სამინისტროში შესაბამისი თანამდებობის პირებთან მოქალაქეთა მიღება: მინისტრი: ხუთშაბათი 15:00 - 17:00 სთ;

ტელეფონი: 2 23 02 03,მისამართი: თბილისი 0134, ჩოლოყაშვილის გამზ. 9;

საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა და ზედამხედველობა. ტელეფონი 2 35 09 97, მეილი: n.udesiani@msy.gov.ge

გულშემატკივრის გამოკითხვა ico
სიახლეების კალენდარი ico
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
          01 02
03 04 05 06 07 08 09
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30

საქართველოს კალათბურთელთა ნაკრები ვენაში ჩაფრინდა

თარიღი: 2018 თებერვალი 21

საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრები ჩარტერული რეისით ავსტრიის დედაქალაქ ვენაში ჩაფრინდა და სასტუმრო "ქორთიარდ მერიოტში" დაბინავდა. ნაკრებს აეროპორტში დახვდა ავსტრიაში საქართველოს დესპანი გია ტაბატაძე. ეროვნული გუნდი მსოფლიოს 2019 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მე-3 ტურის მატჩს 23 თებერვალს ავსტრიის ნაკრებთან გამართავს.

გერმანიის და სერბეთის ნაკრებებთან მარცხის შემდეგ ქართველი კალათბურთელებისთვის ავსტრიის ნაკრებთან შეხვედრა უმნიშვნელოვანესია. ილიას ზუროსის გუნდი საღამოს, ადგილობრივი დროით 18:00 საათზე "სვეჩატ არენაზე" ივარჯიშებს. 23 თებერვალს, ამავე არენაზე ჩატარდება ავსტრიისა და საქართველოს ნაკრებების დაპირისპირება, რომელიც თბილისის დროით 21:00 საათზე დაიწყება. ეროვნულ ნაკრებს მასპინძელთა ნაკრებთან შეხვედრაში 100-მდე ქართველი გულშემატკივარი უქომაგებს. ავსტრიასთან მატჩს დაესწრებიან საქართველოს საელჩოს თანამშრომლები. აღსანიშნავია, რომ ნაკრები ავსტრიაში გადახალისებული შემადგენლობით ჩავიდა და ავსტრიასთან რთული მატჩი ელის. ნაკრებს ტრამვების გამო გამოაკლდნენ - ბექა ბურჯანაძე, დუდა სანაძე და კაპიტანი მანუჩარ მარკოიშვილი. ფიბას და ევროლიგის შეუთანხმებლობის გამო კი გუნდს ვერ დაეხმარებიან თორნიკე შენგელია და გიორგი შერმადინი, რომელთა გუნდებიც 22 თებერვალს ევროლიგის ტურს თამაშობენ. ეროვნული გუნდი ავსტრიასთან მატჩის შემდეგ თბილისში გამოფრინდება და გერმანიასთან შეხვედრისთვის მზადებას თბილისის სპორტის სასახლეში გააგრძელებს. მატჩი 25 თებერვალს შედგება.

 

 

ლექსო მაისურაძე
სპეციალურად msy.gov.ge-სთვის ვენიდან

 

 

სხვა ახალი ამბები
კატეგორია : სამინისტროს სიახლეები თარიღი : 2018 თებერვალი 23
საქართველოს ნაკრებმა საღამოს ვარჯიში მაიკლ დიქსონთან ერთად ჩაატარა. ამერიკელი მწვრთნელებმა ბოლოდე დატვირთეს და ცხადია კომბინაციების დამუშავების დროსაც მას გამორჩეული ადგილი ეკავა - დიქსონი ხვალინდელ შეხვედრაში ეროვნული გუნდის უმთავრესი იმედია.საქართველოს ნაკრების "შხვეხატ არენაზე"მისვლის შედეგ მოედანი დატოვა ავსტრიის ნაკრებმა.  
კატეგორია : სამინისტროს სიახლეები თარიღი : 2018 თებერვალი 22
23-25 თებერვალს, საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრები ძიუდოში, გერმანიის ქალაქ დიუსელდორფის პრესტიჟულ საერთაშორისო ტურნირზე - დიუსელდორფის გრან სლემზე მიიღებენ მონაწილეობას. დიუსელდორფის გრან სლემზე, მედლებისთვის მსოფლიოს 71 ქვეყნის 500 ძიუდოისტი იბრძოლებს მამაკაცთა და ქალთა შორის. 23, 24 და 25 თებერვალს წინასწარი შეხვედრები 3 ტატამზე თბილისის დროით 13:00 საათიდან დაიწყება, ფინალური ბლოკი კი 20:00 საათიდან აიღებს სტარტს.
კატეგორია : სამინისტროს სიახლეები თარიღი : 2018 თებერვალი 22
საქართველოს ნაკრები ავსტრიასთან მატჩისთვის მზადებას განაგძობს. ეროვნულმა გუნდმა "შვეხატ არენაზე" მეორე ვარჯიში გამართა. საწვრთნელ პროცესში ინტენსიურად არის ჩართული ზუროსის თანაშემწე - გიორგიოს ლიმნიატისი, რომელიც მოთამაშეებთან ინდივიდუალურად მუშაობს.  
კატეგორია : სამინისტროს სიახლეები თარიღი : 2018 თებერვალი 22
საქართველოს კალათბურთელთა ნაკრებმა ვენაში პირველი ვარჯიში გამართა. ილიას ზუროსის გუნდი "შვეხატ არენაზე" 1 საათის და 15 წუთის განმავლობაში დაიტვირთა. ბერძენმა სპეციალისტმა გუნდი კომბინაციებზე ავარჯიშა. დიდი ყურადღება დაეთმო დაცვაში თამაშს და სხვადასხვა ტაქტიკური მონახაზის დამუშავებას. ნაკრების 12-ივე კალათბურთელი თავს კარგად გრძნობს. ერთადერთი ვისაც ტრამვის პრობლემა ჰქონდა, ეს გამოცდილი გამთამაშებელი გიორგი ცინცაძეა, რომელმაც ნაკრების ექიმის თემურ ხვედელიძის განცხადებით რეაბილიტაციის პროცესი წარმატებით გაიარა და 23 თებერვლის მატჩისთვის მზად იქნება. ეროვნულმა გუნდმა ვენაში ერთ-ერთი ლიდერის მაიკლ დიქსონის გარეშე ივარჯიშა. დიქსონი გუნდს ხვალ შეუერთდება და საწვრთნელ პროცესში ჩაერთვება. ზუროსი გუნდს 22 თებერვალს ორჯერ ავარჯიშებს - დილას და საღამოს.  
კატეგორია : სამინისტროს სიახლეები თარიღი : 2018 თებერვალი 21
  20 თებერვალს,  კულტურისა და სპორტის სამინისტროში  გაიმართა ხელბურთისა და ფუტსალის სასკოლო ოლიმპიადაში გამარჯვებული სკოლის მოსწავლეების გაცილების ცერემონია მსოფლიოს სასკოლო ჩემპიონატზე. ხელბურთის ჩემპიონატი 21 თებერვლიდან 1 მარტის ჩათვლით ყატარის დედაქალაქ დოჰაში გაიმართება, ხოლო ფუტსალის ჩემპიონატს 13 მარტიდან 21 მარტამდე ისრაელის ქალაქი რიშონ ლეზიონი უმასპინძლებს.