სამინისტროში შესაბამისი თანამდებობის პირებთან მოქალაქეთა მიღება: მინისტრი: ხუთშაბათი 15:00 - 17:00 სთ;

ტელეფონი: 2 23 02 03,მისამართი: თბილისი 0134, ჩოლოყაშვილის გამზ. 9;

საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა და ზედამხედველობა. ტელეფონი 2 35 09 97, მეილი: n.udesiani@msy.gov.ge

გულშემატკივრის გამოკითხვა ico
სიახლეების კალენდარი ico
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
            01
02 03 04 05 06 07 08
09 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30            

ზამთრის ოლიმპიური თამაშები ოფიციალურად გაიხსნება

თარიღი: 2018 თებერვალი 09

9-25 თებერვალს კორეის ქალაქ პიონჩანგში ზამთრის XXIII ოლიმპიური თამაშები გაიმართება, სადაც მსოფლიოს 93 ქვეყნის 3 000 სპორტსმენი მიიღებს მონაწილეობას.

ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე  საქართველოს ოლიმპიური გუნდი 4 სპორტსმენით იასპარეზებს - იასონ აბრამაშვილი (სამთო-სათხილამურო სპორტი), ნინო წიკლაური (სამთო-სათხილამურო სპორტი), გიორგი სოღოიანი (საციგაო სპორტი) და მორის ყვითელაშვილი (ფიგურული ციგურაობა). 9 თებერვალს, თბილისის დროით 15:00 საათზეზამთრის ოლიმპიური თამაშები ოფიციალურად გაიხსნება. ოლიმპიადის გახსნის ცერემონიას დაესწრებიან კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ გიორგაძე და მინისტრის მოადგილე შალვა გოგოლაძე.

კორეაში იმყოფებიან საქართველოს ოლიმპიური დელეგაციის წევრები - ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის ხელმძღვანელები, სპორტული ფედერაციების პრეზიდენტები, მწვრთნელები და ჟურნალისტები.

პიონჩანგის ოლიმპიურ სოფელში საქართველოს სახელმწიფო დროშის აღმართვის ცერემონიალი ჩატარდა 8 თებერვალს. ქართველი სპორტმენები თამაშებში 11 თებერვლიდან ჩაერთვებიან.



ქართველი სპორტსმენები ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე 1956 წლიდან გამოდიან. პირველი ქართველი ოლიმპიელი ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე იყო ტრამპლინიდან მხტომელი კობა წაქაძე, რომლის დებიუტი შედგა 1956 წელს კორტინა დამპეცოს (იტალია) ოლიმპიურ თამაშებზე. კობა წაქაძემ 4 ოლიმპიურ თამაშებზე იასპარეზა (1956,1960,1964,1972), მისი საუკეთესო შედეგია მე-9 ადგილი.

ჯამში, ქართველ სპორტსმენებს მონაწილეობა მიღებული აქვთ ზამთრის 10 ოლიმპიურ თამაშებზე (1956-2014  წლები), სულ ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე საქართველოდან 18 ოლიმპიელი მონაწილეობდა. დამოუკიდებელი საქართველოს ოლიმპიურ დელეგაციას ოლიმპიურ თამაშებზე დებიუტი 1994 წელს ლილეჰამერში (ნორვეგია) ჰქონდა. დამოუკიდებელი საქართველოს სახელით, ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე საუკეთესო შედეგი ელენე გედევანიშვილს აქვს დაფიქსირებული - 2006 წლის ტურინის (იტალია) ოლიმპიადაზე ელენე გედევანიშვილმა ფიგურულ ციგურაობაში მე-10 ადგილი დაიკავა. პიონჩანგის ოლიმპიადა დამოუკიდებელი საქართველოს ოლიმპიური გუნდისთვის ზამთრის მეშვიდე თამაშებია.

სამინისტროს პრესსამსახური

სხვა ახალი ამბები
კატეგორია : სამინისტროს სიახლეები თარიღი : 2018 თებერვალი 23
საქართველოს ნაკრებმა საღამოს ვარჯიში მაიკლ დიქსონთან ერთად ჩაატარა. ამერიკელი მწვრთნელებმა ბოლოდე დატვირთეს და ცხადია კომბინაციების დამუშავების დროსაც მას გამორჩეული ადგილი ეკავა - დიქსონი ხვალინდელ შეხვედრაში ეროვნული გუნდის უმთავრესი იმედია.საქართველოს ნაკრების "შხვეხატ არენაზე"მისვლის შედეგ მოედანი დატოვა ავსტრიის ნაკრებმა.  
კატეგორია : სამინისტროს სიახლეები თარიღი : 2018 თებერვალი 22
23-25 თებერვალს, საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრები ძიუდოში, გერმანიის ქალაქ დიუსელდორფის პრესტიჟულ საერთაშორისო ტურნირზე - დიუსელდორფის გრან სლემზე მიიღებენ მონაწილეობას. დიუსელდორფის გრან სლემზე, მედლებისთვის მსოფლიოს 71 ქვეყნის 500 ძიუდოისტი იბრძოლებს მამაკაცთა და ქალთა შორის. 23, 24 და 25 თებერვალს წინასწარი შეხვედრები 3 ტატამზე თბილისის დროით 13:00 საათიდან დაიწყება, ფინალური ბლოკი კი 20:00 საათიდან აიღებს სტარტს.
კატეგორია : სამინისტროს სიახლეები თარიღი : 2018 თებერვალი 22
საქართველოს ნაკრები ავსტრიასთან მატჩისთვის მზადებას განაგძობს. ეროვნულმა გუნდმა "შვეხატ არენაზე" მეორე ვარჯიში გამართა. საწვრთნელ პროცესში ინტენსიურად არის ჩართული ზუროსის თანაშემწე - გიორგიოს ლიმნიატისი, რომელიც მოთამაშეებთან ინდივიდუალურად მუშაობს.  
კატეგორია : სამინისტროს სიახლეები თარიღი : 2018 თებერვალი 22
საქართველოს კალათბურთელთა ნაკრებმა ვენაში პირველი ვარჯიში გამართა. ილიას ზუროსის გუნდი "შვეხატ არენაზე" 1 საათის და 15 წუთის განმავლობაში დაიტვირთა. ბერძენმა სპეციალისტმა გუნდი კომბინაციებზე ავარჯიშა. დიდი ყურადღება დაეთმო დაცვაში თამაშს და სხვადასხვა ტაქტიკური მონახაზის დამუშავებას. ნაკრების 12-ივე კალათბურთელი თავს კარგად გრძნობს. ერთადერთი ვისაც ტრამვის პრობლემა ჰქონდა, ეს გამოცდილი გამთამაშებელი გიორგი ცინცაძეა, რომელმაც ნაკრების ექიმის თემურ ხვედელიძის განცხადებით რეაბილიტაციის პროცესი წარმატებით გაიარა და 23 თებერვლის მატჩისთვის მზად იქნება. ეროვნულმა გუნდმა ვენაში ერთ-ერთი ლიდერის მაიკლ დიქსონის გარეშე ივარჯიშა. დიქსონი გუნდს ხვალ შეუერთდება და საწვრთნელ პროცესში ჩაერთვება. ზუროსი გუნდს 22 თებერვალს ორჯერ ავარჯიშებს - დილას და საღამოს.  
კატეგორია : სამინისტროს სიახლეები თარიღი : 2018 თებერვალი 21
საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრები ჩარტერული რეისით ავსტრიის დედაქალაქ ვენაში ჩაფრინდა და სასტუმრო "ქორთიარდ მერიოტში" დაბინავდა.