სამინისტროში შესაბამისი თანამდებობის პირებთან მოქალაქეთა მიღება: მინისტრი: ხუთშაბათი 15:00 - 17:00 სთ;

ტელეფონი: 2 23 02 03,მისამართი: თბილისი 0134, ჩოლოყაშვილის გამზ. 9;

საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა და ზედამხედველობა. ტელეფონი 2 35 09 97, მეილი: n.udesiani@msy.gov.ge

გულშემატკივრის გამოკითხვა ico
სიახლეების კალენდარი ico
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
          01 02
03 04 05 06 07 08 09
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30

საქართველოს ნაკრებმა “შვეხატ არენაზე“ ივარჯიშა

თარიღი: 2018 თებერვალი 22

საქართველოს კალათბურთელთა ნაკრებმა ვენაში პირველი ვარჯიში გამართა. ილიას ზუროსის გუნდი "შვეხატ არენაზე" 1 საათის და 15 წუთის განმავლობაში დაიტვირთა. ბერძენმა სპეციალისტმა გუნდი კომბინაციებზე ავარჯიშა. დიდი ყურადღება დაეთმო დაცვაში თამაშს და სხვადასხვა ტაქტიკური მონახაზის დამუშავებას. ნაკრების 12-ივე კალათბურთელი თავს კარგად გრძნობს. ერთადერთი ვისაც ტრამვის პრობლემა ჰქონდა, ეს გამოცდილი გამთამაშებელი გიორგი ცინცაძეა, რომელმაც ნაკრების ექიმის თემურ ხვედელიძის განცხადებით რეაბილიტაციის პროცესი წარმატებით გაიარა და 23 თებერვლის მატჩისთვის მზად იქნება. ეროვნულმა გუნდმა ვენაში ერთ-ერთი ლიდერის მაიკლ დიქსონის გარეშე ივარჯიშა. დიქსონი გუნდს ხვალ შეუერთდება და საწვრთნელ პროცესში ჩაერთვება. ზუროსი გუნდს 22 თებერვალს ორჯერავარჯიშებს-დილას და საღამოს.დილით გუნდი ტრენაჟორების დარბაზს მიაკითხავს, შემდეგ ტყორცნებზე წაივარჯიშებს. საღამოს უფრო ინტენსიური წვრთნა იქნება. ბერძენი სპეციალისტი მატჩამდე დარჩენილ დროის სიმწირეს განიცდის. ზუროსს ძალიან მცირე დრო აქვს, პრაქტიკულად ახალი გუნდის შესაკვრელად და შესათამაშებლად, რაც მარტივი ამოცანა ნამდვილად არ არის. ავსტრიამ ჩვენი გუნდის მსგავსად შესარჩევი ეტაპის ორივე მატჩი დათმო, მაგრამ იოლი მეტოქე მაინც არ გახლავთ. მასპინძლები გამარჯვების მოსაპვებლად ბევრს იბრძოლებენ. სავარაუდოდ, სრულად გაივსება ტრიბუნები, რომელიც 3 ათას ადამიანს იტევს. საქართველოს საელჩოს ორგანიზებით ტრიბუნებზე 100-მდე ქათველიც იქნება.

პაატა გურასპაული (კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტი):" რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია ორივე მატჩი, თუმცა ჩვენი ყურადღება ახლა ავსტრიასთან მატჩისკენ არის მიმართული.ხვალ ჩამოვა მაიკლ დიქოსონი და 12-ივე მოთამაშე, მართლაც რომ შეებრძოლება ავსტრიის ნაკრებს. ვუყურებ გუნდს, სამწვრთნელო შტაბს და დარწმუნებული ვარ, რომ ეს ადამიანები ყველაფერს გაიღებენ გამარჯვების მოსაპოვებლად. მძიმე ბრძოლა გველის, მაგრამ გვჯერა ჩვენი ბიჭების".

გიორგი ცინცაძე (ნაკრების კალათბურთელი):" ახლა ნამდვილად არ ვფიქრობთ გერმანიასთან მატჩზე. მთელი კონცენტრაცია ავსტრიასთან დაპირისპირებაზე გვაქვს გაკეთებული და იმედია რომ გავიმარჯვებთ. რაც შეეხება ჩემს ფორმას, ნამდვილად არ ვარ სასურველ სათამაშო ფორმაში, მაგრამ ვფიქრობ რომ ჩემი გამოცდილების და მონდომების ხარჯზე, გუნდს სარგებელს მოვუტან".

ნიკოლოზ ცქიტიშვილი (ნაკრების კალათბურთელი):" ახლა ნამდვილადუკეთესად შეთამაშებულები ვართ. ორივე მატჩი მოსაგებია,მაგრამ აქცენტს მაინც ავსტრიასთან შეხვედრაზე ვაკეთებთ. ეს გუნდი გამოირჩევა მაღალი მოთამაშეებით, ცენტრები კარგი ბიჭები არიან, მაგრამ ჩვენ მოედანზე მოსაგებად გავდივართ და იმედია, რომ სასურველ შედეგს მივიღებთ".

თემურ ხვედელიძე (ნაკრების ექიმი):" ნაკრები სრული დატვირთვით ემზადება. ერთადერთი გიორგი ცინცაძე შემოგვიერთდა ტრამვით, მაგრამ ისიც ფორმაში შედის და გუნდი 23 თებერვლის მატჩს სრულ მზადყოფნაში შეხვდება".

ლექსო მაისურაძე
სპეციალურად
msy.gov.ge-სთვის ვენიდან

სამინისტროს პრესსამსახური

 

 

სხვა ახალი ამბები
კატეგორია : სამინისტროს სიახლეები თარიღი : 2018 თებერვალი 23
საქართველოს ნაკრებმა საღამოს ვარჯიში მაიკლ დიქსონთან ერთად ჩაატარა. ამერიკელი მწვრთნელებმა ბოლოდე დატვირთეს და ცხადია კომბინაციების დამუშავების დროსაც მას გამორჩეული ადგილი ეკავა - დიქსონი ხვალინდელ შეხვედრაში ეროვნული გუნდის უმთავრესი იმედია.საქართველოს ნაკრების "შხვეხატ არენაზე"მისვლის შედეგ მოედანი დატოვა ავსტრიის ნაკრებმა.  
კატეგორია : სამინისტროს სიახლეები თარიღი : 2018 თებერვალი 22
23-25 თებერვალს, საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრები ძიუდოში, გერმანიის ქალაქ დიუსელდორფის პრესტიჟულ საერთაშორისო ტურნირზე - დიუსელდორფის გრან სლემზე მიიღებენ მონაწილეობას. დიუსელდორფის გრან სლემზე, მედლებისთვის მსოფლიოს 71 ქვეყნის 500 ძიუდოისტი იბრძოლებს მამაკაცთა და ქალთა შორის. 23, 24 და 25 თებერვალს წინასწარი შეხვედრები 3 ტატამზე თბილისის დროით 13:00 საათიდან დაიწყება, ფინალური ბლოკი კი 20:00 საათიდან აიღებს სტარტს.
კატეგორია : სამინისტროს სიახლეები თარიღი : 2018 თებერვალი 22
საქართველოს ნაკრები ავსტრიასთან მატჩისთვის მზადებას განაგძობს. ეროვნულმა გუნდმა "შვეხატ არენაზე" მეორე ვარჯიში გამართა. საწვრთნელ პროცესში ინტენსიურად არის ჩართული ზუროსის თანაშემწე - გიორგიოს ლიმნიატისი, რომელიც მოთამაშეებთან ინდივიდუალურად მუშაობს.  
კატეგორია : სამინისტროს სიახლეები თარიღი : 2018 თებერვალი 21
საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრები ჩარტერული რეისით ავსტრიის დედაქალაქ ვენაში ჩაფრინდა და სასტუმრო "ქორთიარდ მერიოტში" დაბინავდა.  
კატეგორია : სამინისტროს სიახლეები თარიღი : 2018 თებერვალი 21
  20 თებერვალს,  კულტურისა და სპორტის სამინისტროში  გაიმართა ხელბურთისა და ფუტსალის სასკოლო ოლიმპიადაში გამარჯვებული სკოლის მოსწავლეების გაცილების ცერემონია მსოფლიოს სასკოლო ჩემპიონატზე. ხელბურთის ჩემპიონატი 21 თებერვლიდან 1 მარტის ჩათვლით ყატარის დედაქალაქ დოჰაში გაიმართება, ხოლო ფუტსალის ჩემპიონატს 13 მარტიდან 21 მარტამდე ისრაელის ქალაქი რიშონ ლეზიონი უმასპინძლებს.