სამინისტროში შესაბამისი თანამდებობის პირებთან მოქალაქეთა მიღება: მინისტრი: ხუთშაბათი 15:00 - 17:00 სთ;

ტელეფონი: 2 23 02 03,მისამართი: თბილისი 0134, ჩოლოყაშვილის გამზ. 9;

საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა და ზედამხედველობა. ტელეფონი 2 35 09 97, მეილი: n.udesiani@msy.gov.ge

გულშემატკივრის გამოკითხვა ico
სიახლეების კალენდარი ico
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
      01 02 03 04
05 06 07 08 09 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30    

საქართველოს ნაკრებს მაიკლ დიქსონი შეუერთდა

თარიღი: 2018 თებერვალი 22

საქართველოს ნაკრები ავსტრიასთან მატჩისთვის მზადებას განაგძობს. ეროვნულმა გუნდმა "შვეხატ არენაზე" მეორე ვარჯიში გამართა. საწვრთნელ პროცესში ინტენსიურად არის ჩართული ზუროსის თანაშემწე - გიორგიოს ლიმნიატისი, რომელიც მოთამაშეებთან ინდივიდუალურად მუშაობს. დღეს დილით თურქეთიდან ჩამოფრინდა გუნდის ერთ-ერთი ლიდერი მაიკლ დიქსონი, რომლის თამაშზეც დამოკიდებული ძალიან ბევრი იქნება-ამერიკელი საუკეთესო იყო შესარჩევი ეტაპის საწყის ორ შეხვედრაში და დღევანდელი, გადახალისებული შემადგენლობის გათვალისწინებით ავსტრიასთან დიქსონის შედეგიანი თამაში უმნიშვნელოვანესია. დიქსონმა ფიზიკურად ვერ მოასწრო დილის ვარჯიშში მონაწილეობის მიღება და რეალურად თამაშამდე დარჩენილ 2 ვარჯიშში ჩაერთვევა, რაც ცხადია ძალიან ცოტაა. ბერძენი ისედაც განიცდის დროის სიმცირეს და აღნიშნა კიდეც, რომ ტრამვირებულ  მოთამაშეებზე არანაკლები პრობლემა მატჩამდე და მატჩებს შორის არსებული მოსამზადებელი დროის სიმცირეა. შეგახსენებთ, რომ ავსტრიასთან მატჩის შემდეგ ნაკრები ჩარტერული რეისით თბილისში ბრუნდება და მზადებას გერმანიასთან 25 თებერვალს გასამართი მატჩისთვის განაგრძობს. ხვალინდელ მატჩში, ბევრ რამეს განსაზღვრავს სათადარიგო მოთამაშეების ასპარეზობა. წესით ზუროსმა სათადარიგოებს მეტი დრო უნდა დაუთმოს. თავის გამოჩენის შანსი მიეცემა რევაზ ჩაჩანიძესაც, რომელსაც ხვალ ავსტრიასთან დაპირისპირებაში სანაკრებო დებიუტი ექნება. ავსტია - საქართველოს ნაკრებების შეხვედრა თბილისის დროით 21:00 საათზე დაიწყება. მატჩის პირდაპირ რეპორტაჟს საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი გადასცემს.

ლექსო მაისურაძე
სპეციალურად
msy.gov.ge-სთვის ვენიდან

სამინისტროს პრესსამსახური

 

 

სხვა ახალი ამბები
კატეგორია : სამინისტროს სიახლეები თარიღი : 2018 თებერვალი 23
საქართველოს ნაკრებმა საღამოს ვარჯიში მაიკლ დიქსონთან ერთად ჩაატარა. ამერიკელი მწვრთნელებმა ბოლოდე დატვირთეს და ცხადია კომბინაციების დამუშავების დროსაც მას გამორჩეული ადგილი ეკავა - დიქსონი ხვალინდელ შეხვედრაში ეროვნული გუნდის უმთავრესი იმედია.საქართველოს ნაკრების "შხვეხატ არენაზე"მისვლის შედეგ მოედანი დატოვა ავსტრიის ნაკრებმა.  
კატეგორია : სამინისტროს სიახლეები თარიღი : 2018 თებერვალი 22
23-25 თებერვალს, საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრები ძიუდოში, გერმანიის ქალაქ დიუსელდორფის პრესტიჟულ საერთაშორისო ტურნირზე - დიუსელდორფის გრან სლემზე მიიღებენ მონაწილეობას. დიუსელდორფის გრან სლემზე, მედლებისთვის მსოფლიოს 71 ქვეყნის 500 ძიუდოისტი იბრძოლებს მამაკაცთა და ქალთა შორის. 23, 24 და 25 თებერვალს წინასწარი შეხვედრები 3 ტატამზე თბილისის დროით 13:00 საათიდან დაიწყება, ფინალური ბლოკი კი 20:00 საათიდან აიღებს სტარტს.
კატეგორია : სამინისტროს სიახლეები თარიღი : 2018 თებერვალი 22
საქართველოს კალათბურთელთა ნაკრებმა ვენაში პირველი ვარჯიში გამართა. ილიას ზუროსის გუნდი "შვეხატ არენაზე" 1 საათის და 15 წუთის განმავლობაში დაიტვირთა. ბერძენმა სპეციალისტმა გუნდი კომბინაციებზე ავარჯიშა. დიდი ყურადღება დაეთმო დაცვაში თამაშს და სხვადასხვა ტაქტიკური მონახაზის დამუშავებას. ნაკრების 12-ივე კალათბურთელი თავს კარგად გრძნობს. ერთადერთი ვისაც ტრამვის პრობლემა ჰქონდა, ეს გამოცდილი გამთამაშებელი გიორგი ცინცაძეა, რომელმაც ნაკრების ექიმის თემურ ხვედელიძის განცხადებით რეაბილიტაციის პროცესი წარმატებით გაიარა და 23 თებერვლის მატჩისთვის მზად იქნება. ეროვნულმა გუნდმა ვენაში ერთ-ერთი ლიდერის მაიკლ დიქსონის გარეშე ივარჯიშა. დიქსონი გუნდს ხვალ შეუერთდება და საწვრთნელ პროცესში ჩაერთვება. ზუროსი გუნდს 22 თებერვალს ორჯერ ავარჯიშებს - დილას და საღამოს.  
კატეგორია : სამინისტროს სიახლეები თარიღი : 2018 თებერვალი 21
საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრები ჩარტერული რეისით ავსტრიის დედაქალაქ ვენაში ჩაფრინდა და სასტუმრო "ქორთიარდ მერიოტში" დაბინავდა.  
კატეგორია : სამინისტროს სიახლეები თარიღი : 2018 თებერვალი 21
  20 თებერვალს,  კულტურისა და სპორტის სამინისტროში  გაიმართა ხელბურთისა და ფუტსალის სასკოლო ოლიმპიადაში გამარჯვებული სკოლის მოსწავლეების გაცილების ცერემონია მსოფლიოს სასკოლო ჩემპიონატზე. ხელბურთის ჩემპიონატი 21 თებერვლიდან 1 მარტის ჩათვლით ყატარის დედაქალაქ დოჰაში გაიმართება, ხოლო ფუტსალის ჩემპიონატს 13 მარტიდან 21 მარტამდე ისრაელის ქალაქი რიშონ ლეზიონი უმასპინძლებს.