სამინისტროში შესაბამისი თანამდებობის პირებთან მოქალაქეთა მიღება: მინისტრი: ხუთშაბათი 15:00 - 17:00 სთ;

ტელეფონი: 2 23 02 03,მისამართი: თბილისი 0134, ჩოლოყაშვილის გამზ. 9;

საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა და ზედამხედველობა. ტელეფონი 2 35 09 97, მეილი: n.udesiani@msy.gov.ge

გულშემატკივრის გამოკითხვა ico
სიახლეების კალენდარი ico
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
        01 02 03
04 05 06 07 08 09 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30  

ბაჩოს თასზე პირველმა არხმა და სტარ FM-მა იმარჯვეს

თარიღი: 2010 ივლისი 04

2 ივლისს, სპორტული ჟურნალისტიკის საერთაშორისო დღეს, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტის ორგანიზებით კუს ტბაზე მედია-ტურნირი - "ბაჩოს თასი 2010" გაიმართა, რომელიც ცოტა ხნის წინ გარდაცვლილი სპორტული ჟურნალისტის - ბაჩო სვანიძის ხსოვნას მიეძღვნა. მედია ტურნირში მინი-ფეხბურთის გამარჯვებული "1 არხი" გახდა, ქვიშის ფრენბურთში გოგონათა შორის კი "სტარ FM"-მა იმარჯვა.

"ბაჩოს თასისათვის" მინი-ფეხბურთში ბიჭების 8 გუნდმა მიიღო მონაწილეობა, პირველობისათვის 2 ჯგუფში გადანაწილებული - "რუსთავი 2", "1 არხი", "იმედი", "სარბიელი", "ოლიმპი", "სპორტ მედია", "პრესა" და ფეხბურთის ფედერაციის გუნდი GFF იბრძოდნენ, გოგონების 6 გუნდი კი - სპორტის დეპარტამენტი, ფოტოკორესპონდენტების გუნდი - "ვუვუზელა", ფეხბურთის ფედერაცია, რადიო "ჯაჯკო", "GOLI.GE" და რადიო "სტარ FM" ერთმანეთს ქვიშის ფრენბურთში გაეჯიბრნენ.

დილის 09:30 წუთიდან დაწყებული ტურნირი საღამოს 17:00 საათამდე გაგრძელდა, 13:00 საათზე კი ოფიციალური გახსნის ცერემონიალი გაიმართა. ჯგუფური მატჩების დასრულების შემდეგ, ნახევარფინალური შეხვედრები, მატჩი მე-3 ადგილისათვის და ფინალური ორთაბრძოლები გაიმართა.

მინი-ფეხბურთის ნახევარფინალურ მატჩებში "1 არხმა" "სარბიელის" 2:0 ძლევა შეძლო, მეორე ნახევარფინალში ფეხბურთის ფედერაციამ "იმედი" პენალტების სერიაში დაამარცხა.

ამგვარად, ფინალში ერთმანეთს "1 არხი" და ფეხბურთის ფედერაცია დაუპირისპირდნენ, გამარჯვება "1 არხელებს" დარჩათ - 3:2. მე-3 ადგილი "სარბიელმა" მოიპოვა, რომელმაც "იმედს" პენალტების სერიაში აჯობა.

გოგონებს შორის ფინალში რადიო "სტარ FM" "ვუვუზელას" დაუპირისპირდა და გადამწყვეტი შეხვედრის 2:0 მოგება შეძლო. მე-3 ადგილი ქვიშის ფრენბურთში ფეხბურთის ფედერაციის გუნდს ხვდა წილად, ფედერაციის გოგონებმა "GOLI.GE"-ს დამარცხება შეძლეს.

"ბაჩოს თასს" არაერთი საპატიო სტუმარი დაესწრო. ტურნირზე მთელი დღის მანძილზე იმყოფებოდნენ სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტანენტის ხელმძღვანელები, ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი - ზვიად სიჭინავა და ვიცე-პრეზიდენტი - ალექსანდრე ჩივაძე, ეროვნული ნაკრების მწვრთნელი - თემურ ქეცბაია, სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციის პრეზიდენტი - ელგუჯა ბერიშვილი, ბაჩო სვანიძის ოჯახის წევრები და სხვა მოწვეული სტუმრები.

დაჯილდოების ცერემონიალზე, გამარჯვებულები და პრიზიორები სპორტისა და ახალგაზრდობოის საქმეთა დეპარტამენტის თავმჯდომარე - დავით ნამგალაურმა, მისმა მოადგილე - გია გალდავამ და სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციის პრეზიდენტმა - ელგუჯა ბერიშვილმა დააჯილდოეს.

ორივე სახეობაში გამარჯვებულებმა "ბაჩოს თასთან" და მედლებთან ერთად პრიზად საცურაო აუზ "ოლიმპიკის" ერთთვიანი აბონემენტები მიიღეს, მეორეადგილოსნებს კი მედლები და საბილიარდო "აკურას" მოსაწვევები ერგოთ.

ასევე დაჯილდოვდნენ ტურნირის გამორჩეული მოთამაშეები - "1 არხელი" მერაბ სიმონიშვილი და "სტარ FM"-ის კაპიტანი სალომე ხარატიშვილი, რომლებსაც ქართული სპორტის ენციკლოპედია და ქართული სპორტის ფოტოისტორია ერგოთ. აღსანიშნავია, რომ გოგონათა შორის გამარჯვებულმა - "სტარ FM"-მა მთავარი თასი ბაჩო სვანიძის ოჯახს გადასცა. სპორტის დეპარტამენტის გადაწყვეტილებით, "ბაჩოს თასი" ტრადიციული გახდება.


მინი-ფეხბურთი

 

 A ჯგუფი

1

სპორტ მედია

 *****

 3:2

 2:4

 2:2

 3

1

 1

 1

 7:8

 4

2

პრესა

 2:3

  *****

 2:2

 0:5

 3

 0

 1

 2

 4:10

 1

3

1 არხი

 4:2

 2:2

  *****

 1:0

 3

 2

 1

 0

 7:4

 7

4

იმედი

 2:2

 5:0

 0:1

  *****

 3

 1

 1

 1

 7:3

 4


 09:30 A1-A2        სპორტ მედია - პრესა 3:2
 10:20 A3-A4        1არხი - იმედი  1:0
 11:10 A1:A3         სპორტ მედია - 1 არხი 2:4
 12:00 A2:A4         პრესა - იმედი 0:5
 13:20 A1-A4        სპორტ მედია - იმედი 2:2
 14:10 A2-A3        პრესა - 1 არხი 2:2

 

  B ჯგუფი

1

ოლიმპი

 ******

 0:1

 2:2

width="53" valign="top">

 0:1

 3

 0

 1

 2

 2:4

 1

2

სარბიელი

 1:0

  ******

 1:1

 0:0

 3

 1

 2

 0

 2:1

 5

3

რუსთავი 2

 2:2

 1:1

  ******

 1:2

 3

 0

 2

 1

 4:5

 2

4

GFF

 1:0

 0:0

 2:1

  ******

 3

 2

 1

 0

 3:1

 7

 

09:55 B1-B2         ოლიმპი - სარბიელი 0:1
 10:45 B3-B4        რუსთავი2 - GFF 1:2
 11:35 B1:B3        ოლიმპი - რუსთავი2 2:2
 12:25 B2:B4        სარბიელი - GFF 0:0
 13:45 B1-B4        ოლიმპი - GFF 0:1
 14:45 B2-B3        სარბიელი - რუსთავი2 1:1

ნახევარფინალი

GFF - იმედი 3:2 პენალტები (0:0 ძირითადი დრო)
1 არხი - სარბიელი 2:0

მე-3 ადგილისათვის

სარბიელი - იმედი 3:2 პენალტები

ფინალი

1 არხი - GFF 3:2

იხილეთ ფოტოგალერეა

 

სხვა ახალი ამბები
კატეგორია : სამინისტროს სიახლეები თარიღი : 2018 თებერვალი 23
საქართველოს ნაკრებმა საღამოს ვარჯიში მაიკლ დიქსონთან ერთად ჩაატარა. ამერიკელი მწვრთნელებმა ბოლოდე დატვირთეს და ცხადია კომბინაციების დამუშავების დროსაც მას გამორჩეული ადგილი ეკავა - დიქსონი ხვალინდელ შეხვედრაში ეროვნული გუნდის უმთავრესი იმედია.საქართველოს ნაკრების "შხვეხატ არენაზე"მისვლის შედეგ მოედანი დატოვა ავსტრიის ნაკრებმა.  
კატეგორია : სამინისტროს სიახლეები თარიღი : 2018 თებერვალი 22
23-25 თებერვალს, საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრები ძიუდოში, გერმანიის ქალაქ დიუსელდორფის პრესტიჟულ საერთაშორისო ტურნირზე - დიუსელდორფის გრან სლემზე მიიღებენ მონაწილეობას. დიუსელდორფის გრან სლემზე, მედლებისთვის მსოფლიოს 71 ქვეყნის 500 ძიუდოისტი იბრძოლებს მამაკაცთა და ქალთა შორის. 23, 24 და 25 თებერვალს წინასწარი შეხვედრები 3 ტატამზე თბილისის დროით 13:00 საათიდან დაიწყება, ფინალური ბლოკი კი 20:00 საათიდან აიღებს სტარტს.
კატეგორია : სამინისტროს სიახლეები თარიღი : 2018 თებერვალი 22
საქართველოს ნაკრები ავსტრიასთან მატჩისთვის მზადებას განაგძობს. ეროვნულმა გუნდმა "შვეხატ არენაზე" მეორე ვარჯიში გამართა. საწვრთნელ პროცესში ინტენსიურად არის ჩართული ზუროსის თანაშემწე - გიორგიოს ლიმნიატისი, რომელიც მოთამაშეებთან ინდივიდუალურად მუშაობს.  
კატეგორია : სამინისტროს სიახლეები თარიღი : 2018 თებერვალი 22
საქართველოს კალათბურთელთა ნაკრებმა ვენაში პირველი ვარჯიში გამართა. ილიას ზუროსის გუნდი "შვეხატ არენაზე" 1 საათის და 15 წუთის განმავლობაში დაიტვირთა. ბერძენმა სპეციალისტმა გუნდი კომბინაციებზე ავარჯიშა. დიდი ყურადღება დაეთმო დაცვაში თამაშს და სხვადასხვა ტაქტიკური მონახაზის დამუშავებას. ნაკრების 12-ივე კალათბურთელი თავს კარგად გრძნობს. ერთადერთი ვისაც ტრამვის პრობლემა ჰქონდა, ეს გამოცდილი გამთამაშებელი გიორგი ცინცაძეა, რომელმაც ნაკრების ექიმის თემურ ხვედელიძის განცხადებით რეაბილიტაციის პროცესი წარმატებით გაიარა და 23 თებერვლის მატჩისთვის მზად იქნება. ეროვნულმა გუნდმა ვენაში ერთ-ერთი ლიდერის მაიკლ დიქსონის გარეშე ივარჯიშა. დიქსონი გუნდს ხვალ შეუერთდება და საწვრთნელ პროცესში ჩაერთვება. ზუროსი გუნდს 22 თებერვალს ორჯერ ავარჯიშებს - დილას და საღამოს.  
კატეგორია : სამინისტროს სიახლეები თარიღი : 2018 თებერვალი 21
საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრები ჩარტერული რეისით ავსტრიის დედაქალაქ ვენაში ჩაფრინდა და სასტუმრო "ქორთიარდ მერიოტში" დაბინავდა.