სამინისტროში შესაბამისი თანამდებობის პირებთან მოქალაქეთა მიღება: მინისტრი: ხუთშაბათი 15:00 - 17:00 სთ;

ტელეფონი: 2 23 02 03,მისამართი: თბილისი 0134, ჩოლოყაშვილის გამზ. 9;

საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა და ზედამხედველობა. ტელეფონი 2 35 09 97, მეილი: n.udesiani@msy.gov.ge

გულშემატკივრის გამოკითხვა ico
სიახლეების კალენდარი ico
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
01 02 05 06 07
08 09 12 13 14
15 16 17 19 20 21
22 23 25 26 27 28
29 30 31        

პარასპორტის განვითარების ცენტრმა მეგობრულ ტურნირს უმასპინძლა

თარიღი: 2017 დეკემბერი 25


თბილისის პარასპორტის განვითარების ცენტრში ქართველ პარასპორტსმენებსა და საქართველოს პარლამენტის წევრებს შორის მეგობრული ტურნირი ჩატარდა. სპორტსმენები და კანონმდებლები ერთმანეთს მჯდომარე ფრენბურთში, ეტლით კალათბურთსა და უსინათლოთა ფეხბურთში შეეჯიბრნენ.

ღონისძიებას ესწრებოდნენ საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ გიორგაძე, მინისტრის მოადგილე შალვა გოგოლაძე, პარალიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი შალვა გოგოლაძე, პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ ყაველაშვილი, თბილისის მერიის განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის უფროსი ირაკლი გვილავა და პარლამენტისა და საკრებულოს დეპუტატები.

ტურნირის დაწყებამდე მონაწილეებსა და ღონისძიების სტუმრებს მიხეილ გიორგაძემ მიმართა. მინისტრმა ისაუბრა ღონისძიების მნიშვნელობასა და ქართული პარასპორტის ბოლოდროინდელ მიღწევებზე, ამასთან აღნიშნა რომ სახელმწიფო მომავალშიც აქტიურად დაუჭერს მხარს პარასპორტსმენებს.  

პარლამენტის წევრები თავდაპირველად მჯდომარე ფრენბურთელებს დაუპირისპირდნენ. გუნდი წარმოდგენილი იყო საქართველოს ნაკრების მოთამაშეებით. თავის მხრივ, ნაკრები დაკომპლექტებულია ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლებსა და საერთაშორისო სამშვიდობო მისიებში დაშავებული ქართველი სამხედროებით. 2017 წელს ისინი კანადაში, ქალაქ ტორონტოში გამართული „ძლიერთა თამაშები 2017"-ის (Invictus Games) გამარჯვებულები გახდნენ.       

სამინისტროს პრესსამსახური


 

სხვა ახალი ამბები
კატეგორია : სამინისტროს სიახლეები თარიღი : 2018 იანვარი 18
საქართველო მსოფლიოს 43-ე საჭადრაკო ოლიმპიადისთვის ემზადება. ოლიმპიადა ბათუმში 23 სექტემბიდან 6 ოქტომბის ჩათვლით გაიმართება და მასში მონაწილეობას მიიღებს 180-ზე მეტი ქვეყნის 4 000-მდე მოჭადრაკე და ოფიციალური პირი.     
კატეგორია : სამინისტროს სიახლეები თარიღი : 2017 დეკემბერი 25
თბილისის პარასპორტის განვითარების ცენტრში ქართველ პარასპორტსმენებსა და საქართველოს პარლამენტის წევრებს შორის მეგობრული ტურნირი ჩატარდა. სპორტსმენები და კანონმდებლები ერთმანეთს მჯდომარე ფრენბურთში, ეტლით კალათბურთსა და უსინათლოთა ფეხბურთში შეეჯიბრნენ.    
კატეგორია : სამინისტროს სიახლეები თარიღი : 2017 დეკემბერი 12
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი 2017 წლის მსოფლიოს ჩემპიონებს - ძალოსან ლაშა ტალახაძეს და თავისუფალი სტილით მოჭიდავეებს - გენო პეტრიაშვილს და ზურაბ იაკობიშვილს შეხვდა.
კატეგორია : სამინისტროს სიახლეები თარიღი : 2017 ნოემბერი 30
30 ნოემბერს, გლდანში მდებარე "დკდ"-ს დარბაზში, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი და მინისტრის მოადგილე შალვა გოგოლაძე შეხვდნენ კრივის მწვრთნელებს, რომლებიც კრივის მსოფლიოს ფედერაციის მიერ ორგანიზებულ სემინარში მონაწილეობენ.     
კატეგორია : სამინისტროს სიახლეები თარიღი : 2017 ნოემბერი 29
29 ნოემბერს, ბიზნესისა და ტექნოლოგიის უნივერსიტეტში სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი შეხვდა სტუდენეტებს და ქალ და ვაჟ მოჭადრაკეთა ეროვნული ნაკრების წევრებს.