სამინისტროში შესაბამისი თანამდებობის პირებთან მოქალაქეთა მიღება: მინისტრი: ხუთშაბათი 15:00 - 17:00 სთ;

ტელეფონი: 2 23 02 03,მისამართი: თბილისი 0134, ჩოლოყაშვილის გამზ. 9;

საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა და ზედამხედველობა. ტელეფონი 2 35 09 97, მეილი: n.udesiani@msy.gov.ge

გულშემატკივრის გამოკითხვა ico
სიახლეების კალენდარი ico
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
01 02 05 06 07
08 09 12 13 14
15 16 17 19 20 21
22 23 25 26 27 28
29 30 31        

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მსოფლიოს ჩემპიონებს წარმატება მიულოცა

თარიღი: 2017 დეკემბერი 12



საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი 2017 წლის მსოფლიოს ჩემპიონებს - ძალოსან ლაშა ტალახაძეს და თავისუფალი სტილით მოჭიდავეებს - გენო პეტრიაშვილს და ზურაბ იაკობიშვილს შეხვდა.

პრემიერ-მინისტრთან გამართულ მიღებას სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი - ტარიელ ხეჩიკაშვილი, კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე, ძალოსნობისა და ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტები - კახი კახიაშვილი და გეგა გეგეშიძე და ასევე სპორტსმენთა მწვრთნელები ესწრებოდნენ.

პრემიერ-მინისტრმა წარმატებულ ქართველ სპორტსმენებს მსოფლიო ჩემპიონობა მიულოცა და სამომავლოდ ახალი გამარჯვებები უსურვა.

აღსანიშნავია რომ, 2017 წელი სპორტული შედეგებით საუკეთესო გამოდგა დამოუკიდებელი საქართველოს სპორტის ისტორიაში, მიმდინარე სპორტულ სეზონზე ოლიმპიური სპორტის სახეობებში მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულის მოპოვება 4-მა სპორტსმენმა შეძლო - ლაშა ტალახაძემ (ძალოსნობა), ანასტასია გოტფრიდმა (ძალოსნობა), გენო პეტრიაშვილმა (თავისუფალი ჭიდაობა) და ზურაბ იაკობიშვილმა (თავისუფალი ჭიდაობა).

ლაშა ტალახაძემ (+105 კგ) მსოფლიოს ჩემპიონობის მოპოვებასთან ერთად, მსოფლიოს ახალი რეკორდები დაამყარა ორჭიდსა (477 კგ) და ატაცში (220 კგ), გენო პეტრიაშვილი (125 კგ) მსოფლიოს ჩემპიონი გახდა როგორც დიდებში, ასევე 23-წლამდელებში, ზურაბ იაკობიშვილმა (65 კგ) მსოფლიოს ჩემპიონობა მისთვის სადებიუტო მსოფლიო ჩემპიონატზე მოიპოვა, ანასტასია გოტფრიდი (90 კგ) კი პირველი ქალი სპორტსმენი გახდა, რომელმაც დამოუკიდებელი საქართველოს სახელით მსოფლიო ჩემპიონის ტიტულის მოპოვება შეძლო. (წარმომავლობით უკრაინელი ანასტასია გოტფრიდი ამჟამად საქართველოში არ იმყოფება და თბილისში ჩამოსვლას მოგვიანებით გეგმავს).

ფოტო: პრემიერ-მინისტრის ოფიციალური ფეისბუქ-გვერდიდან
სამინისტროს პრესსამსახური

სხვა ახალი ამბები
კატეგორია : სამინისტროს სიახლეები თარიღი : 2018 იანვარი 18
საქართველო მსოფლიოს 43-ე საჭადრაკო ოლიმპიადისთვის ემზადება. ოლიმპიადა ბათუმში 23 სექტემბიდან 6 ოქტომბის ჩათვლით გაიმართება და მასში მონაწილეობას მიიღებს 180-ზე მეტი ქვეყნის 4 000-მდე მოჭადრაკე და ოფიციალური პირი.     
კატეგორია : სამინისტროს სიახლეები თარიღი : 2017 დეკემბერი 25
თბილისის პარასპორტის განვითარების ცენტრში ქართველ პარასპორტსმენებსა და საქართველოს პარლამენტის წევრებს შორის მეგობრული ტურნირი ჩატარდა. სპორტსმენები და კანონმდებლები ერთმანეთს მჯდომარე ფრენბურთში, ეტლით კალათბურთსა და უსინათლოთა ფეხბურთში შეეჯიბრნენ.    
კატეგორია : სამინისტროს სიახლეები თარიღი : 2017 დეკემბერი 25
  თბილისის პარასპორტის განვითარების ცენტრში ქართველ პარასპორტსმენებსა და საქართველოს პარლამენტის წევრებს შორის მეგობრული ტურნირი ჩატარდა. სპორტსმენები და კანონმდებლები ერთმანეთს მჯდომარე ფრენბურთში, ეტლით კალათბურთსა და უსინათლოთა ფეხბურთში შეეჯიბრნენ.    
კატეგორია : სამინისტროს სიახლეები თარიღი : 2017 ნოემბერი 30
30 ნოემბერს, გლდანში მდებარე "დკდ"-ს დარბაზში, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი და მინისტრის მოადგილე შალვა გოგოლაძე შეხვდნენ კრივის მწვრთნელებს, რომლებიც კრივის მსოფლიოს ფედერაციის მიერ ორგანიზებულ სემინარში მონაწილეობენ.     
კატეგორია : სამინისტროს სიახლეები თარიღი : 2017 ნოემბერი 29
29 ნოემბერს, ბიზნესისა და ტექნოლოგიის უნივერსიტეტში სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი შეხვდა სტუდენეტებს და ქალ და ვაჟ მოჭადრაკეთა ეროვნული ნაკრების წევრებს.