სამინისტროში შესაბამისი თანამდებობის პირებთან მოქალაქეთა მიღება: მინისტრი: ხუთშაბათი 15:00 - 17:00 სთ;

ტელეფონი: 2 23 02 03,მისამართი: თბილისი 0134, ჩოლოყაშვილის გამზ. 9;

საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა და ზედამხედველობა. ტელეფონი 2 35 09 97, მეილი: n.udesiani@msy.gov.ge

გულშემატკივრის გამოკითხვა ico
სიახლეების კალენდარი ico
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
      03 04
08 10 11
13 16 18
20 22 23 24 25
26 27 28        

პიონჩანგის ზამთრის XXIII ოლიმპიური თამაშები ოფიციალურად გაიხსნა

თარიღი: 2018 თებერვალი 12

პიონჩანგში საზეიმოდ გაიხსნა 2018 წლის ზამთრის XXIII ოლიმპიური თამაშები. ორსაათიან თვალწარმტაც ცერემონიას  პირდაპირი ეთერით თვალს ადევნებდა 200-მდე ქვეყნის ტელემაყურებელი, უშუალოდ ოლიმპიურ სტადიონზე კი - 35 000 ადამიანი. ეს ხუთკუთხა სტადიონი სპეციალურად ააშენეს ოლიმპიური თამაშებისა და პარალიმპური თამაშების გახსნა-დახურვის ცერემონიალებისთვის.

გახსნის ოფიციალურ ცერემონიას დაესწრნენ - კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ გიორგაძე და მინისტრის მოადგილე შალვა გოგოლაძე. ჩვენს დელეგაციას საქართველოს დროშით წინ მოუძღოდა  მოციგურავე მორის ყვითელაშვლი, რომელიც თამაშების გახსნამდე რამდენიმე საათით ადრე ჩამოფრინდა იაპონიიდან.

მასთან ერთად აღლუმში მონაწილეობდნენ ჩვენი სხვა ოლიმპიელები - ნინო წიკლაური, იასონ აბრამაშვილი და გიორგი სოღოიანი, აგრეთვე მათი მწვრთნელები და ოლიმპიური მისიის ხელმძღვანელი მამუკა ხაბარელი.

სტადიონზე შეკრებილ საზოგადოებას ოფიციალური სიტყვით მიმართეს პიონჩანგ-2018-ის საორგანიზაციო კომიტეტის თავმჯდომარემ ლი ჰი-ბომმა და საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა თომას ბახმა. შესრულდა ოლიმპიური ქარტიით გათვალისწინებული სხვა რიტუალებიც, რასაც წინ უძღოდა სპორტული დელეგაციების აღლუმი, რომლებმაც ტრიბუნების წინ ჩაიარეს კორეული ანბანის შესაბამისი თანმიმდევრობით. ტრადიციისამებრ, აღლუმი გახსნეს ოლიმპიური თამაშების სამშობლოს - საბერძნეთის წარმომადგენლებმა.

თამაშებში სულ 92 ქვეყნის დელეგაცია მონაწილეობს, გარდა ამისა, რუსი სპორტსმენები ნეიტრალური ოლიმპიური დროშით („ოლიმპიელი ათლეტები რუსეთიდან") გამოდიან, სამხრეთ და ჩრდილოეთ კორეის სპორტსმენები კი აღლუმზე ერთ გუნდად წარსდგნენ, ოღონდ - ორი მედროშით.

სწორედ მათი გამოსვლით დასრულდა ზეიმის ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი.2018 წლის ზამთრის XXIII თამაშები გახსნილად გამოაცხადა სამხრეთ კორეის რესპუბლიკის პრეზიდენტმა მუნ ჩჟე ინმა.  ოლიმპიური ცეცხლის დანთების პატივი ერგო ფიგურულ სრიალში ვანკუვერის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონს  იუ ნა კიმს.

სამინისტროს პრესსამსახური

სხვა ახალი ამბები
კატეგორია : სამინისტროს სიახლეები თარიღი : 2018 თებერვალი 21
საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრები ჩარტერული რეისით ავსტრიის დედაქალაქ ვენაში ჩაფრინდა და სასტუმრო "ქორთიარდ მერიოტში" დაბინავდა.  
კატეგორია : სამინისტროს სიახლეები თარიღი : 2018 თებერვალი 21
  20 თებერვალს,  კულტურისა და სპორტის სამინისტროში  გაიმართა ხელბურთისა და ფუტსალის სასკოლო ოლიმპიადაში გამარჯვებული სკოლის მოსწავლეების გაცილების ცერემონია მსოფლიოს სასკოლო ჩემპიონატზე. ხელბურთის ჩემპიონატი 21 თებერვლიდან 1 მარტის ჩათვლით ყატარის დედაქალაქ დოჰაში გაიმართება, ხოლო ფუტსალის ჩემპიონატს 13 მარტიდან 21 მარტამდე ისრაელის ქალაქი რიშონ ლეზიონი უმასპინძლებს.    
კატეგორია : სამინისტროს სიახლეები თარიღი : 2018 თებერვალი 19
19 თებერვალს, სილიკონი ველი თბილისის ტერიტორიაზე (ვაკე, ბაგები, ჭავჭავაძის #82, „სილიკონი ველი თბილისის" ტერიტორია) ახალი სპორტკომპლექსი გაიხსნა.  
კატეგორია : სამინისტროს სიახლეები თარიღი : 2018 თებერვალი 17
16-17 თებერვალს ბაკურიანი საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის (FIS) ეგიდით სკი კროსში გამართულ შეჯიბრს მასპინძლობს. ღონისძიებას კულტურისა და სპორტის მინისტრის პირველი მოადგილე კახი კანდელაკი და სპორტის პოლიტიკისა და მართვის დეპარტამენტის უფროსი ირაკლი დოლაბერიძე დაესწრნენ. პროცესს ხელმძღვანელობენ საერთაშორისო სპეციალისტები: ავსტრიიდან კლაუს ვალდნერი - ტრასის უფროსი; საფრანგეთიდან  ბესი გირლანდო - ტრასის მშენებელი და FIS -ის დელეგატი გერმანელი რაინარდ რუდოლფ კრამპფელი. ის აერთიანებს  სათხილამურო და სნოუბორდის ფრისტაილს.  
კატეგორია : სამინისტროს სიახლეები თარიღი : 2018 თებერვალი 15
საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ გიორგაძე, პირველ მოადგილე კახი კანდელაკთან ერთად, 15 თებერვალს, სახელოვანი ქართველი ჩოგბურთელის, ლეილა მესხის სახელობის სპორტულ-გამაჯანსაღებელი კომპლექსის გახსნის ცერემონიას დაესწრო.