სამინისტროში შესაბამისი თანამდებობის პირებთან მოქალაქეთა მიღება: მინისტრი: ხუთშაბათი 15:00 - 17:00 სთ;

ტელეფონი: 2 23 02 03,მისამართი: თბილისი 0134, ჩოლოყაშვილის გამზ. 9;

საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა და ზედამხედველობა. ტელეფონი 2 35 09 97, მეილი: n.udesiani@msy.gov.ge

გულშემატკივრის გამოკითხვა ico
სიახლეების კალენდარი ico
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
          01 02
03 04 05 06 07 08 09
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31            

მიხეილ გიორგაძემ გორში სპორტული ინფრასტრუქტურის მშენებლობა დაათვალიერა

თარიღი: 2018 თებერვალი 06



გორში, თელავსა და ბათუმში უპრეცედენტო მასშტაბის სპორტული ინფრასტრუქტურის მშენებლობა დასასრულს უახლოვდება. 

6 თებერვალს სარემონტო სამუშაოების ფინალური ეტაპი კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ გიორგაძემ, კანადური სამშენებლო კომპანიის „ბეჰლენ ინდასთრი" პრეზიდენტმა და მფლობელმა, პოლ კანინგემმა და შიდა ქართლის გუბერნატორმა კახა სამხარაძემ დაათვალიერეს.

ღონისძიებას ესწრებოდნენ პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ ყაველაშვილი, გუბერნატორის ადმინისტრაციის, ადგილობრივი თვითმმართველობისა და საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლები, ვეტერანი და მოქმედი სპორტსმენები, სპორტული ჟურნალისტები.



სამივე პროექტის საერთო ღირებულება 34 მილიონ დოლარს აღწევს. თელავსა და გორში დიდი დარბაზი 1 500 მაყურებელს დაიტევს, პატარა - 500, ხოლო ბათუმში დიდი დარბაზი 2 500, პატარა 500 მაყურებელზეა გათვლილი. სპორტის სასახლეების მიმდებარედ დასასვენებელი სკვერების მოწყობაც იგეგმება. 

"გორში, თელავსა და ბათუმში უპრეცედენტო სპორტული ინფრასტრუქტურის მშენებლობა პრაქტიკულად დასასრულს მიუახლოვდა. სამივე ქალაქში მშენებარე სპორტული ობიექტები მრავალფუნქციური სპორტული დარბაზებია, რომლის მშენებლობას კანადური ფირმა „ბეჰლენ ინდასთრი" ახორციელებს.

საქართველოს მთავრობასთან შეთანხმების ფარგლებში, თავად კომპანიამ დააფინანსა ამ ობიექტების მშენებლობაც და მოიზიდა საჭირო საკრედიტო რესურსი. ვფიქრობ, ასეთი მასშტაბური პროექტის განხორციელება კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯია როგორც საქართველოსა და კანადას შორის ურთიერთობების გაღრმავების პროცესში, ასევე სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარების და კანადური ინვესტიციების მოზიდვის პროცესში.

დიდი მადლობას ვუხდი კომპანიის მფლობელს და პრეზიდენტს, პოლ კანინგემს ასეთი აქტიური ჩართულობისთვის და ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის. როგორც მოგეხსენებათ, ჩვენი მთავრობის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი სპორტის ხელმისაწვდომობა და მასობრიობის გაზრდაა, სპორტული ინფრასტრუქტურის მშენებლობა კი მთელი ქვეყნის მასშტაბით სასიცოცხლოდ აუცილებელია. ხოლო, როდესაც ჩვენ გორზე ვსაუბრობთ, ამ ქალაქს და ზოგადად, ამ რეგიონის სპორტულ ტრადიციებს ნამდვილად ეკუთვნის  მულტიფუნქციური, მაღალტექნოლოგიური, საერთაშორისო სტანდარტების სპორტული ობიექტი." - განაცხადა კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ გიორგაძემ.











მაღალტექნოლოგიური ენერგოეფექტური თანამედროვე სპორტული ობიექტები  კანადური კომპანიის „ბეჰლენ ინდასთრი" მიერ შენდება, რომელიც წარმოადგენს ფართომალიანი ნაგებობების უმსხვილეს მწარმოებელს კანადაში. კომპანია აღიარებული ლიდერია ასაწყობი ფოლადის შენობების დამზადების სფეროში გლობალური მასშტაბით და მას დიდი გამოცდილება გააჩნია.

ბეჰლენსა და საქართველოს მთავრობას შორის მიღწეული შეთანხმების ფარგლებში, პროექტი დაფინანსდა ბეჰლენის მიერ, რომელმაც პროექტისთვის საჭირო გრძელვადიანი საკრედიტო რესურსი თავად უზრუნველყო.

პროექტი საფუძველს უყრის საქართველოსა და კანადას შორის საქმიანი ურთიერთობების განვითარებას, და მისი წარმატება, საქართველოს ინფრასტრუქტურაში კანადური ინვესტიციების ზრდის სამომავლო გარანტიაა. ხელშეკრულება სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს, შპს „სპორტმშენსერვისსა" და კანადურ კომპანიას BEHLENINDUSTRIES LP-ს შორის 2016 წლის 4 ოქტომბერს გაფორმდა.

პარალელურად, თბილისსა და ქუთაისში საფეხბურთო და სარაგბო 10 მოედნის მშენებლობა მიმდინარეობს. პროექტის ღირებულებაა 10 700 000 ლარი. საერთო ჯამში, კულტურისა და სპორტის სამინისტროს  მშენებარე სპორტულ ობიექტზე დასაქმებულია 1 000-მდე ადამიანი.

 

ფოტო: გელა ბედიანაშვილი
სამინისტროს პრესსამსახური

სხვა ახალი ამბები
კატეგორია : სამინისტროს სიახლეები თარიღი : 2018 თებერვალი 23
საქართველოს ნაკრებმა საღამოს ვარჯიში მაიკლ დიქსონთან ერთად ჩაატარა. ამერიკელი მწვრთნელებმა ბოლოდე დატვირთეს და ცხადია კომბინაციების დამუშავების დროსაც მას გამორჩეული ადგილი ეკავა - დიქსონი ხვალინდელ შეხვედრაში ეროვნული გუნდის უმთავრესი იმედია.საქართველოს ნაკრების "შხვეხატ არენაზე"მისვლის შედეგ მოედანი დატოვა ავსტრიის ნაკრებმა.  
კატეგორია : სამინისტროს სიახლეები თარიღი : 2018 თებერვალი 22
23-25 თებერვალს, საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრები ძიუდოში, გერმანიის ქალაქ დიუსელდორფის პრესტიჟულ საერთაშორისო ტურნირზე - დიუსელდორფის გრან სლემზე მიიღებენ მონაწილეობას. დიუსელდორფის გრან სლემზე, მედლებისთვის მსოფლიოს 71 ქვეყნის 500 ძიუდოისტი იბრძოლებს მამაკაცთა და ქალთა შორის. 23, 24 და 25 თებერვალს წინასწარი შეხვედრები 3 ტატამზე თბილისის დროით 13:00 საათიდან დაიწყება, ფინალური ბლოკი კი 20:00 საათიდან აიღებს სტარტს.
კატეგორია : სამინისტროს სიახლეები თარიღი : 2018 თებერვალი 22
საქართველოს ნაკრები ავსტრიასთან მატჩისთვის მზადებას განაგძობს. ეროვნულმა გუნდმა "შვეხატ არენაზე" მეორე ვარჯიში გამართა. საწვრთნელ პროცესში ინტენსიურად არის ჩართული ზუროსის თანაშემწე - გიორგიოს ლიმნიატისი, რომელიც მოთამაშეებთან ინდივიდუალურად მუშაობს.  
კატეგორია : სამინისტროს სიახლეები თარიღი : 2018 თებერვალი 22
საქართველოს კალათბურთელთა ნაკრებმა ვენაში პირველი ვარჯიში გამართა. ილიას ზუროსის გუნდი "შვეხატ არენაზე" 1 საათის და 15 წუთის განმავლობაში დაიტვირთა. ბერძენმა სპეციალისტმა გუნდი კომბინაციებზე ავარჯიშა. დიდი ყურადღება დაეთმო დაცვაში თამაშს და სხვადასხვა ტაქტიკური მონახაზის დამუშავებას. ნაკრების 12-ივე კალათბურთელი თავს კარგად გრძნობს. ერთადერთი ვისაც ტრამვის პრობლემა ჰქონდა, ეს გამოცდილი გამთამაშებელი გიორგი ცინცაძეა, რომელმაც ნაკრების ექიმის თემურ ხვედელიძის განცხადებით რეაბილიტაციის პროცესი წარმატებით გაიარა და 23 თებერვლის მატჩისთვის მზად იქნება. ეროვნულმა გუნდმა ვენაში ერთ-ერთი ლიდერის მაიკლ დიქსონის გარეშე ივარჯიშა. დიქსონი გუნდს ხვალ შეუერთდება და საწვრთნელ პროცესში ჩაერთვება. ზუროსი გუნდს 22 თებერვალს ორჯერ ავარჯიშებს - დილას და საღამოს.  
კატეგორია : სამინისტროს სიახლეები თარიღი : 2018 თებერვალი 21
საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრები ჩარტერული რეისით ავსტრიის დედაქალაქ ვენაში ჩაფრინდა და სასტუმრო "ქორთიარდ მერიოტში" დაბინავდა.