სამინისტროში შესაბამისი თანამდებობის პირებთან მოქალაქეთა მიღება: მინისტრი: ხუთშაბათი 15:00 - 17:00 სთ;

ტელეფონი: 2 23 02 03,მისამართი: თბილისი 0134, ჩოლოყაშვილის გამზ. 9;

საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა და ზედამხედველობა. ტელეფონი 2 35 09 97, მეილი: n.udesiani@msy.gov.ge

გულშემატკივრის გამოკითხვა ico
სიახლეების კალენდარი ico
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
          01 02
03 04 05 06 07 08 09
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31            

საქართველოს მორაგბეთა ნაკრები რაგბი ევროპის გათამაშებისთვის ემზადება

თარიღი: 2018 თებერვალი 05

5 თებერვალს,"შევარდენის" სანაკრებო ბაზაზე, საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ გიორგაძე და მინისტრის მოადგილე შალვა გოგოლაძე საქართველოს მორაგბეთა ნაკრებს შეხვდნენ. მინისტრს და მინისტრის მოადგილეს, რაგბის კავშირის პრეზიდენტმა გოჩა სვანიძემ უმასპინძლა. შეხვედრას ესწრებოდნენ ნაკრების მწვრთნელები და მენეჯერები. ეროვნული ნაკრები რაგბი ევროპის 2018 წლის გათამაშებისთვის ემზადება.

ახალ ზელანდიელი სპეციალისტის, მილტონ ჰეიგის გაწვრთნილი გუნდი წლის პირველ შეხვედას 10 თებერვალს, ქუთაისში, "აია არენაზე" გამართავს. საქართველოს ნაკრების მეტოქე ბელგიის ნაკრები იქნება. მატჩი 14:00 საათზე დაიწყება. საქართველოს ნაკრები ბელგიასთან მატჩისთვის გაფართოებული 36 კაციანი შემადგენლობით ემზადება, საიდანაც 24 ლეგიონერია, 12 კი საქართველოს ჩემპიონატის, "დიდი 10"-ის მოთამაშე. ამ თამაშიდან ერთ კვირაში, 17 თებერვალს, საქართველო გერმანიას ეწვევა და თბილისის დროით 17:30 საათზე მასპინძელთა ნაკრებს ოფენბახში დაუპირისპირდება.

ბორჯღალოსნებს ბელგიელებთან აქამდე 3-ჯერ, ხოლო გერმანელებთან 6-ჯერ უთამაშიათ და ორივე მეტოქესთან 100%-იანი შედეგი აქვთ. "ბორჯღალოსნები" ნაკრების არსებობის 28-წლიან ისტორიაში ქუთაისში მესამედ ითამაშებენ. პირველი შეხვედრა 1989 წლის 12 სექტემბერს გაიმართა. მაშინ ქუთაისს ზიმბაბვეს ნაკრები ეწვია და საქართველომ პირველ, ისტორიულ მატჩში მეტოქე 16:3 დაამარცხა. 2005 წლის 12 ივნისს, ასევე ქუთაისში  "ბორჯღალოსნებმა" მაშინდელი ერთა თასის ეგიდით გამართულ შეხვედრაში ჩეხეთის ნაკრები მიიღეს, მეტოქეს 11 ლელო გაუტანეს, 75:10 დაამარცხეს და გატანილ-გაშვებული ქულათა უკეთესი სხვაობით წელი პირველ ადგილზე დაასრულეს.

მიხეილ გიორგაძე (კულტურისა და სპორტის მინისტრი):" მივესალმები ჩვენს მორაგბეებს, წარმატებულ სპორტსმენებს,  ადამიანებს, რომლებმაც ქართველ გულშემატკივარს არაერთი გამარჯვება აჩუქეს. მოხარული ვარ თქვენთან შეხვედრით და თითოეულ თქვენთაგანს, უდიდეს პატივისცემას ვუდასტურებ. მინდა გისურვოთ წარმატებული, გამარჯვებებით დატვირთული სეზონი. დარწმუნებული ვარ, შეძლებთ რაგბი ევროპის გათამაშებაში გამარჯვებას და ასევე ანთიმოზ ივერიელის თასის დაბრუნებას, რომელიც ჩვენსა და რუმინეთის ნაკრებს შორის თამაშდება. კარგად ვიცი, რომ ეს წელი უმნიშვნელოვანესია თქვენთვის, როგორც 2019 წლის რაგბის მსოფლიოს თასის მოსამზადებელი ეტაპი.

2015 წელს, ინგლისში გამართულ მსოფლიოს თასზე საოცარი, თავდაუზოგავი ასპარეზობით, ქართველი და ამასთან არაერთი უცხოელი გულშემატკივრის აღფრთოვანება გამოიწვიეთ. შედეგიანმა თამაშმა კი ავტომატურად მოგიტანათ იაპონიაში, 2019 წელს გასამართი მსოფლიოს ჩემპიონატის საგზური. მჯერა, იაპონიაშიც წარმატებით ითამაშებთ და ქართულ რაგბს კიდევ უფრო მაღალ სიმაღლეზე აიყვანთ. ამის თქმის უფლებას მაძლევს, რაგბის კავშირის და სამინისტროს მიერ, სახელმწიფოს მხარდაჭერით განხორციელებული არაერთი, მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტი, რომელმაც ქართული რაგბის განვითარებას ახალი, მძლავრი ბიძგი მისცა და ქართულ რაგბს მსოფლიოს სარაგბო ოჯახში პოზიციები განუმტკიცა".

სამინისტროს პრესსამსახური

სხვა ახალი ამბები
კატეგორია : სამინისტროს სიახლეები თარიღი : 2018 თებერვალი 23
საქართველოს ნაკრებმა საღამოს ვარჯიში მაიკლ დიქსონთან ერთად ჩაატარა. ამერიკელი მწვრთნელებმა ბოლოდე დატვირთეს და ცხადია კომბინაციების დამუშავების დროსაც მას გამორჩეული ადგილი ეკავა - დიქსონი ხვალინდელ შეხვედრაში ეროვნული გუნდის უმთავრესი იმედია.საქართველოს ნაკრების "შხვეხატ არენაზე"მისვლის შედეგ მოედანი დატოვა ავსტრიის ნაკრებმა.  
კატეგორია : სამინისტროს სიახლეები თარიღი : 2018 თებერვალი 22
23-25 თებერვალს, საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრები ძიუდოში, გერმანიის ქალაქ დიუსელდორფის პრესტიჟულ საერთაშორისო ტურნირზე - დიუსელდორფის გრან სლემზე მიიღებენ მონაწილეობას. დიუსელდორფის გრან სლემზე, მედლებისთვის მსოფლიოს 71 ქვეყნის 500 ძიუდოისტი იბრძოლებს მამაკაცთა და ქალთა შორის. 23, 24 და 25 თებერვალს წინასწარი შეხვედრები 3 ტატამზე თბილისის დროით 13:00 საათიდან დაიწყება, ფინალური ბლოკი კი 20:00 საათიდან აიღებს სტარტს.
კატეგორია : სამინისტროს სიახლეები თარიღი : 2018 თებერვალი 22
საქართველოს ნაკრები ავსტრიასთან მატჩისთვის მზადებას განაგძობს. ეროვნულმა გუნდმა "შვეხატ არენაზე" მეორე ვარჯიში გამართა. საწვრთნელ პროცესში ინტენსიურად არის ჩართული ზუროსის თანაშემწე - გიორგიოს ლიმნიატისი, რომელიც მოთამაშეებთან ინდივიდუალურად მუშაობს.  
კატეგორია : სამინისტროს სიახლეები თარიღი : 2018 თებერვალი 22
საქართველოს კალათბურთელთა ნაკრებმა ვენაში პირველი ვარჯიში გამართა. ილიას ზუროსის გუნდი "შვეხატ არენაზე" 1 საათის და 15 წუთის განმავლობაში დაიტვირთა. ბერძენმა სპეციალისტმა გუნდი კომბინაციებზე ავარჯიშა. დიდი ყურადღება დაეთმო დაცვაში თამაშს და სხვადასხვა ტაქტიკური მონახაზის დამუშავებას. ნაკრების 12-ივე კალათბურთელი თავს კარგად გრძნობს. ერთადერთი ვისაც ტრამვის პრობლემა ჰქონდა, ეს გამოცდილი გამთამაშებელი გიორგი ცინცაძეა, რომელმაც ნაკრების ექიმის თემურ ხვედელიძის განცხადებით რეაბილიტაციის პროცესი წარმატებით გაიარა და 23 თებერვლის მატჩისთვის მზად იქნება. ეროვნულმა გუნდმა ვენაში ერთ-ერთი ლიდერის მაიკლ დიქსონის გარეშე ივარჯიშა. დიქსონი გუნდს ხვალ შეუერთდება და საწვრთნელ პროცესში ჩაერთვება. ზუროსი გუნდს 22 თებერვალს ორჯერ ავარჯიშებს - დილას და საღამოს.  
კატეგორია : სამინისტროს სიახლეები თარიღი : 2018 თებერვალი 21
საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრები ჩარტერული რეისით ავსტრიის დედაქალაქ ვენაში ჩაფრინდა და სასტუმრო "ქორთიარდ მერიოტში" დაბინავდა.