სამინისტროში შესაბამისი თანამდებობის პირებთან მოქალაქეთა მიღება: მინისტრი: ხუთშაბათი 15:00 - 17:00 სთ;

ტელეფონი: 2 23 02 03,მისამართი: თბილისი 0134, ჩოლოყაშვილის გამზ. 9;

საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა და ზედამხედველობა. ტელეფონი 2 35 09 97, მეილი: n.udesiani@msy.gov.ge

გულშემატკივრის გამოკითხვა ico
სიახლეების კალენდარი ico
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
      03 04
08 10 11
13 16 18
20 22 23 24 25
26 27 28        

ბათუმში ფიდეს ოფიციალური დელეგაცია იმყოფება

თარიღი: 2018 იანვარი 18

საქართველო მსოფლიოს 43-ე საჭადრაკო ოლიმპიადისთვის ემზადება. ოლიმპიადა ბათუმში 23 სექტემბიდან 6 ოქტომბის ჩათვლით გაიმართება და მასში მონაწილეობას მიიღებს 180-ზე მეტი ქვეყნის 4 000-მდე მოჭადრაკე და ოფიციალური პირი.

საჭადრაკო ოლიმპიადის ჩასატარებლად სამთავრობო კომისია შეიქმნება, მანამდე კი ბათუმში საქართველოს მთავრობის წევრებისა და ფიდეს (მსოფლიო საერთაშორისო საჭადრაკო ფედერაცია) ოფიციალური დელეგაციის სამუშაო შეხვედრა გაიმართა. ბათუმს ეწვივნენ კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ გიორგაძე, მინისტრის მოადგილეები კახა კანდელაკი, შალვა გოგოლაძე და მუხრან შამათავა, ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტი გიორგი გიორგაძე და ევროპის საჭადრაკო კავშირის პრეზიდენტი ზურაბ აზმაიფარაშვილი.

ფიდეს დელეგაციას ხელმძღვანელობს ფიდეს პირველი ვიცე-პრეზიდენტი, ფიდეს პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი გეორგიუს მაკროპულოსი ( საბერძნეთი). დელეგაციის წევრები არიან ფიდეს ვიცე-პრეზიდენტი ისრაელ გელფერი (ისრაელი), ფიდეს აღმასრულებელი დირექტორი ჯეფრი ბორგი (მალტა) და ექსპერტი მოშე სლავი (ისრაელი).

აჭარის მთავრობის მეთაურთან, ზურაბ პატარაძესთან და კულტურისა და სპორტის მინისტრ მიხილ გუორგაძესთან ერთად ფიდეს მაღალჩინოსნებმა ბათუმის მშენებარე სპორტის სასახლე დაათვალიერეს, სადაც საჭადრაკო ოლიმპიადის ჩატარება იგეგმება.  აჭარის მთავრობის  ადმინისტრაციაში გამართულ სამუშაო შეხვედრაზე კი მხარეებმა დაგეგმილი ოლიმპიადის საორგანიზაციო საკითხები განიხილეს.

  

მიხეილ გიორგაძე (საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრი):“ ბათუმში შედგა პირველი შეხვედრა ფიდეს ვიცე-პრეზიდენტთან გეორგიუს მაკროპულოსთან და მისი დელეგაციის წევრებთან. ჩვენ დავათვალიერეთ ის დარბაზები, სადაც საჭადრაკო ოლიმპიადა უნდა ჩატარდეს, ასევე დავათვალიერეთ ის ადგილი სადაც ახალი, დამატებითი დარბაზი უნდა აშენდეს. დავსახეთ კონკრეტული სამოქმედო გეგმა. შევთანხმდით იმაზე, რომ შემდეგი ინსპექტირების ვიზიტი მოხდება უკვე მარტში".

ზურაბ პატარაძე (აჭარის მთავრობის თავმჯდომარე):“ საჭადრაკო ოლიმპიადის ბათუმში ჩატარებას  ქვეყნისა და რეგიონის ცნობადობის ამაღლების კუთხით უმნიშვნელოვანესი სპორტული ღონისძიებაა. სპორტის სასახლის მშენებლობა დამამთავრებელ ეტაპზეა, მიმდინარეობს მე-3 დარბაზის მშენებლობა და გარე პერიმეტრის მოწესრიგება. ცენტრალური და რეგიონული მთავრობის ყველა შესაბამისი უწყება ყოველდღიურ რეჟიმში გააგრძელებს მუშაობას ოლიმპიადის ღირსეული მასპინძლობისთვის"

გეორგიუს მაკროპულოსი(ფიდე-ს პირველი ვიცე-პრეზიდენტი):“ ძალიან სასიამოვნო შეხვედრა გვქონდა. ბათუმი ძალიან მომწონს. აქ რამდენჯერმე ვარ ნამყოფი. ბოლოს 4 წლის წინ ვიყავი. ქალაქში მიმდინარე განვითარებამ დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ჩემზე. მჯერა, რომ იმ ადამიანებს, რომლებიც აქ ჩამოვლენ, ძალიან მოეწონებათ ბათუმი. ნაყოფიერი შეხვედრა გვქონდა აჭარის მთავრობაში. მოსამზადებელი სამუშაოები სწორი განრიგით მიმდინარეობს. ერთადერთი რაზეც ვამახვილებთ ყურადღებას, ეს არის დამატებითი შენობის მშენებლობის საკითხი. თუმცა შეხვედრაზე განხილვის დროს მთავრობის თავმჯდომარემ და მინისტრმა აღნიშნეს, რომ ყველაფერი თავის დროზე მოესწრება. ჩვენ მარტში ისევ ჩამოვალთ, რათა მოსამზადებელ სამუშაოებს გავეცნოთ".

მსოფლიოს 43-ე საჭადრაკო ოლიმპიადა ბათუმში 23 სექტემბრიდან 6 ოქტომბრის ჩათვლით გაიმართება და მასში მონაწილეობას მიიღებს 180-ზე მეტი ქვეყნის 4 000-მდე მოჭადრაკე და ოფიციალური პირი. ტურნირის პარალელურად გაიმართება  ფიდეს კონგრესი, მსოფლიო საერთაშორისო საჭადრაკო ფედერაციისა და  ევროპის საჭადრაკო კავშირის პრეზიდენტების არჩევნები. ოლიმპიადის გახსნის ცერემონია შეკვეთილში, „ბლექ სი არენაზე" გაიმართება.

სამინისტროს პრესსამსახური

სხვა ახალი ამბები
კატეგორია : სამინისტროს სიახლეები თარიღი : 2018 თებერვალი 21
საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრები ჩარტერული რეისით ავსტრიის დედაქალაქ ვენაში ჩაფრინდა და სასტუმრო "ქორთიარდ მერიოტში" დაბინავდა.  
კატეგორია : სამინისტროს სიახლეები თარიღი : 2018 თებერვალი 21
  20 თებერვალს,  კულტურისა და სპორტის სამინისტროში  გაიმართა ხელბურთისა და ფუტსალის სასკოლო ოლიმპიადაში გამარჯვებული სკოლის მოსწავლეების გაცილების ცერემონია მსოფლიოს სასკოლო ჩემპიონატზე. ხელბურთის ჩემპიონატი 21 თებერვლიდან 1 მარტის ჩათვლით ყატარის დედაქალაქ დოჰაში გაიმართება, ხოლო ფუტსალის ჩემპიონატს 13 მარტიდან 21 მარტამდე ისრაელის ქალაქი რიშონ ლეზიონი უმასპინძლებს.    
კატეგორია : სამინისტროს სიახლეები თარიღი : 2018 თებერვალი 19
19 თებერვალს, სილიკონი ველი თბილისის ტერიტორიაზე (ვაკე, ბაგები, ჭავჭავაძის #82, „სილიკონი ველი თბილისის" ტერიტორია) ახალი სპორტკომპლექსი გაიხსნა.  
კატეგორია : სამინისტროს სიახლეები თარიღი : 2018 თებერვალი 17
16-17 თებერვალს ბაკურიანი საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის (FIS) ეგიდით სკი კროსში გამართულ შეჯიბრს მასპინძლობს. ღონისძიებას კულტურისა და სპორტის მინისტრის პირველი მოადგილე კახი კანდელაკი და სპორტის პოლიტიკისა და მართვის დეპარტამენტის უფროსი ირაკლი დოლაბერიძე დაესწრნენ. პროცესს ხელმძღვანელობენ საერთაშორისო სპეციალისტები: ავსტრიიდან კლაუს ვალდნერი - ტრასის უფროსი; საფრანგეთიდან  ბესი გირლანდო - ტრასის მშენებელი და FIS -ის დელეგატი გერმანელი რაინარდ რუდოლფ კრამპფელი. ის აერთიანებს  სათხილამურო და სნოუბორდის ფრისტაილს.  
კატეგორია : სამინისტროს სიახლეები თარიღი : 2018 თებერვალი 15
საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ გიორგაძე, პირველ მოადგილე კახი კანდელაკთან ერთად, 15 თებერვალს, სახელოვანი ქართველი ჩოგბურთელის, ლეილა მესხის სახელობის სპორტულ-გამაჯანსაღებელი კომპლექსის გახსნის ცერემონიას დაესწრო.