სამინისტროში შესაბამისი თანამდებობის პირებთან მოქალაქეთა მიღება: მინისტრი: ხუთშაბათი 15:00 - 17:00 სთ;

ტელეფონი: 2 23 02 03,მისამართი: თბილისი 0134, ჩოლოყაშვილის გამზ. 9;

საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა და ზედამხედველობა. ტელეფონი 2 35 09 97, მეილი: n.udesiani@msy.gov.ge

გულშემატკივრის გამოკითხვა ico
სიახლეების კალენდარი ico
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
      03 04
08 10 11
13 16 18
20 22 23 24 25
26 27 28        

სამძიმარი: გარდაიცვალა თამაზ თევზაძე

თარიღი: 2018 თებერვალი 06

თამაზ თევზაძე

დაიბადა 1950 წლის 6 სექტემბერს

მისი მთელი ცხოვრება სპორტს უკავშირდება. ახალგაზრდობიდან თბილისის „ქარიშხალას" ხელბურთის გუნდში მეკარედ თამაშობდა და ახალგაზრდულ ნაკრებშიც იყო გამოძახებული. 1993 წლიდან აქტიურად ჩაება ოლიმპიურ მოძრაობაში და იმ დღიდან მოყოლებული სპორტის სამყაროში სუფთა ხელებით მოსული იდეალებითა და რეფორმების დაუოკებელი წყურვილით შემკობილი ადამიანი სპორტისთვის 25 წლიანი ამაგის შემდეგ სუფთა ხელებით წავიდა. ოლიმპიური მოძრაობიდან მან სპორტის სახელმწიფო მართვის სფეროში გააგრძელა სპორტისთვის მსახურება და ორჯერ იყო სპორტზე პასუხისმგებელი მინისტრის მოადგილე და ერთხელ მრჩეველი. მის სახელს უკავშირდება მრავალი მნიშვნელოვანი, როგორც საერთაშორისო ასევე ეროვნული პროგრამა/პროექტი, მათ შორის ყველაზე მნიშნელოვანი მასობრივი სპორტული პროექტებია „Open Fun Football" და „სასკოლო სპორტული ოლიმპიადა". მისი ინიციატივით და საერთაშორისო პარტნიორების ხელშეწყობით საქართველოში პირველად დაფუძნდა „ეროვნული ანტიდოპინგური სააგენტო". ასევე მის სახელს უკავშირდება საქართველოში პირველად „ბავშვთა სპორტის განვითარების სტრატეგიისა" და „სპორტს სახელმწიფო პოლიტიკის დოკუმენტის" შემუშავება.

იგი ასევე იყო მრავალი სიახლისა და რეფორმის ინიციატორი, ისეთების როგორებიცაა: "Fair Play" ფედერაციის დაფუძნება; სპორტსმენთა სადაზღვევო სისტემის შემოღება; სპორტული ორგანიზაციების დაფინანსების ალტერნატიული სისტემის ჩამოყალიბება; სპორტის სახელმწიფო მართვის თანამედროვე ევროპული სისტემის დანერგვა; ოლიმპიური მოძრაობისა და სპორტის ერთ ქოლგა ორგანიზაციად „სპორტის მუშტად" გაერთიანება და მრავალი სხვა... სპორტში თეორიული საქმიანობის გარდა  აქტიურად  იყო  ჩართული  საქართველოს ხელბურთის ეროვნულ ფედერაციაში, სადაც 1998-2008წ.წ. სხვადასხვა თანამდებობებს იკვაებდა, იყო გენ./მდივანი, ვიცე-პრეზიდენტი და პრეზიდენტი; ევროპის ხელბურთის ფედერაციის დელეგატი. ასევე ევროსაბჭოს სპორტის განვითარების კომიტეტის ექსპერტ-დელეგატი.

აღნიშნულის გარდა კიდევ მრავალი რამ შეიძლება დავწეროთ ქართულ სპორტში მის მოღვაწეობასთან დაკავშირებით, თუმცა ყველაზე მთავარი მაინც მისი გულწრფელი და ღია მუშაობის პრინციპები გახლავთ, რომლისთვისაც სიცოცხლის ბოლო წუთამდე არ უღალატია! ყოფილი ხელბურთელი და მომავალში სპორტის სფეროს უღალატო მეგობარი, სრულიად უანგაროდ ემსახურა ამ საქმეს, რასაც ქვია ქართული სპორტის უპირობო, სწრაფი და ეფექტიანი განვითარება. მისი წასვლით, ქართულმა სპორტმა მნიშვნელოვანი დანაკარგი განიცადა, წამყვანი ევროპული ქვეყნების სპორტის მართვის მოდელთან დაახლოვების გზაზე.

 

პანაშვიდები: 6 და 7 თებერვალს. დაკრძალვა 8 თებერვალს 14:00 საათზე.

გამოსვენება: 8 თებერვალს 14:00 საათზე. ფანასკერტელის ქ.#19, 1 სადარბაზო, მე-სართ.

სხვა ახალი ამბები
კატეგორია : სამინისტროს სიახლეები თარიღი : 2018 თებერვალი 21
საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრები ჩარტერული რეისით ავსტრიის დედაქალაქ ვენაში ჩაფრინდა და სასტუმრო "ქორთიარდ მერიოტში" დაბინავდა.  
კატეგორია : სამინისტროს სიახლეები თარიღი : 2018 თებერვალი 21
  20 თებერვალს,  კულტურისა და სპორტის სამინისტროში  გაიმართა ხელბურთისა და ფუტსალის სასკოლო ოლიმპიადაში გამარჯვებული სკოლის მოსწავლეების გაცილების ცერემონია მსოფლიოს სასკოლო ჩემპიონატზე. ხელბურთის ჩემპიონატი 21 თებერვლიდან 1 მარტის ჩათვლით ყატარის დედაქალაქ დოჰაში გაიმართება, ხოლო ფუტსალის ჩემპიონატს 13 მარტიდან 21 მარტამდე ისრაელის ქალაქი რიშონ ლეზიონი უმასპინძლებს.    
კატეგორია : სამინისტროს სიახლეები თარიღი : 2018 თებერვალი 19
19 თებერვალს, სილიკონი ველი თბილისის ტერიტორიაზე (ვაკე, ბაგები, ჭავჭავაძის #82, „სილიკონი ველი თბილისის" ტერიტორია) ახალი სპორტკომპლექსი გაიხსნა.  
კატეგორია : სამინისტროს სიახლეები თარიღი : 2018 თებერვალი 17
16-17 თებერვალს ბაკურიანი საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის (FIS) ეგიდით სკი კროსში გამართულ შეჯიბრს მასპინძლობს. ღონისძიებას კულტურისა და სპორტის მინისტრის პირველი მოადგილე კახი კანდელაკი და სპორტის პოლიტიკისა და მართვის დეპარტამენტის უფროსი ირაკლი დოლაბერიძე დაესწრნენ. პროცესს ხელმძღვანელობენ საერთაშორისო სპეციალისტები: ავსტრიიდან კლაუს ვალდნერი - ტრასის უფროსი; საფრანგეთიდან  ბესი გირლანდო - ტრასის მშენებელი და FIS -ის დელეგატი გერმანელი რაინარდ რუდოლფ კრამპფელი. ის აერთიანებს  სათხილამურო და სნოუბორდის ფრისტაილს.  
კატეგორია : სამინისტროს სიახლეები თარიღი : 2018 თებერვალი 15
საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ გიორგაძე, პირველ მოადგილე კახი კანდელაკთან ერთად, 15 თებერვალს, სახელოვანი ქართველი ჩოგბურთელის, ლეილა მესხის სახელობის სპორტულ-გამაჯანსაღებელი კომპლექსის გახსნის ცერემონიას დაესწრო.