სამინისტროში შესაბამისი თანამდებობის პირებთან მოქალაქეთა მიღება: მინისტრი: ხუთშაბათი 15:00 - 17:00 სთ;

ტელეფონი: 2 23 02 03,მისამართი: თბილისი 0134, ჩოლოყაშვილის გამზ. 9;

საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა და ზედამხედველობა. ტელეფონი 2 35 09 97, მეილი: n.udesiani@msy.gov.ge

გულშემატკივრის გამოკითხვა ico
სიახლეების კალენდარი ico
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
        01 02 03
04 05 06 07 08 09 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30  

ლადო ვარძელაშვილი სპორტულ ფედერაციათა ხელმძღვანელებს შეხვდა

თარიღი: 2010 ივლისი 12



12 ივლისს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი - ვლადიმერ ვარძელაშვილი, სამინისტროს სააქტო დარბაზში სპორტულ ფედერაციათა ხელმძღვანელ პირებს შეხვდა. შეხვედრას, რომელსაც 70-მდე ფედერაციის თავკაცი ესწრებოდა, გაცნობით ხასიათს ატარებდა. მინისტრმა ფედერაციებთან სამუშაო შეხვედრები დაგეგმა და მათ სამოვავლოდ აქტიური თანამშრომლობისაკენ მოუწოდა.  

შეხვედრაზე ვარძელაშვილმა აღნიშნა, რომ ამიერიდან სპორტის სამინისტროს გაცილებით მეტი შესაძლებლობები ექნება და ამიტომ ფედერაციებს აქტიური მუშაობისკენ მოუწოდა.

ფედერაციებთან შეხვედრას სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის პირველ მოადგილედ წარდგენილი - დავით ნამგალაური, ასევე მერიის სპორტისა და სოციალური სამსახურის უფროსი - მამუკა ქაცარავა, პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე - გიორგი ასანიძე და სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრის თანამშრომლები ესწრებოდნენ.

ვლადიმერ ვარძელაშვილი: "მსურს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული სამინისტრო გახდეს. ამისთვის რა თქმა უნდა, უდიდესი მნიშვნელობა ექნება სპორტული ფედერაციების გამართულ მუშაობას.

ჩვენის მხრიდან, სამინისტრო მაქსიმალურად შეგიქმნით პირობებს და თქვენი ყველა პრობლემით დაინტერესდება. უკვვე ხვალიდან დავიწყებ საქმიან შეხვედრებს სპორტულ ფედერაციებთან, სადაც ჩვენ უკვე კონკრეტულ მიმართულებებსა და პრობლემებზე გვექნება საუბარი.

პირველ რიგში ფედერაციების მხრიდან მოვითხოვთ სამოქმედო გეგმასა და პროექტებს, რომელთა განხორციელებაზე ერთად ვიმუშავებთ. სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროში საქმის მცოდნე პროფესიონალები დასაქმდებიან და ჩვენ ერთად ნამდვილად შევძლებთ იმ ძირითადი პრობლემების გადაჭრას, რაც დღეს ქართულ სპორტშია. ჩვენი ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულება ისიც იქნება, რომ გავააქტიუროთ ისეთი ფედერაციები, რომლებიც აქამდე არ გამოირჩეოდნენ. მაქსიმალურად უნდა ვიზრუნოთ იმისათვის, რომ სპორტული ფედერაციები ყველა მიმართულებით გამოირჩეოდნენ."  

13 ივლისს მინისტრი ძიუდოს, სამბოს, ჩოგბურთის, მშვილდოსნობისა და ტანვარჯიშის ფედერაციების წარმომადგენლებს შეხვდება. 



სამინისტროს პრესსამსახური

სხვა ახალი ამბები
კატეგორია : სამინისტროს სიახლეები თარიღი : 2018 თებერვალი 23
საქართველოს ნაკრებმა საღამოს ვარჯიში მაიკლ დიქსონთან ერთად ჩაატარა. ამერიკელი მწვრთნელებმა ბოლოდე დატვირთეს და ცხადია კომბინაციების დამუშავების დროსაც მას გამორჩეული ადგილი ეკავა - დიქსონი ხვალინდელ შეხვედრაში ეროვნული გუნდის უმთავრესი იმედია.საქართველოს ნაკრების "შხვეხატ არენაზე"მისვლის შედეგ მოედანი დატოვა ავსტრიის ნაკრებმა.  
კატეგორია : სამინისტროს სიახლეები თარიღი : 2018 თებერვალი 22
23-25 თებერვალს, საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრები ძიუდოში, გერმანიის ქალაქ დიუსელდორფის პრესტიჟულ საერთაშორისო ტურნირზე - დიუსელდორფის გრან სლემზე მიიღებენ მონაწილეობას. დიუსელდორფის გრან სლემზე, მედლებისთვის მსოფლიოს 71 ქვეყნის 500 ძიუდოისტი იბრძოლებს მამაკაცთა და ქალთა შორის. 23, 24 და 25 თებერვალს წინასწარი შეხვედრები 3 ტატამზე თბილისის დროით 13:00 საათიდან დაიწყება, ფინალური ბლოკი კი 20:00 საათიდან აიღებს სტარტს.
კატეგორია : სამინისტროს სიახლეები თარიღი : 2018 თებერვალი 22
საქართველოს ნაკრები ავსტრიასთან მატჩისთვის მზადებას განაგძობს. ეროვნულმა გუნდმა "შვეხატ არენაზე" მეორე ვარჯიში გამართა. საწვრთნელ პროცესში ინტენსიურად არის ჩართული ზუროსის თანაშემწე - გიორგიოს ლიმნიატისი, რომელიც მოთამაშეებთან ინდივიდუალურად მუშაობს.  
კატეგორია : სამინისტროს სიახლეები თარიღი : 2018 თებერვალი 22
საქართველოს კალათბურთელთა ნაკრებმა ვენაში პირველი ვარჯიში გამართა. ილიას ზუროსის გუნდი "შვეხატ არენაზე" 1 საათის და 15 წუთის განმავლობაში დაიტვირთა. ბერძენმა სპეციალისტმა გუნდი კომბინაციებზე ავარჯიშა. დიდი ყურადღება დაეთმო დაცვაში თამაშს და სხვადასხვა ტაქტიკური მონახაზის დამუშავებას. ნაკრების 12-ივე კალათბურთელი თავს კარგად გრძნობს. ერთადერთი ვისაც ტრამვის პრობლემა ჰქონდა, ეს გამოცდილი გამთამაშებელი გიორგი ცინცაძეა, რომელმაც ნაკრების ექიმის თემურ ხვედელიძის განცხადებით რეაბილიტაციის პროცესი წარმატებით გაიარა და 23 თებერვლის მატჩისთვის მზად იქნება. ეროვნულმა გუნდმა ვენაში ერთ-ერთი ლიდერის მაიკლ დიქსონის გარეშე ივარჯიშა. დიქსონი გუნდს ხვალ შეუერთდება და საწვრთნელ პროცესში ჩაერთვება. ზუროსი გუნდს 22 თებერვალს ორჯერ ავარჯიშებს - დილას და საღამოს.  
კატეგორია : სამინისტროს სიახლეები თარიღი : 2018 თებერვალი 21
საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრები ჩარტერული რეისით ავსტრიის დედაქალაქ ვენაში ჩაფრინდა და სასტუმრო "ქორთიარდ მერიოტში" დაბინავდა.