ტელეფონი: 2 23 02 03,მისამართი: თბილისი 0134, ჩოლოყაშვილის გამზ. 9;
საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა და ზედამხედველობა. ტელეფონი 2 35 09 97, მეილი: n.udesiani@msy.gov.ge
საქართველოს ნაკრებმა საღამოს ვარჯიში მაიკლ დიქსონთან ერთად ჩაატარა. ამერიკელი მწვრთნელებმა ბოლოდე დატვირთეს და ცხადია კომბინაციების დამუშავების დროსაც მას გამორჩეული ადგილი ეკავა - დიქსონი ხვალინდელ შეხვედრაში ეროვნული გუნდის უმთავრესი იმედია.საქართველოს ნაკრების "შხვეხატ არენაზე"მისვლის შედეგ მოედანი დატოვა ავსტრიის ნაკრებმა. კალათბურთელები ერთმანეთს თბილად მიესალმნენ. ყველაზე მეტი ნაცნობი ვოვა ბოისას აღმოაჩნდა. ავსტრიის ნაკრების ლიდერა ტომას შრაინერმა ჩვენთან საუბარში აღნიშნა, რომ კარგად იცნობს საქართველოს ნაკრებს. ავსტრიელმა ჩვენი მოთამაშები დადებითად დაახასიათა და გვითხრა, რომ ჩვენს ნაკრებს ძალიან კარგი მწვრთნელიი ჰყავს. შრაინერი საქართველოს ნაკრების კალათბურთელებიდან სხვებზე უკეთ გიორგი შერმადინს იცნობს, ვისთან ერთადაც "ანდორაში" თამაშობდა. შრაინერი ხვალ მოედანზე იქნება, შერმადინი სამწუხაროდ საქართველოს ნაკრებს ვერ დაეხმარება. ვარჯიშის დაწყებიდან მალევე, ზუროსმა ნაკრები ორ ნაწილად გაყო და კომბინაციებზე ავარჯიშა. სავარაუდო ძირითად შემადგენლობას თავად მეტ დროს უთმობდა. მეორე შემადგენლობა ასისტენტებმა დატვირთეს. ძირითად ხუთეულის მხარეს, მოლოდინისამებრ ითამაშეს დიქსონმა და ცინცაძემ. იქვე იყვნენ ნიკოლოზ ცქიტიშვილი, მერაბ ბოქოლიშვილი და აკაკი დვალიშვილი. ბერძენი სპეციალისტი არ მალავს უკმაყოფილებას ფიბას და ევროლიგის შეუთანხმებლობის გამო, რამაც ჩვენი გუნდი დააზარალა. ზუროსმა აღნიშნა, რომ ეს საკითხი საერთოდ არ აწუხებთ ავსტრიელებს - მასპინძელთა ნაკრების შემდგენლობა 5 წელია ერთად თამაშობს, საქართველოს ნაკრების თავკაცი კი ახალ გუნდს აშენებს და უმცირეს დროში უწევს ძალიან ბევრი პრობლემის გადაჭრა. ამ გუნდს ხვალ მნიშვნელოვანი ამოცანის გადაჭრა მოუწევს - ავსტრიის ნაკრების დამარცხება საქართველოს ნაკრებს მსოფლიოს ჩემპიონატის მეორე შესარჩევი ეტაპისკენ დიდ ნაბიჯს გადაადგმევინებს.
ილიას ზუროსი:"კმაყოფილი ნამდვილად არ ვარ. ვუყურებთ ჩვენს მეტოქეს, მაგრამ ჩვენ ჩვენი ვიკითხოთ. არ გვაქვს დრო გუნდი სათანადოდ მოვამზადოთ. მაშინ, როდესაც ავსტრიის ნაკრები ხუთი წლის განმავლობაში თითქმის ერთი და იმავე შემადგენლობით თამაშობს, ჩვენ ახალი გუნდი გვყავს.
კალათბურთელებისადმი მადლობის მეტი არაფერი მეთქმის - ისინი ძალიან მონდონმებულები არიან, ვარჯიშებზე თავს არ ზოგავენ, ჩვენს მითითებებს კარგად ასრულებენ, მაგრამ რაოდენ მონდომებულიც უნდა იყო, შეთამაშებისთვის ერთი და ორი დღე საკმარისი არ არის. გუნდი ორ დღეში არ იქმნება.
ფიბას მიერ შესარჩევი სისტემის ახალი ფორმატის შექმნამ გუნდთან სრულყოფილად მუშაობის შესაძლებლობა მოგვისპო".
მაიკლ დიქსონი:" ვეთამაშებით ავსტრიის ნაკრებს, თან სტუმრად. ვიცი, რომ კარგი გუნდია, თუმცა ჩვენც არ ვართ ნაკლები. მოხარული ვარ, რომ საქართველოს ნაკრებში კვლავ მომიწევს თამაში და ჩემი მხრიდან, ვეცდები, გუნდს მაქსიმალურად დავეხმარო".
ლექსო მაისურაძე
სპეციალურად msy.gov.ge-სთვის ვენიდან
სამინისტროს პრესსამსახური