სამინისტროში შესაბამისი თანამდებობის პირებთან მოქალაქეთა მიღება: მინისტრი: ხუთშაბათი 15:00 - 17:00 სთ;

ტელეფონი: 2 23 02 03,მისამართი: თბილისი 0134, ჩოლოყაშვილის გამზ. 9;

საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა და ზედამხედველობა. ტელეფონი 2 35 09 97, მეილი: n.udesiani@msy.gov.ge

გულშემატკივრის გამოკითხვა ico
სიახლეების კალენდარი ico
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
        02 03
08 09 10
13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31

კრივის მსოფლიოს ფედერაციის სემინარი ქართველი მწვრთნელებისთვის

თარიღი: 2017 ნოემბერი 30

30 ნოემბერს, გლდანში მდებარე "დკდ"-ს დარბაზში, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი და მინისტრის მოადგილე შალვა გოგოლაძე შეხვდნენ კრივის მწვრთნელებს, რომლებიც კრივის მსოფლიოს ფედერაციის მიერ ორგანიზებულ სემინარში მონაწილეობენ. სწავლება 26 ნოემბერს დაიწყო და 2 დეკემბერს დასრულდება. 

სემინარი კრივის ეროვნული ფედერაციის ორგანიზებით და სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს, ასევე თბილისის მერიის მხარდაჭერით ტარდება. სემინარში 24 მწვრთნელი მონაწილეობს - 21 ქართველი და 3 რუსი სპეციალისტი, რომლებიც სემინარის დასრულების შემდეგ 1-ლი კატეგორიის ვარსკვლავს მიიღებენ. საერთაშორისო კატეგორიის კრივის მწვრთნელის სულ 3 ვარსკვლავი არსებობს.

მსოფლიო კრივის ფედერაციის (აიბა-ს) გადაწყვეტილებით აღნიშნულ სემინარს ხელმძღვანელობს საერთაშორისო კატეგორიის ინსტრუქტორი ტაჯიკეთიდან - მირზო შამსიევი. სემინარები არის როგორც თეორიული, ასევე პრაქტიკული სახის. 1 კვირიანი თეორიული და პრაქტიკული კურსის შემდეგ მწვრთნელებს ჩაუტარდებათ გამოცდა, რომლის წარმატებით ჩაბარების შემთხვევაში მიენიჭებათ 1-ლი ვარსკვლავი. გამოცდა ჩატარდება 2 დეკემბერს.

ფოტო - ხატია ჯიჯეიშვილი
სამინისტროს პრესსამსახური

სხვა ახალი ამბები
კატეგორია : სამინისტროს სიახლეები თარიღი : 2017 დეკემბერი 12
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი 2017 წლის მსოფლიოს ჩემპიონებს - ძალოსან ლაშა ტალახაძეს და თავისუფალი სტილით მოჭიდავეებს - გენო პეტრიაშვილს და ზურაბ იაკობიშვილს შეხვდა.
კატეგორია : სამინისტროს სიახლეები თარიღი : 2017 ნოემბერი 29
29 ნოემბერს, ბიზნესისა და ტექნოლოგიის უნივერსიტეტში სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი შეხვდა სტუდენეტებს და ქალ და ვაჟ მოჭადრაკეთა ეროვნული ნაკრების წევრებს.  
კატეგორია : სამინისტროს სიახლეები თარიღი : 2017 ნოემბერი 28
სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი, თბილისის მერ კახი კალაძესთან, ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტ ლევან კობიაშვილთან და ვითიბი ბანკის გენერალური დირექტორ არჩილ კონცელიძესთან ერთად, სასკოლო სპორტული ოლიმპიადის მიმდინარე სეზონის ფუტსალის ფინალურ მატჩს და ახალი, 2018 წლის სეზონის გახსნის ცერემონიას დაესწრო.
კატეგორია : სამინისტროს სიახლეები თარიღი : 2017 ნოემბერი 24
24 ნოემბერს, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა ტარიელ ხეჩიკაშვილმა უმასპინძლა თანამედროვე ხუთჭიდის საერთაშორისო კავშირის პრეზიდენტს - დოქტორ კლაუს შორმანს.  
კატეგორია : სამინისტროს სიახლეები თარიღი : 2017 ნოემბერი 20
შეხვედრაზე მინისტრმა, პარალიმპიური კომიტეტის პრეზიდენტთან ერთად მიმდინარე სპორტული სეზონი და ქართველი პარასპორტსმენების მიერ მოპოვებული წარმატებები შეაჯამა.