ფეხბურთში შეეჯიბრნენ.    
კატეგორია : სამინისტროს სიახლეები თარიღი : 2017 დეკემბერი 25
  თბილისის პარასპორტის განვითარების ცენტრში ქართველ პარასპორტსმენებსა და საქართველოს პარლამენტის წევრებს შორის მეგობრული ტურნირი ჩატარდა. სპორტსმენები და კანონმდებლები ერთმანეთს მჯდომარე ფრენბურთში, ეტლით კალათბურთსა და უსინათლოთა ფეხბურთში შეეჯიბრნენ.    
კატეგორია : სამინისტროს სიახლეები თარიღი : 2017 დეკემბერი 12
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი 2017 წლის მსოფლიოს ჩემპიონებს - ძალოსან ლაშა ტალახაძეს და თავისუფალი სტილით მოჭიდავეებს - გენო პეტრიაშვილს და ზურაბ იაკობიშვილს შეხვდა.
კატეგორია : სამინისტროს სიახლეები თარიღი : 2017 ნოემბერი 30
30 ნოემბერს, გლდანში მდებარე "დკდ"-ს დარბაზში, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი და მინისტრის მოადგილე შალვა გოგოლაძე შეხვდნენ კრივის მწვრთნელებს, რომლებიც კრივის მსოფლიოს ფედერაციის მიერ ორგანიზებულ სემინარში მონაწილეობენ.