სამინისტროში შესაბამისი თანამდებობის პირებთან მოქალაქეთა მიღება: მინისტრი: ხუთშაბათი 15:00 - 17:00 სთ;

ტელეფონი: 2 23 02 03,მისამართი: თბილისი 0134, ჩოლოყაშვილის გამზ. 9;

საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა და ზედამხედველობა. ტელეფონი 2 35 09 97, მეილი: n.udesiani@msy.gov.ge

გულშემატკივრის გამოკითხვა ico
სიახლეების კალენდარი ico
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
  01 02 03 04 05 06
07 08 09 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31      

თბილისში ახალი საწყლოსნო კომპლექსი გაიხსნა

თარიღი: 2018 თებერვალი 19

19 თებერვალს, სილიკონი ველი თბილისის ტერიტორიაზე (ვაკე, ბაგები, ჭავჭავაძის #82, „სილიკონი ველი თბილისის" ტერიტორია) ახალი სპორტკომპლექსი გაიხსნა. კომპლექსი მართვაში გადაეცა წყალბურთის კლუბ „დინამო თბილისის" აკადემიას, რომელიც ცურვისა და წყალბურთის სწავლებას საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად გამართავს.

სპორტკომპლექის გახსნის ცერემონიაში მონაწილეობა მიიღეს  - კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ გიორგაძემ, მინისტრის პირველმა მოადგილემ კახი კანდელაკმა, მოადგილემ შალვა გოგოლაძემ და სპორტის პოლიტიკისა და მართვის დეპარტამენტის უფროსმა ირაკლი დოლაბერიძემ. ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ საწყლოსნო სახეობათა ფედერაციის პრეზიდენტი დავით რურუა და "დინამო თბილისის" დამფუძნებლები, საქართველოს წყალბურთის ნაკრების წევრები - ზურაბ რურუა, გიორგი ხვედელიანი და მიხეილ ბაღათურია.

ბავშვთა სავარჯიშო სპორტული პროგრამის შედგენაში მოწვეული უცხოელი ექსპერტები და საქართველოს საწყლოსნო სპორტის სახეობათა ფედერაცია მონაწილეობდნენ. პროგრამის განხორციელებასა და ვარჯიშებში საქართველოს წყალბურთელთა და მოცურავეთა ეროვნული ნაკრები გუნდების მოქმედი წევრები არიან ჩართული. „დინამო თბილისის" აკადემია მოსამზადებლად მიიღებს აღსაზრდელებს 3-დან 13 წლამდე. ახლადაშენებული სპორტული კომპლექსი ორ საცურაო აუზს და სპორტულ დარბაზს აერთიანებს. 

 

მიხეილ გიორგაძე: " მიხარია, რომ თბილისში, "სილიკონ ველის" ტერიტორიაზე ახალი სპორტული კომპლექსი გაიხსნა, რომელიც მოიცავს ორ საცურაო აუზს და ერთ სავარჯიშო დარბაზს. კომპლექსი მართვაში გადაეცემა "დინამო თბილისის" აკადემიას, რომელიც 3-დან 13-წლამდე ბავშვებს ცურვაში და წყალბურთში საერთაშორისო სტანდარტებით მოამზადებს. მინდა მადლობა გადავუხადო კერძო სექტორს, რომელიც ჩართულია სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარებაში, რაც ჩვენთვის უაღრესად მნიშვნელოვანია, რადგან სპორტის ხელმისაწვდომობა, მასობრიობის გაზრდა, ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიაცია, სამინისტროს ერთი-ერთი პრიორიტეტია და მიხარია, რომ ბავშვებს ასეთ კომფორტულ პირობებში ვარჯიშის საშუალება ექნებათ". 

ფოტო - ხატია ჯიჯეიშვილი
სამინისტროს პრესსამსახური

სხვა ახალი ამბები
კატეგორია : სამინისტროს სიახლეები თარიღი : 2018 თებერვალი 23
საქართველოს ნაკრებმა საღამოს ვარჯიში მაიკლ დიქსონთან ერთად ჩაატარა. ამერიკელი მწვრთნელებმა ბოლოდე დატვირთეს და ცხადია კომბინაციების დამუშავების დროსაც მას გამორჩეული ადგილი ეკავა - დიქსონი ხვალინდელ შეხვედრაში ეროვნული გუნდის უმთავრესი იმედია.საქართველოს ნაკრების "შხვეხატ არენაზე"მისვლის შედეგ მოედანი დატოვა ავსტრიის ნაკრებმა.  
კატეგორია : სამინისტროს სიახლეები თარიღი : 2018 თებერვალი 22
23-25 თებერვალს, საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრები ძიუდოში, გერმანიის ქალაქ დიუსელდორფის პრესტიჟულ საერთაშორისო ტურნირზე - დიუსელდორფის გრან სლემზე მიიღებენ მონაწილეობას. დიუსელდორფის გრან სლემზე, მედლებისთვის მსოფლიოს 71 ქვეყნის 500 ძიუდოისტი იბრძოლებს მამაკაცთა და ქალთა შორის. 23, 24 და 25 თებერვალს წინასწარი შეხვედრები 3 ტატამზე თბილისის დროით 13:00 საათიდან დაიწყება, ფინალური ბლოკი კი 20:00 საათიდან აიღებს სტარტს.
კატეგორია : სამინისტროს სიახლეები თარიღი : 2018 თებერვალი 22
საქართველოს ნაკრები ავსტრიასთან მატჩისთვის მზადებას განაგძობს. ეროვნულმა გუნდმა "შვეხატ არენაზე" მეორე ვარჯიში გამართა. საწვრთნელ პროცესში ინტენსიურად არის ჩართული ზუროსის თანაშემწე - გიორგიოს ლიმნიატისი, რომელიც მოთამაშეებთან ინდივიდუალურად მუშაობს.  
კატეგორია : სამინისტროს სიახლეები თარიღი : 2018 თებერვალი 22
საქართველოს კალათბურთელთა ნაკრებმა ვენაში პირველი ვარჯიში გამართა. ილიას ზუროსის გუნდი "შვეხატ არენაზე" 1 საათის და 15 წუთის განმავლობაში დაიტვირთა. ბერძენმა სპეციალისტმა გუნდი კომბინაციებზე ავარჯიშა. დიდი ყურადღება დაეთმო დაცვაში თამაშს და სხვადასხვა ტაქტიკური მონახაზის დამუშავებას. ნაკრების 12-ივე კალათბურთელი თავს კარგად გრძნობს. ერთადერთი ვისაც ტრამვის პრობლემა ჰქონდა, ეს გამოცდილი გამთამაშებელი გიორგი ცინცაძეა, რომელმაც ნაკრების ექიმის თემურ ხვედელიძის განცხადებით რეაბილიტაციის პროცესი წარმატებით გაიარა და 23 თებერვლის მატჩისთვის მზად იქნება. ეროვნულმა გუნდმა ვენაში ერთ-ერთი ლიდერის მაიკლ დიქსონის გარეშე ივარჯიშა. დიქსონი გუნდს ხვალ შეუერთდება და საწვრთნელ პროცესში ჩაერთვება. ზუროსი გუნდს 22 თებერვალს ორჯერ ავარჯიშებს - დილას და საღამოს.  
კატეგორია : სამინისტროს სიახლეები თარიღი : 2018 თებერვალი 21
საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრები ჩარტერული რეისით ავსტრიის დედაქალაქ ვენაში ჩაფრინდა და სასტუმრო "ქორთიარდ მერიოტში" დაბინავდა.