ტელეფონი: 2 23 02 03,მისამართი: თბილისი 0134, ჩოლოყაშვილის გამზ. 9;
საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა და ზედამხედველობა. ტელეფონი 2 35 09 97, მეილი: n.udesiani@msy.gov.ge
2 ივლისს კუს ტბაზე, სპორტული ჟურნალისტიკის საერთაშორისო დღეს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტის თაოსნობით, ბაჩო სვანიძის სახელობის მედია-ტურნირი გაიმართება. ტურნირის დეტალებზე სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციის პრეზიდენტმა გუჯა ბერიშვილმა, სპორტის დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილეებმა – გია გალდავამ, ირაკლი სამყურაშვილმა და დეპარტამენტის პრესსამსახურის უფროსმა გიორგი ჭანიშვილმა დეპარტამენტში 1 ივლისს გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრეს
შეგახსენებთ, რომ სპორტული ჟურნალისტიკის საერთაშორისო დღეს ქართველი ჟურნალისტები ახლახან გარდაცვლილი კოლეგის, ბაჩო სვანიძის ხსოვნას მიაგებენ პატივს. მამაკაცები ერთმანეთს მინი-ფეხბურთში გაეჯიბრებიან, ქალები - პლაჟის ფრენბურთში."ბაჩოს თასის" ჯგუფური ეტაპის მატჩები ბიჭებს შორის 09:30 საათიდან დაიწყება, გოგონები კი 10:30 წუთიდან ჯერ 1 საათიან ვარჯიშს გაივლიან, 12:00 საათიდან კი ტურნირში ჩაებმებიან. 13:00 საათზე ტურნირის გახსნის ოფიციალური ცერემონიალი შედგება. გახსნის შემდეგ თამაშები გაგრძელდება და ჩემპიონ-პრიზიორები 17:00 საათისთვის გამოვლინდებიან.
გამარჯვებულები საგანგებოდ ამ ტურნირისათვის დამზადებული თასებითა და მედლებით დაჯილდოვდებიან, ასევე დაწესებულია სპეციალური პრიზები ფინალში გასული გუნდებისათვის - ჩემპიონები 1-თვიანი აბონემენტებს მიიღებენ ახლადგახსნილ საცურაო აუზ "ოლიმპიკში", ხოლო მეორეადგილოსან გუნდს პრიზად შარდენზე მდებარე საბილიარდო "აკურაში" გამასპინძლება და მსოფლიოს ჩემპიონატზე არგენტინა-გერმანიის მეოთხედფინალური მატჩის ერთად ყურება ელის.
ტურნირის დასრულების შემდეგ, ორგანიზატორები მონაწილეებს დააჯილდოებენ და სპორტულ ჟურნალისტთა საერთაშორისო დღეს ღია ალაფურშეტით აღნიშნავენ, 18:00-დან კი კუს ტბაზე მდებარე ერთ-ერთ ბარში მსოფლიოს ჩემპიონატის მეოთხედფინალის ერთობლივად ყურებაა დაგეგმილი.
საბოლოო გადაწყვეტილებით, "ბაჩოს თასისთვის" მამაკაცთა 8 გუნდი იბრძოლებს - "სარბიელი", "ოლიმპი", "სპორტ-მედია", "პრესა", "რუსთავი2", იმედი", "პირველი არხი" და "GFF". ქალებში კი - სპორტის დეპარტამენტი, ფოტოკორესპონდენტების გუნდი - "ვუვუზელა", "GFF", რადიო "ჯაკო", "გოლი.ჯი" და "სტარ ეფემი".
გუჯა ბერიშვილი:" 1924 წლის 2 ივლისს სპორტული პრესის საერთაშორისო დღე დაფუძნდა. მას მერე ჟურნალისტები ამ დღეს აღნიშნავენ, ჩვენ კი 2 ივლისს სიმბოლურად დავამთხვიეთ ჩვენი მეგობრის და ჟურნალისტის ბაჩო სვანიძის ხსოვნის ტურნირი. ტურნირის ჩატარების ინიციატივა სპორტის დეპარტამენტიდან წამოვიდა და, ცხადია მაშინვე მხარი ავუბით. მადლობა მინდა ვუთხრა სპორტის დეპარტამენტს ტურნირის ორგანიზებისთვის და ყველას ვინც შეჯიბრში გამოვა, ხვალინდელი დღე ბაჩოს ხსოვნას ეძღვნება".
გია გალდავა:" ბაჩო სვანიძეს კარგად ვიცნობდი და ვთანამშრომლობდით კიდეც. სამწუხაროა, რომ ეს ამბავი მოხდა. ტურნირი კი აუცილებლად ტრადიციული გახდება და ვეცდებით კიდევ უფრო მაშტაბურად ჩატარდეს".
ირაკლი სამყურაშვილი:" ვუერთდები საერთო წუხილს მომხდარი, ბაჩოს ყველანი ვიცნობდით ზოგი მეგობარი იყო, ზოგიც კარგი ნაცნობი. კარგია, რომ ამ ტურნირს ჩაეყარა საფუძველი. მადლობა ყველას ვინც ტურნირს ორგანიზების დროს გვერდში გვიდგას".
გიორგი ჭანიშვილი:" ეს ის ტურნირია, სადაც მთავარი მონაწილეობაა, თუნდაც სიმბოლური. ბაჩოს თასზე მხოლოდ ჟურნალისტები, ბაჩოს მეგობრები და კოლეგები ვითამაშებთ. ბიჭები მინი-ფეხბურთში, ხოლო გოგონები პლაჟის ფრენბურთში მოსინჯავენ ძალებს. ფეხბურთის ტურნირს უმაღლესი ლიგის მსაჯები მოემასახურებიან, გოგონათა შეჯიბრს კი საქართველოს ნაკრების ფრენბურთელები მოემსახურებიან. ყველაფერი გაკეთდა იმისთვის, რომ ტურნირი მაღალ დონეზე ჩატარდეს. ხვალინდელი დღე ბაჩოს ხსოვნას უნდა მივუძღვნათ".
პრესკონფერენციის დასრულების შემდეგ კენჭისყრა გაიმართა. გუნდები ორ A და B ჯგუფებში გადანაწილდნენ.
მედია ტურნირი მინი-ფეხბურთში და ქვიშის ფრენბურთში
ბიჭები
A ჯგუფი - სპორტ მედია, პრესა, 1 არხი, იმედი
B ჯგუფი - ოლიმპი, სარბიელი, რუსთავი 2, GFF
09:30 A1-A2 სპორტ მედია - პრესა
09:55 B1-B2 ოლიმპი - სარბიელი
10:20 A3-A4 1არხი - იმედი
10:45 B3-B4 რუსთავი2 - GFF
11:10 A1:A3 სპორტ მედია - 1 არხი
11:35 B1:B3 ოლიმპი - რუსთავი2
12:00 A2:A4 პრესა - იმედი
12:25 B2:B4 სარბიელი - GFF
13:00 ტურნირის ოფიციალური გახსნა
13:20 A1-A4 სპორტ მედია - იმედი
13:45 B1-B4 ოლიმპი - GFF
14:10 A2-A3 პრესა - 1 არხი
14:45 B2-B3 სარბიელი - რუსთავი2
15:20 ნახევარფინალი 1A-2B
15:45 ნახევარფინალი 1B-2A
16:10 მე-3 ადგილისათვის
16:35 ფინალი
17:00 დაჯილდოების ცერემონიალი
გოგონები
A ჯგუფი - ჯაკო, სტარ FM, GFF
B ჯგუფი - გოლი.ge, ვუვუზელა, სპორტის დეპარტამენტი
დასაწყისი 12:00
A1-A2 ჯაკო - სტარ FM
B1-B2 goli.ge - ვუვუზელა
A3-A1 GFF - ჯაკო
B3-B1 სპორტის დეპარტამენტი - goli.ge
A2:A3 სტარ FM - GFF
B2:B3 ვუვუზელა - სპორტის დეპარტამენტი
ნახევარფინალი
1A-2B
1B-2A
ფოტო – თამუნა ყულუმბეგაშვილი
სპორტის დეპარტამენტი პრესსამსახური