სამინისტროში შესაბამისი თანამდებობის პირებთან მოქალაქეთა მიღება: მინისტრი: ხუთშაბათი 15:00 - 17:00 სთ;

ტელეფონი: 2 23 02 03,მისამართი: თბილისი 0134, ჩოლოყაშვილის გამზ. 9;

საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა და ზედამხედველობა. ტელეფონი 2 35 09 97, მეილი: n.udesiani@msy.gov.ge

გულშემატკივრის გამოკითხვა ico
სიახლეების კალენდარი ico
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
  01 02 03 04 05 06
07 08 09 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31      

სარბიელელების გამოსათხოვარი

თარიღი: 2010 მაისი 17

"ჟურნალისტის მოვალეობა რეალობის აღწერაა - პირდაპირ და შეულამაზებლად და ამ დროს არა აქვს მნიშვნელობა, გსურს წერა თუ არა. მეტიც, შეგიძლია წერა თუ არა. მოვალეობა თავისას მოითხოვს. ჩვენ, ძველ სარბიელელებს არაერთხელ დაგვიწერია სიკვდილზე, სპორტსმენთა სიკვდილზე და ეს არასოდეს ყოფილა იოლი საქმე, რაკი სიკვდილზე წერა არ არის მხოლოდ რეალობის აღწერა - ამქვეყნიური ცხოვრების სამუდამოდ დასრულების აღწერაა. თუმცა სიკვდილზე წერისას იცი, რომ ცხოვრება სიკვდილის გარეშე არ არსებობს და რაკი ასეა, ეს შედარებით გიადვილებს საქმეს.

მაგრამ, როდესაც წერ მეგობრის სიკვდილზე, ეს კიდევ სხვაა. როდესაც წერ იმ მეგობარზე, რომელიც შენი ცხოვრების ნაწილი იყო და აღარ არის, ეს საკუთარი სიკვდილის აღწერაა, რაკი ის, რაც შენი იყო, აღარასოდეს იქნება. მეგობრის სიკვდილი შენი ცხოვრების ნაწილის სიკვდილია.

ჩვენი ბაჩო სვანიძე გარდაიცვალა.

ამ ფრაზას ვწერთ, მაგრამ მისი გააზრება არ შეგვიძლია. ვიცით, რომ რაღაც საშინელება მოხდა, მაგრამ გააზრება არ გვინდა. ასევე იყო ორი წლის წინაც, როდესაც ლადო ხომერიკი დაგვეღუპა. ლადო 33 წლისა იყო, ბაჩო - ოცდაათის.

ორივე ავადმყოფობამ შეიწირა. რა არის 30 წელიო, გულწრფელი სინანულით ამბობდნენ ბაჩოსთან გამოსამშვიდობებლად მოსული ადამიანები და ეგრეცაა. მაგრამ ჩვენმა თაზო მიგრიაულმა თქვა, ბაჩომ რაც იცხოვრა, ბევრის ბარე სამ სიცოცხლეს ეყოფოდაო.

ნაღდი ნათქვამია. სიცოცხლე სხვაა და ცხოვრება კიდევ სხვა.

ბაჩო არ იყო სიცოცხლის დინებას მშვიდად მიმყოლი კაცი. მოუსვენარი იყო და ამიტომაც მოასწრო თავის წილ 30 წელიწადში იმაზე მეტი, რისთვისაც სხვების ხანგრძლივი სიცოცხლეც არ კმარა. 27 წლისა იყო, როდესაც ქართველ სპორტულ ჟურნალისტთა უმაღლესი ჯილდო, ნოდარ გუგუშვილის პრემია ალალად დაიმსახურა. მეოცნებე ბიჭი იყო. ვის არ გვიოცნებია, მაგრამ ბაჩოს ოცნებების ახდენისა სჯეროდა. ისევ მის საქმეზე რომ ვთქვათ, ერთი ამბის გახსენებაც კმარა.

ამ 6-7 წლის წინ ამოიჩემა, მარადონასთან ინტერვიუ უნდა გავაკეთოო. აბა, რომელი სპორტული ჟურნალისტი იტყოდა ამაზე უარს, მაგრამ ცხოვრებამ ოცნებების ახდენის რწმენა წაგვართვა თუ სხვა რამ მიზეზი იყო, მსგავსი გიჟური აზრი არავის მოგვსვლია. ბაჩოს კი მოუვიდა და ბარე სამი თვე გალია დიეგოს ხელში მოსაგდებად.

ბოლოს კი, როცა ყურმილის იქითა მხარეს მოსაუბრემ უპასუხა, დიეგო გისმენთო, აი, მაშინ უნდა გენახათ ბაჩოს სახე და მიხვდებოდით, რომ ოცნება იმისაა, რომ ზოგჯერ ახდეს ხოლმე. ბაჩო ცხოვრებაშიც მეოცნებე ბიჭი იყო და თავისი სამყარო ჰქონდა შექმნილი. მეგობრებსაც ამ მის მიერ შექმნილ სამყაროში ცხოვრებას გვაიძულებდა და ჩვენც არ ვიყავით წინააღმდეგები, რაკი ეს რეალურზე უკეთესი სამყარო იყო.და შეიძლება ძალიან უცნაურადაც ჟღერდეს, მაგრამ ჩვენს უზომო ტკივილს სიამაყეც ახლავს.

გვეამაყება, რომ ბაჩო სვანიძის მეგობრები ვართ! იმ ბიჭის მეგობრები ვართ, რომლის ავადმყოფობამ უამრავი ადამიანი შეაწუხა და საავადმყოფოში სისხლის ჩასაბარებლად მოიყვანა, მერე კი მისმა სიკვდილმა შეაძრწუნა.

გვეამაყება, რომ გვქონდა ბედნიერება, ბაჩო სვანიძე მხოლოდ მისი საგაზეთო წერილებიდან არ გვცნობოდა და უამრავი მოგონება დაგვრჩენოდა, რომლებიც მხოლოდ ჩვენია. ოღონდაც სწორედ ამ სიამაყის გამო ჩვენი ტკივილიც განუზომლად დიდია.

ბაჩო სვანიძის სარბიელელები    

სხვა ახალი ამბები
კატეგორია : სამინისტროს სიახლეები თარიღი : 2018 თებერვალი 23
საქართველოს ნაკრებმა საღამოს ვარჯიში მაიკლ დიქსონთან ერთად ჩაატარა. ამერიკელი მწვრთნელებმა ბოლოდე დატვირთეს და ცხადია კომბინაციების დამუშავების დროსაც მას გამორჩეული ადგილი ეკავა - დიქსონი ხვალინდელ შეხვედრაში ეროვნული გუნდის უმთავრესი იმედია.საქართველოს ნაკრების "შხვეხატ არენაზე"მისვლის შედეგ მოედანი დატოვა ავსტრიის ნაკრებმა.  
კატეგორია : სამინისტროს სიახლეები თარიღი : 2018 თებერვალი 22
23-25 თებერვალს, საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრები ძიუდოში, გერმანიის ქალაქ დიუსელდორფის პრესტიჟულ საერთაშორისო ტურნირზე - დიუსელდორფის გრან სლემზე მიიღებენ მონაწილეობას. დიუსელდორფის გრან სლემზე, მედლებისთვის მსოფლიოს 71 ქვეყნის 500 ძიუდოისტი იბრძოლებს მამაკაცთა და ქალთა შორის. 23, 24 და 25 თებერვალს წინასწარი შეხვედრები 3 ტატამზე თბილისის დროით 13:00 საათიდან დაიწყება, ფინალური ბლოკი კი 20:00 საათიდან აიღებს სტარტს.
კატეგორია : სამინისტროს სიახლეები თარიღი : 2018 თებერვალი 22
საქართველოს ნაკრები ავსტრიასთან მატჩისთვის მზადებას განაგძობს. ეროვნულმა გუნდმა "შვეხატ არენაზე" მეორე ვარჯიში გამართა. საწვრთნელ პროცესში ინტენსიურად არის ჩართული ზუროსის თანაშემწე - გიორგიოს ლიმნიატისი, რომელიც მოთამაშეებთან ინდივიდუალურად მუშაობს.  
კატეგორია : სამინისტროს სიახლეები თარიღი : 2018 თებერვალი 22
საქართველოს კალათბურთელთა ნაკრებმა ვენაში პირველი ვარჯიში გამართა. ილიას ზუროსის გუნდი "შვეხატ არენაზე" 1 საათის და 15 წუთის განმავლობაში დაიტვირთა. ბერძენმა სპეციალისტმა გუნდი კომბინაციებზე ავარჯიშა. დიდი ყურადღება დაეთმო დაცვაში თამაშს და სხვადასხვა ტაქტიკური მონახაზის დამუშავებას. ნაკრების 12-ივე კალათბურთელი თავს კარგად გრძნობს. ერთადერთი ვისაც ტრამვის პრობლემა ჰქონდა, ეს გამოცდილი გამთამაშებელი გიორგი ცინცაძეა, რომელმაც ნაკრების ექიმის თემურ ხვედელიძის განცხადებით რეაბილიტაციის პროცესი წარმატებით გაიარა და 23 თებერვლის მატჩისთვის მზად იქნება. ეროვნულმა გუნდმა ვენაში ერთ-ერთი ლიდერის მაიკლ დიქსონის გარეშე ივარჯიშა. დიქსონი გუნდს ხვალ შეუერთდება და საწვრთნელ პროცესში ჩაერთვება. ზუროსი გუნდს 22 თებერვალს ორჯერ ავარჯიშებს - დილას და საღამოს.  
კატეგორია : სამინისტროს სიახლეები თარიღი : 2018 თებერვალი 21
საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრები ჩარტერული რეისით ავსტრიის დედაქალაქ ვენაში ჩაფრინდა და სასტუმრო "ქორთიარდ მერიოტში" დაბინავდა.