სამინისტროში შესაბამისი თანამდებობის პირებთან მოქალაქეთა მიღება: მინისტრი: ხუთშაბათი 15:00 - 17:00 სთ;

ტელეფონი: 2 23 02 03,მისამართი: თბილისი 0134, ჩოლოყაშვილის გამზ. 9;

საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა და ზედამხედველობა. ტელეფონი 2 35 09 97, მეილი: n.udesiani@msy.gov.ge

გულშემატკივრის გამოკითხვა ico
სიახლეების კალენდარი ico
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
          01 02
03 04 05 06 07 08 09
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30

ბაკურიანი საერთაშორისო ტურნირს „SKI CROSS“ მასპინძლობს

თარიღი: 2018 თებერვალი 17

16-17 თებერვალს ბაკურიანი საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის (FIS) ეგიდით სკი კროსში გამართულ შეჯიბრს მასპინძლობს. ღონისძიებას კულტურისა და სპორტის მინისტრის პირველი მოადგილე კახი კანდელაკი და სპორტის პოლიტიკისა და მართვის დეპარტამენტის უფროსი ირაკლი დოლაბერიძე დაესწრნენ. პროცესს ხელმძღვანელობენ საერთაშორისო სპეციალისტები: ავსტრიიდან კლაუს ვალდნერი - ტრასის უფროსი; საფრანგეთიდან  ბესი გირლანდო - ტრასის მშენებელი და FIS -ის დელეგატი გერმანელი რაინარდ რუდოლფ კრამპფელი. ის აერთიანებს  სათხილამურო და სნოუბორდის ფრისტაილს. 2010 წლიდან  სკი კროსი (ski cross) ოლიმპიური სპორტის დისციპლინაა. ტურნირი ოთხი სპორტსმენის ერთდროულ მონაწილეობას გულისხმობს, რომლებმაც დაახლოებით ერთკილომეტრიანი მანძილი მინიმალურ დროში უნდა დაფარონ.  სანახაობრივად ძალზედ მიმზიდველი და საინტერესო შეჯიბრი, სპორტსმენებისგან მაქსიმალურ კონცენტრაციას და საგანგებო ფიზიკურ მომზადებას მოითხოვს. საერთაშორისო ტურნირში მონაწილეობის მისაღებად რეგისტრაცია ავსტრიიდან, ჩეხეთიდან, სლოვაკეთიდან, ყაზახეთიდან, ინგლისიდან და ავსტრალიიდან გაიარეს. შეჯიბრში 4 ქართველი მოთხილამურე მონაწილეობს: დავით თედიაშვილი, დავით გავა, ლაშა კურტანიძე და ბესიკ ჩართოლანი. ეს ტურნირი პირველი ნაბიჯია 2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საქართველოში ჩასატარებლად. ბაკურიანში სკი კროსის წარმატებით ჩატარება, საქართველოს უხსნის გზას სხვა აპლიკანტი ქვეყნების რიგში საპატიო ადგილი მოიპოვოს. ბაკურიანში სკი კროსში შეჯიბრი საქართველოს სათხილამურო ფედერაციის, კულტურისა და სპორტის სამინისტროს, მთის კურორტების განვითარების კომპანიის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს და კომპანია „სილქნეტის" ძალისხმევითა და მხარდაჭერით გაიმართა.

შეჯიბრის პირველი ეტაპის გამარჯვებულები:

1 ადგილი -გრაფ ბერნჰარდი (ავსტრია)

2 ადგილი-დუგლას კროუფორდი (ავსტრალია)

3 ადგილი-ულრიჩ ჰოჩკოგლერი (ავსტრია)

 

შეჯიბრის   გამარჯვებულები

1     ადგილი- თომას ჰარასერი (ავსტრია)

2     ადგილი-ულრიჩ ჰოჩკოგლერი (ავსტრია)

3     ადგილი -გრაფ ბერნჰარდი (ავსტრია)

 

სამინისტროს პრესსამსახური

 

 

სხვა ახალი ამბები
კატეგორია : სამინისტროს სიახლეები თარიღი : 2018 თებერვალი 23
საქართველოს ნაკრებმა საღამოს ვარჯიში მაიკლ დიქსონთან ერთად ჩაატარა. ამერიკელი მწვრთნელებმა ბოლოდე დატვირთეს და ცხადია კომბინაციების დამუშავების დროსაც მას გამორჩეული ადგილი ეკავა - დიქსონი ხვალინდელ შეხვედრაში ეროვნული გუნდის უმთავრესი იმედია.საქართველოს ნაკრების "შხვეხატ არენაზე"მისვლის შედეგ მოედანი დატოვა ავსტრიის ნაკრებმა.  
კატეგორია : სამინისტროს სიახლეები თარიღი : 2018 თებერვალი 22
23-25 თებერვალს, საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრები ძიუდოში, გერმანიის ქალაქ დიუსელდორფის პრესტიჟულ საერთაშორისო ტურნირზე - დიუსელდორფის გრან სლემზე მიიღებენ მონაწილეობას. დიუსელდორფის გრან სლემზე, მედლებისთვის მსოფლიოს 71 ქვეყნის 500 ძიუდოისტი იბრძოლებს მამაკაცთა და ქალთა შორის. 23, 24 და 25 თებერვალს წინასწარი შეხვედრები 3 ტატამზე თბილისის დროით 13:00 საათიდან დაიწყება, ფინალური ბლოკი კი 20:00 საათიდან აიღებს სტარტს.
კატეგორია : სამინისტროს სიახლეები თარიღი : 2018 თებერვალი 22
საქართველოს ნაკრები ავსტრიასთან მატჩისთვის მზადებას განაგძობს. ეროვნულმა გუნდმა "შვეხატ არენაზე" მეორე ვარჯიში გამართა. საწვრთნელ პროცესში ინტენსიურად არის ჩართული ზუროსის თანაშემწე - გიორგიოს ლიმნიატისი, რომელიც მოთამაშეებთან ინდივიდუალურად მუშაობს.  
კატეგორია : სამინისტროს სიახლეები თარიღი : 2018 თებერვალი 22
საქართველოს კალათბურთელთა ნაკრებმა ვენაში პირველი ვარჯიში გამართა. ილიას ზუროსის გუნდი "შვეხატ არენაზე" 1 საათის და 15 წუთის განმავლობაში დაიტვირთა. ბერძენმა სპეციალისტმა გუნდი კომბინაციებზე ავარჯიშა. დიდი ყურადღება დაეთმო დაცვაში თამაშს და სხვადასხვა ტაქტიკური მონახაზის დამუშავებას. ნაკრების 12-ივე კალათბურთელი თავს კარგად გრძნობს. ერთადერთი ვისაც ტრამვის პრობლემა ჰქონდა, ეს გამოცდილი გამთამაშებელი გიორგი ცინცაძეა, რომელმაც ნაკრების ექიმის თემურ ხვედელიძის განცხადებით რეაბილიტაციის პროცესი წარმატებით გაიარა და 23 თებერვლის მატჩისთვის მზად იქნება. ეროვნულმა გუნდმა ვენაში ერთ-ერთი ლიდერის მაიკლ დიქსონის გარეშე ივარჯიშა. დიქსონი გუნდს ხვალ შეუერთდება და საწვრთნელ პროცესში ჩაერთვება. ზუროსი გუნდს 22 თებერვალს ორჯერ ავარჯიშებს - დილას და საღამოს.  
კატეგორია : სამინისტროს სიახლეები თარიღი : 2018 თებერვალი 21
საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრები ჩარტერული რეისით ავსტრიის დედაქალაქ ვენაში ჩაფრინდა და სასტუმრო "ქორთიარდ მერიოტში" დაბინავდა.